FM97.5 / LIVE

საფეხური: 'თავდაცვა და უსაფრთხოება' ახალი საგანი სკოლებში [Audio]

მთავარიგანათლება–რადიო 11.12.2018
ახალციხის მეორე საჯარო სკოლა, მუნიციპალიტეტში ერთადერთია, სადაც იანვრიდან ახალი საგნის "თავდაცვა და უსაფრთხოების" სწავლება საპილოტე რეჟიმში დაიწყება. როგორ ემზადებიან სკოლაში ახალი საგნისთვის, ამის შესახებ გადაცემა "საფეხურში" მეორე საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი ირმა გოგატიშვილი საუბრობს.



ახალი საგნის საპილოტე სწავლება ახალციხის მეორე საჯარო სკოლაში მეორე სემესტრიდან დაიწყება.

გადაცემაში მოისმენთ თავდაცვის მინისტრის მოადგილის ნუკრი გელაშვილის კომენტარსაც.

"თავდაცვისა და უსაფრთხოების" პილოტირებისთვის სკოლების შერჩევა ახალი სასწავლო წლიდან დაიწყო . ამ მიზნით, საგნის პედაგოგებად შეირჩნენ სამხედრო პირები, რომელთა გადამზადების თვენახევრიანი ტრენინგი უკვე დასრულდა და საპილოტე გაკვეთილებს ისინი მეორე სემესტრიდან ჩაატარებენ.

ამ ეტაპზე სასწავლო პროცესში გამოსაყენებლი მასალა ელექტრონული ფორმით მუშავდება და დასრულების შემდეგ ის რეკომენდაციებისთვის საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს გადაეგზავნება.

პარალელურად იგეგმება სასწავლო პროცესზე დაკვირვება. საგნის "თავდაცვა და უსაფრთხოება" სწავლა-სწავლება მიზნად ისახავს:

• ხელი შეუწყოს მოსწავლის პატრიოტული სულისკვეთების, სახელმწიფოებრივი აზროვნებისა და მოქალაქეობრივი თვითშეგნების ამაღლებას;

• გააცნოს მოსწავლეს საქართველოსა და მსოფლიოს წინაშე არსებული საფრთხეები და მათზე რეაგირების მექანიზმები;

• გააცნოს მოსწავლეს სამხედრო საქმის საფუძვლები;

• გამოუმუშავოს საგანგებო ვითარებაში უსაფრთხო ქცევის, თვითგადარჩენისა და სხვისი დახმარების უნარ-ჩვევები;

• საგანი სამ სავალდებულო სასწავლო თემას მოიცავს: 2008 წლის ომი, საქართველო საერთაშორისო მისიებში და შეიარაღება.

ამავე თემაზე: ახალციხის რომელ სკოლაში ასწავლიან სამხედროები

საფეხური: 'თავდაცვა და უსაფრთხოება' ახალი საგანი სკოლებში [Audio]

[sknews.ge]


06.07.2020 ახალციხის საგამოცდო ცენტრში 7 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

06.07.2020 ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

05.07.2020 ეროვნული გამოცდები და რეკომენდაციები

05.07.2020 6 ივლისიდან პროფესიული კოლეჯები სასწავლო პროცესს განაახლებენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

06.07.2020 სამცხე–ჯავახეთში 9 და 10 ივლისს სეტყვაა მოსალოდნელი

05.07.2020 ხვალ, 6 ივლისს, წყალი შეწყდება კურცხანის წყლით მოსარგებლე სოფლებში

04.07.2020 ‘მთელი მოსავალი განადგურდა’ – სტიქია ახალციხეში [ფოტო]

04.07.2020 სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხის რომელ სკოლაში ასწავლიან სამხედროები
საფეხური: სკოლებში ახალი საგნის სწავლება იწყება [Audio]
სკოლებში აგვისტოს ომის შესახებ გაკვეთილებს სამხედროები ჩაატარებენ
"მე და საზოგადოება" – სკოლებში ახალი საგნის სწავლება იწყება
ახალი სასწავლო წლიდან საგანის 'მე და საზოგადოებას' სწავლება დაიწყება
ახალი სასწავლო წლიდან მოსწავლეები აგვისტოს ომის გმირების ისტორიას ისწავლიან
ორი სამინისტროს ჩავარდნილი იდეა