FM97.5 / LIVE

თვითმმართველობა და ხალხი – ახალციხეში კვლევის შედეგებს გაეცნენ

მთავარისიახლე, პოლიტიკა, საზოგადოება 12.12.2018
"სამცხე–ჯავახეთის მედია ცენტრმა"(SJMC) ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში მოსახლეობის ჩართულობის შესახებ ჩატარებული კვლევის შედეგები, ახალციხეში ადგილობრივებს გააცნო.

თვითმმართველობა და ხალხი – ახალციხეში კვლევის შედეგებს გაეცნენ

კვლევა, რომლის შედეგებიც დღეს, 12 დეკემბერს მედია ცენტმა წარმოადგინა, ფოკუს ჯგუფის მეთოდოლოგიას ეფუძნებოდა. მის ფარგლებში, ორ ფოკუს ჯგუფთან ჩატარდა გამოკითხვა თუ რა სახის პრობლემები აქვს მოსახლეობას და რომელ საკითხებზე სურთ ადგილობრივებს თვითმმართველობასთან ერთად მუშაობა.

"კვლევის შედეგების შესაბამისად, ძალიან ბევრ საკითხში ერთამანეთს ემთხვევა ხელისუფლებისა და მოსახლეობის მოსაზრებები, მათ აქვთ საერთო ხედვა, როგორ უნდა განვითარდეს ახალციხე, რა გამოწვევები არსებობს მუნიციპალიტეტში. არსებობს მთელი რიგი საკითხები რომელშიც ეს ხედვა რამდენადმე განსხვავებულია“ – ამბობს სამცხე–ჯავახეთის მედია ცენტრის დირექტორი მარინა კუპატაძე.

აღნიშნული კვლევა მედია ცენტმა "ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის"(NDI) მხარდაჭერითა და "ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის" (NED) დაფინანსებით განახორციელა.

"ეს კვლევა არის მხოლოდ პირველი ნაბიჯი იმისთვის, რომ გაგვეგო თუ კიდევ არის ისეთი პრობლემები, რომლებზეც ჩვენ არ ვიცით, მაგრამ ამის შემდეგ დაისახება ქმედითი ნაბიჯები", – ამბობს თამარ გზირიშვილი, რომელიც NDI ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამას წარმოადგენს.

კვლევა, პროგრამის "ღია და ეფექტური მმართველობისთვის" ნაწილს წარმოადგენს. მის ფარგლებში მუშაობა დაწყებულია ახალციხის საკრებულოსთან, მერიასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მედიათან.

"საზოგადოებამ იცის, რომ ერთბაშად და ერთდროულად შეუძლებელია გაკეთდეს ყველაფერი. ამის, არც ფინანსური რესურსი არსებობს და არც ადამიანური. ყველაფერი თანხვედრაში უნდა იყოს, რომ ეტაპობრივად, საზოგადოების თანამონაწილეობითა და თანამშრომლობით გაკეთდეს", – განაცხადა შეხვედრაზე ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გურამ მელიქიძემ.

როგორც მედია ცენტრში განმარტავენ, კვლევების შეჯამების შემდეგ, ცენტრი მუშაობას დაიწყებს არასამთავრობო სექტორთან, თვითმმართველობასთან და საზოგადოების სხვა წევრებთან, იმისათვის, რომ ხალხი და თვითმმართველობა უფორო მეტად დაუახლოვდეს ერთმანეთს და მოსახლეობის ჩართულობის ხარისხი გადაწყვეტილების მიღების პროცესში გაუმჯობესდეს.

თვითმმართველობა და ხალხი – ახალციხეში კვლევის შედეგებს გაეცნენ

[თორნიკე ზაზაძე, ახალციხე]


21.01.2019 განათლების მინისტრი: 'წითელას და გრიპის ვირუსს სკოლებში ყოველდღიურად დავაკვირდებით'

18.01.2019 ახალციხეში 48 კურსდამთავრებულმა ოქროსა და ვერცხლის მედალი მიიღო

18.01.2019 მასწავლებლებისთვის კრედიტების დაგროვების სისტემა უქმდება

30.12.2018 ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი მოსწავლეების ვინაობა ცნობილია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

20.01.2019 დღეს ჩვილთა საყოველთაო ნათლობა გაიმართება

19.01.2019 ნათლისღების დღესასწაული ახალციხეში [Photo/Video]

19.01.2019 მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღებას აღნიშნავს

19.01.2019 წითელას აცრის გაკეთება შაბათ–კვირასაც შესაძლებელია

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

მოქალაქეების თვითმმართველობაში ჩართულობის შესახებ ახალციხელებს კვლევის შედეგებს გააცნობენ
კვლევის შედეგი: ‘თესლით მოყვანილ ხახვს მეტი მოგება აქვს, ვიდრე ბოლქვით’
NDI-მ სამოქალაქო სექტორს ბოლო კვლევის შედეგები გააცნო
კვლევის შედეგად რეგიონში ჯანდაცვა ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს
ახალციხეში საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მედიის ურთიერთობაზე იმსჯელეს
CENN : სამცხე-ჯავახეთში ტყეების მდგომარეობა უარესდება
ახალციხის მერიის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობა გასაუმჯობესებელია – IDFI-ს კვლევა