FM97.5 / LIVE

გაფრთხილება გათავისუფლებაზე – რაზე მოაწერინეს ვალის ბაღის თანამშრომლებს არჩევნებამდე ხელი

მთავარისიახლე, საზოგადოება 14.12.2018
ააიპ ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებიდან გამოთხოვილი წერილით დადასტურდა, რომ ვალის პირველ საბავშვო ბაღში არჩევნების მეორე ტურამდე თანამშრომლებს ხელი სამსახურიდან შესაძლო გათავისუფლების გაფრთხილებაზე მოაწერინეს.

გაფრთხილება გათავისუფლებაზე – რაზე მოაწერინეს ვალის ბაღის თანამშრომლებს არჩევნებამდე ხელი

„ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება“ არასამეწარმეო იურიდიული პირი გაცნობებთ, რომ „საქართველოს შრომის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 37–ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად მოსალოდნელია „ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება“ ა(ა)იპ–ის ორგანიზაციული ცვლილება, რაც შეიძლება გახდეს „ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება“ არასამეწარმეო იურიდიული პირის დაქვემდებარებაში მყოფი ქ.ვალე, სტალინის ქ. N18/ა–ში მდებარე საბავშვო ბაგა–ბაღის თანამშრომლებთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი“,– ნათქვამია „სამხრეთის კარიბჭეს“ მიერ, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების გაერთიანებიდან მიღებულ წერილში.

თუმცა, არჩევნებამდე ააიპ ბაღების გაერთიანების დირექტორი მარინა მერაბიშვილი და ვალეს საბავშვო ბაღის მენეჯერი ქეთევან ლაფაჩი კატეგორიულად უარყოფდნენ, იმას რომ დოკუმენტი, რომელზეც თანამშრომლებს ხელი მოაწერინეს, სამსახურიდან მათ გათავისუფლებას ეხებოდა. ორივე მათგანი ირწმუნებოდა, რომ საუბარი მხოლოდ „შიდა ცვლილებებსა“ და „ახალ რეგულაციებზე“ იყო.

ახლა კი შეკითხვაზე, კონკრეტულად რა ორგანიზაციული ცვლილებები იგეგმება ბაღებში, მერაბიშვილი გვაპსუხობს: „შესაძლოა ფუნქცია–მოვალეობები სხვანაირად გადანაწილდეს, სახელწოდებები შეიცვალოს, ხომ წერია წერილში, ჩემი პასუხი რაღა საჭიროა“.
ბაღებში, ორგანიზაციული ცვლილებების შესახებ პასუხი ვერც ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიიდან მივიღეთ.

მარინა მერაბიშვილის განცხადებით, მსგავს დოკუმენტზე ხელი ყველა ბაღის თანამშრომელს მოაწერინეს, თუმცა საწინააღმდეგოს აცხადებენ „სამხრეთის კარიბჭესთან“ ქალაქში მოქმედი საბავშვო ბაღების ნაწილში მენეჯერები და მასწავლებლები: „რატომ უნდა შეუწყდეთ ხელშეკრულებები?! არ ვიცი პირველად ვხედავ ამ დოკუმენტს, მსგავს რამეზე ხელი არ მოგვიწერია“,– გვითხრეს მათ მას შემდეგ რაც ჩვენ სააღმზრდელო დაწესებულებიდან გამოთხოვილი წერილი ვუჩვენეთ.

ერთ–ერთ ბაღში კი გვითხრეს, რომ ხელი სამსახურიდან შესაძლო გაფრთხილებაზე მოაწერინეს, თუმცა ზუსტად როდის იყო ეს ვერ იხსენებს: „შესაძლოა იყო ნოემბრის ბოლო, ან დეკემბრის დასაწყისი, კონკრეტულ თარიღს ვერ გეტყვით“.

შეგახსენებთ, რომ „სამხრეთის კარიბჭესთან“ ვალის ბაღის თანამშრომლები აცხადებდნენ, რომ გათავისუფლების ბრძანებებზე ხელი მოაწერინეს და არჩევნების მეორე ტურზე ზურაბიშვილის მხარდაჭერა დაავალეს. „სამხრეთის კარიბჭეს“ მასალაზე დაყრდნობით ძიება შსს–მაც დაიწყო, თუმცა როგორც უწყებაში განაცხადეს, ბაღის პედაგოგებზე წინასაარჩევნოდ ზეწოლა არ დადასტურდა.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


15.02.2019 სოფელი, რომელიც სკოლაზე ოცნებობს [Photo/Video]

14.02.2019 განათლების სამინისტრო ძირეული რეფორმისთვის ემზადება – გასვლითი სხდომა ბორჯომში

14.02.2019 სამცხე–ჯავახეთში მანდატურების ცენტრი აშენდება

13.02.2019 სოფელ ბენარაში 150 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა შენდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

15.02.2019 მართლმადიდებელი ეკლესია მირქმის დღესასწაულს აღნიშნავს

15.02.2019 სოფელი, რომელიც სკოლაზე ოცნებობს [Photo/Video]

14.02.2019 ახალციხეში ავარიის შედეგად ორი მანქანა და მაღალი ძაბვის ბოძი დაზიანდა

14.02.2019 რამდენი ბავშვი დაიბადა 2018 წელს სამცხე–ჯავახეთში

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

მსგავს თემაზე

წინასაარჩევნოდ ახალციხის ბაღებში დაანონსებული რეორგანიზაცია ამ დრომდე არ დაწყებულა
მერიიდან დოკუმენტი, რომელზეც ვალეს ბაღში თანამშრომლებს ხელი მოაწერინეს, ვერ მივიღეთ
შსს: ვალეს ბაღის თანამშრომლებზე ზეწოლა არ დასტურდება
‘გათავისუფლების ბრძანებებზე მოგვაწერინეს ხელი’ – ვალეში ბაღის თანამშრომლები ზეწოლაზე საუბრობენ
რატომ არ განახლდა სასწავლო პროცესი ახალციხის მუნიციპალიტეტის  ბაღებში
აგარის ბაღის თანამშრომლები კოლეგების გათავისუფლებას აპროტესტებენ
ბორჯომის საბავშვო ბაღის თანამშრომლებისთვის ტრენინგი ტარდება