FM97.5 / LIVE

‘წითელამ ბავშვებიდან მოზარდებში გადმოინაცვლა’ – გეგმიური აცრები სავალდებულო ხდება

მთავარისიახლე, საზოგადოება 12.12.2018
ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალის ინფექციონისტი ნესტან უშხვანი ამბობს, რომ წითელა ზოგადად ბავშვთა ინფექციაა, თუმცა ბოლო პერიოდში, უფრო ხშირად მოზრდილებში გვხვდება. მიზეზი კი ისაა, რომ ადრეულ ასაკში ბავშვებს სხვადასხვა მითიური მიზეზის გამო აცრებს არ უკეთებენ.

‘წითელამ ბავშვებიდან მოზარდებში გადმოინაცვლა’ – გეგმიური აცრები სავალდებულო ხდება

ახალციხეში მცხოვრებმა ნათია გულიაშვილმა ორი წლისა და ორი თვის დამიანეს ყველა ის გეგმიური აცრა გაუკეთა რაც კი უწევდა: „ყველა აცრა გაკეთებული გვაქვს, და ვიცი, რომ ასე ბევრ დაავადებას და ინფექციას გავუმკლავდეთ. მაგრამ ბევრისგან გამიგია, რომ აცრას არ უკეთებენ თავიანთ შვილებს, იმ მიზეზით, რომ თითქოს ბავშვებს შემდგომი პერიოდი ურთულდებათ“.

ყველა გეგმიური აცრა აქვს გაკეთებული ოთხი წლის ანდრიასაც .“პედიატრები და თერაპევტები ერთხმად თანხმდებიან , რომ აცრა მნიშვნელოვანია, ალბათ ძალიან ადრე რომ ყოფილიყო მსგავსი პროფილაქტიკური აცრები ბევრ დაავადებას გაუმკლავდებოდნენ იოლად“,– ამბობს ანდრიას დედა ნინო ზამბახიძე.

დღეის მდგომარეობოთ ყველაზე მეტად ზედა სასუნთქი გზების ინფექციაა გავრცელებული, რომლის აცრაც სავალდებულო არაა. ასევე, გავრცელებულია ინფექციები – წითელა და წითურა.

ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალის დირექტორის ხათუნა კეკელაშვილის თქმით, 2017 წელს სტაციონალური მკურნალობის ერთი, 2018 წლის აგვისტოს მონაცემებით კი ოთხი შემთხვევა დაფიქსირდა. მიუხედავად კლინიკაში რეგისტრირებული მცირე შემთხვევებისა, ექიმები ამბობენ, რომ ამ ინფექციით ბოლო პერიოდში უფრო მეტად მოზრდილები ავადდებიან: „უფროსი ასაკის ადამიანებში ეს ინფექციები უფრო რთულად მიმდინარეობს“.

ახალციხის რეფერალური საავადმყოფოს ექიმი–ეპიდემიოლოგის ლია ზედგინიძის თქმით, იმუნიზაცია უმნიშვნელოვანესია: „აცრებთან დაკავშირბით მოამართვიანობა ყოველ წელს იზრდება, თუმცა არიან ისეთი მშობლები რომლებიც, აცრებზე უარს ამბობენ. ზოგიერთი რატომაღაც თვლის, რომ ეს აცრა არაა აუცილებელი. ზოგი ექცევა ინტერნეტის ზეგავლენის ქვეშ, სადაც არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ. მშობლები სხვადასხვა საიტებზე ნახულობენ, რომ აცრებს გართულება მოჰყვება და ა. შ“.

ბავშვებს გეგმიური აცრები დაბადებიდანვე უტარდებათ. წითელაზე აცრები ერთი წლის ასაკიდან იწყება. მიუხედავად, იმისა რომ, აცრის გაკეთებას შესაძლოა რაიმე მცირე გართულება მოყვეს, თუ აცრას არ გავუკეთებთ პატარებს, ზრდასრულ ასაკში ამის გამო, შესაძლოა, უფრო დიდი გართულებების წინაშე აღმოჩნდნენ.

„მაგალითად ორი წლის წინ სხვადასხვა რეგიონში წითელას აცრაზე ჩავარდნები იყო, ამიტომ სხვადასხვა ასაკის ბევრ ბავშვს შეხვდა ეს ინფექცია, მერე კი ერთმანეთისგან გადაედოთ“, – ამბობს ზედგინიძე.

ექიმების თქმით, განვითარებულ ქვეყნებში გეგმიურ აცრებს დიდი მნიშვნელობა ენიჭება: „როდესაც მოზარდი რომელიმე ქვეყანაში სასწვლებლად მიდის, მას აუცილებლად სთხოვენ დოკუმენტს, სადაც ყველა აცრის გაკეთების შესახებ ინფორმაცია იქნება. ასე ის ქვეყანა ინფექციების გავრცელებებისგან თავს იცავს“.

2019 წლის 1 იანვრიდან გეგმიური აცრები სავალდებულო იქნება. შესაბამისი ცვლილებები ჯანმრთელობის დაცვის შესახებ საქართველოს კანონში შევიდა და ის პარლამენტმა 81 ხმით 0-ის წინააღმდეგ, 14 ნოემბერს დაამტკიცა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „სავალდებულო უნდა გახდეს სკოლაში, ან ბაღში სწავლის დაწყებისას აცრის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა და ეროვნული კალენდრით გათვალისწინებული სავალდებულო აცრების მოთხოვნა“. ცვლილებების ავტორები აღნიშნავენ, რომ ამგვარი მიდგომა საერთაშორისო პრაქტიკაში გავრცელებულია. შესაბამისი ცვლილებები ნორმატიულ აქტებში ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროებმა ექვსი თვის ვადაში უნდა შეიტანონ.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


16.09.2019 ქალაქ ახალციხის სკოლებში 387 პირველკლასელი მივიდა [ფოტო]

16.09.2019 დღეს საჯარო სკოლებში სწავლა იწყება

14.09.2019 ახალციხელმა მოსწავლეებმა წიგნის კითხვის კონკურსში გაიმარჯვეს

13.09.2019 ეროვნული გამოცდებისთვის უნივერსიტეტებმა დამატებითი საგნები შეარჩიეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

15.09.2019 ახმეტელის თეატრი ახალციხეში – ფესტივალის მესამე დღე

15.09.2019 ფარეხასთან ავარიის შედეგად დაშავებული მკურნალობას თბილისში გააგრძელებს

14.09.2019 ასპინძაში ერთი ტრაილერი მეორეს შეეჯახა

14.09.2019 რას ნახავთ დრამატურგიის ფესტივალის მეორე დღეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

მსგავს თემაზე

ბაღებსა და სკოლებში აცრებზე ცნობის წარდგენა სავალდებულო ხდება
ბაღებში თანამშრომლებისა და ბავშვებისთვის წითელაზე აცრა სავალდებულო გახდა
ახალციხის ბაღების გაერთიანება წითელას აცრასთან დაკავშირებით მშობლებს მიმართავს
ახალციხეში წითელას ვირუსზე აცრები გრძელდება
სამცხე–ჯავახეთში პაპილომა ვირუსზე აცრები იწყება
რომელი წლებიდან ინახავს აცრის შესახებ ცნობებს ახალციხის საავადმყოფოები
ექიმი გვირჩევს: რატომ უნდა ავცრათ პატარები [Video]