FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთში ბავშვებში ტყვიის შემცველობის კვლევაზე მშობლების ნაწილი უარს ამბობს

მთავარისიახლე, საზოგადოება 14.12.2018
ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის დადგენის მიზნით დაწყებული კვლევა 25 დეკემბერს სრულდება. სამცხე–ჯავახეთში მშობლების ნაწილმა, ბავშვებში ტყვიის შემცველობის კვლევაზე უარი განაცხადა.

სამცხე–ჯავახეთში ბავშვებში ტყვიის შემცველობის კვლევაზე მშობლების ნაწილი უარს ამბობს

სისხლში ტყვიის შემცველობის დასადგენად, ორიდან შვიდ წლამდე ბავშვებში ვენიდან სისხლის აღება სექტემბერში დაიწყო. ქვეყნის მასშტაბით სისხლი, დაახლოებით, 1 500 ბავშვს უნდა აუღონ, თუმცა აღმოჩნდა, რომ იმ მშობლების ნაწილი, რომელთა შვილებიც შემთხვევითი შერჩევის პრინციპით კველვაში მოხვდნენ, სისხლის აღებაზე უარს ამბობენ.

„მშობლები ამბობენ თუ დაგვჭირდება ჩვენს შვილებს თავად ჩაუტარებთ ამ გამოკვლევევბსო. არ გვჭირდება და ბავშვი რატომ ვაწვალოთო“, – ამბობს საქსტატის ეროვნული სამსახურის ბორჯომის სამმართველოს უფროსი ნათელა გოგოლაძე და ამატებს, რომ იმ ბავშვების რაოდენობის ზუსტ რაოდენობას, რომლებსაც ანალიზი ვერ აუღეს, ჯერ ვერ განსაზღვრავს.

მშობლების უარის გამო, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტმა განცხადებაც გაავრცელა. დეპარტამენტის უფროსმა კვლევის შედდეგად შერჩეული ბავშვების მშობლებს მოუწოდა, რომ მათ ამ შესაძლებლობაზე უარი არ ეთქვათ. მისი თქმით, ზოგადი სურათის შესაქმნელად საჭიროა სულ მცირე 1 500 ბავშვის ანალიზის ჩატარება. თუმცა ამ ეტაპზე, კვლევაში ჩართვის მაჩვენებელი 60%-ს არ აღემატება, ამან კი შესაძლოა, კვლევის სრულფასოვან ჩატარებას პრობლემა შეუქმნას, რაც საბოლოო ჯამში ვერ მოგვცემს ქვეყნისთვის რეპრეზენტატულ სურათს, რაც ხელს შეუშლის სწორი გადაწყვეტილებების მიღებასა და ბავშვების საფრთხისგან დაცვას.

„პრევენციის მიზნით, ამ საფრთხის წინაშე რომ არ დავმდგარიყავით გავაკეთეთ მიმართვა. დასრულებამდე მოვახერხებთ, რომ ბავშვების საჭირო რაოდენობას ავუღოთ სისხლი. ამ დროსითვის ეს რაოდენობა 1 400–მდეა“, –ამბობს ლელა სტურუა.

კვლევას საქართველოში სტატისტიკის ეროვნული სამსახური გაეროს ბავშვთა ფონდისა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით ატარებს. აღებული სისხლის ნიმუშები ევროპის ერთ-ერთ წამყვან ლაბორატორიაში იტალიაში გაიგზავნება. ოჯახები ინდივიდუალურად მიიღებენ ტყვიის ანალიზის პასუხებს და სისხლში ტყვიის შემცველობის მაღალი დონის დადგენის შემთხვევაში, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მათ უფასო კონსულტაციას გაუწევს.

კვლევისთვის სამცხე–ჯავახეთში შვიდი ადამიანი გადამზადდა, ოთხი ინეტრვიუერი, ერთი ზედამხედველი, ერთი მზომველი და ერთიც ის პირი, ვინც ბავშვებს ვენიდან სისხლს უღებს.

რეგიონის ექვსი მუნიციპალიტეტიდან ხუთში კვლევა უკევ დასრულდა, ამ ეტაპზე კი ბორჯომის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


18.10.2019 ბორჯომელი ბაკურ გელაშვილი საქართველოში ოთხ საუკეთესო მასწავლებელს შორის მოხვდა

18.10.2019 ზარზმაში საჯარო სკოლა გაიხსნა

17.10.2019 განათლების სამინისტრო ესეების კონკურსს აცხადებს

16.10.2019 სამცხე-ჯავახეთში კომპიუტერი 200–მდე წარჩინებულ მოსწავლეს გადაეცემა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.10.2019 ევროპა მაგარია! სოციალური რეკლამა [ვიდეო]

21.10.2019 ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე მძლეოსნობაში შეჯიბრი მიმდინარეობს

20.10.2019 ახალციხის თოჯინების თეატრი ხატია პარუნაშვილის დასახმარებლად სპექტაკლს გამართავს

18.10.2019 აბასთუმნელები: ‘საუბრობენ არაზინდოდან ჩვენს გასახლებაზე’

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

მსგავს თემაზე

სამცხე-ჯავახეთში ბავშვების 32%–ს სისხლში ტყვიის შემცველობა მომატებული აქვს - კვლევა
ტყვია ბავშვების სისხლში – რეკომენდაციები მშობლებს
სამცხე–ჯავახეთში ბავშვებს სისხლში ტყვიის შემცველობაზე იკვლევენ
15 000–მდე ბავშვს სისხლში ტყვიის შემცველობაზე გამოიკვლევენ
საქართველოში არაგადამდები დაავადებებისა და მათი რისკ-ფაქტორების მეორე კვლევა იწყება
დაავადებათა კონტროლის ცენტრი მშობლებს მოუწოდებს ბავშვები წითელაზე აცრან
საქართველოში H1N1-ით რვა ადამიანი გარდაიცვალა