FM97.5 / LIVE

23 წლის ბიჭი დის ცემის ბრალდებით პასუხისგებაში მისცეს

მთავარისიახლე, სამართალი 13.12.2018
ადიგენის ერთ–ერთ სოფელში მცხოვრები 35 წლის ქალი ამბობს, რომ მეგობარ ბიჭთან ტელეფონზე საუბრის გამო ძმამ სცემა. ახალგაზრდა კაცი დააკავეს, თუმცა აღკვეთის ღონისძიებად მას გირაო შეუფარდეს და გაათავისუფლეს.

23 წლის ბიჭი დის ცემის ბრალდებით პასუხისგებაში მისცეს

35 წლის ქალი გვიყვება, რომ რვა წლის წინ ძალადობის გამო ქმარს გაშორდა, მას შემდეგ ადიგენში დედასთან და ძმასთან ერთად ცხოვრობს, თუმცა ორ დეკემბერს აქაც ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გახდა.

„რვა წლის წინ გავშორდი ქმარს და მას შემდეგ დედაჩემთან ვცხოვრობ. რამდენიმე კვირის წინ ერთი ბიჭი გავიცანი. დავმეგობრდით, ტელეფონზე მწერდა და მირეკავდა. ორ დეკემბერს საღამოსაც დამირეკა, ჩემმა ძმამ გამოართვა ტელეფონი, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, მერე მე დამარტყა მუშტი სახეში და თავში. ცემის ეს უკვე მესამე ფაქტია. მე ცუდი არაფერი ჩამიდენია, უბრალოდ გავიცანი და ვემეგობრებოდი იმ ბიჭთან“, – გვიყვება 35 წლის ქალი და ამატებს, რომ მას ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. ამ ყველაფერმა კი თავი მას შემდეგ იჩინა, რაც მასზე ქმარმა ფიზიკურად არაერთხელ იძალადა – „ყოველთვის მცემდა, მაშინაც კი როცა ორსულად ვიყავი. რომ არ მოგატყუოთ სულ პირველად ჩემს ქმარს მე დავარტი, ოთახში ყვირილით შემოვარდა საქონელს სალაფავი რატომ არ გაუკეთეო“.

35 წლის ქალს რომ ფსიქიკური პრობლემები აქვს, ამაზე დედაც საუბრობს: „ეს პრობლემები ქმართან ცხოვრებისას დაეწყო, ცუდად ექცეოდა და მაგან იმოქმედა“.

დედა ირმწუნება, რომ ორ დეკემბერს, როცა მისმა გოგომ პოლიციაში დარეკა ძმას არ უცემია: „პირიქით, ეს იყო აგრესიული, ჩემს ბიჭს უთქვამს ტელეფონი მომეციო ის კი ხელით ითრევდა, ამიტომ ჰკრა ბიჭმა ხელი და იმან კედელზე ამოშვერილ ჭიკარტაზე მიარტყა თავი, სულ ეს იყო. ამ კამათის მერე დავმშვიდდით, ოთახში ვიყავით, ვსაუბრობდით უცებ პოლიცია მოვიდა. მერე გავიგეთ, რომ ჩემს გოგოს დაურეკავს“.

35 წლის ქალი კი აცხადებს, რომ ეს ძმის მხრიდან მასზე ფიზიკური ძალადობის მესამე შემთხვევა იყო: „დედა სიმართლეს არ ამბობს, ჩემმა ძმამ ნამდვილად მცემა, მაგრამ ვაპატიე და შევრიგდით უკვე“.

ორ დეკემბერს მომხდარი ძალადობის ფაქტზე ადიგენის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 23 წლის ბიჭი დააკავეს. მომხდარს შსს სსკ–ის 126–ე, ძალადობის მუხლით იძიებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, თუმცა სასამართლომ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

[თინათინ ზაზაძე, ადიგენი]


03.12.2019 'ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ' - ინკლუზიური განათლება საქართველოსა და სომხეთში

02.12.2019 ეროვნული გამოცდების უცხოური ენების ტესტებში ცვლილებებია

14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.12.2019 5 დეკემბერს ახალციხეში დენი აღარ გაითიშება – 'ენერგო–პრო ჯორჯია'

04.12.2019 ახალციხის ცხრა სოფელს ახალი ამბულატორია ექნება

04.12.2019 მართლმადიდებლები ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას აღნიშნავენ

04.12.2019 5 დეკემბერს ახალციხეში დენი გაითიშება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

20.11.2019 ‘თუ წარმატებული ვიქნები, თემსაც დავეხმარები და ქვეყანასაც’ – აქტიური ახალგაზრდა სხვილისიდან

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

მსგავს თემაზე

ქმარზე ძალადობისთვის ქალი პასუხისგებაში მისცეს
N5 სკოლაში მოსწავლეზე შესაძლო ძალადობის ფაქტზე შსს–მ ძიება დაიწყო
ახალგაზრდა მამაკაცს დედასა და მეზობლებზე ძალადობაში ადანაშაულებენ
მკვლელობა თუ თვითმკვლელობა – 31 წლის ქალის გარდაცვალების საქმე
ქალი, რომელიც ქმარმა დაჭრა, ამბობს, რომ ეს ძალადობის პირველი შემთხვევა არ იყო
დედა, რომელსაც შვილის ცემისთვის ასამართლებენ, პოლიციას შეურაცხყოფაში ადანაშაულებს
შსს–მ ოჯახში ძალადობის ბრალდებით  ბორჯომში ერთი პირი დააკავა