FM97.5 / LIVE

სამლოცველო ოთახი ახალციხის N5 სკოლაში – 'ეს მოსწავლეების მოტივირებულობას უწყობს ხელს’ [Video]

მთავარისიახლე, საზოგადოება, განათლება 11.12.2018
ახალციხეში, მეხუთე საჯარო სკოლაში, მართლმადიდებლური სამლოცველოსთვის ცალკე ოთახია გამოყოფილი. აქ როგორც მასწავლებლები, ასევე, მოსწავლეებიც ლოცულობენ. იურისტები აცხადებენ, რომ სკოლაში სამლოცველოს ფუნქციონირება კანონით იკრძალება, სასწავლებლის ადმინისტრაცია კი კომენტარს არ აკეთებს.

სამლოცველო ოთახი ახალციხის N5 სკოლაში – 'ეს მოსწავლეების მოტივირებულობას უწყობს ხელს’ [Video]

ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლის პირველ სართულზე, ერთ–ერთ ოთახში მართლმადიდებლური ხატებია გაკრული, მოწყობილია სასანთლე და კანდელი. აქვე აწყვია ლოცვის წიგნებიც. კარზე კი გაკეთებულია წარწერა – „სამლოცველო“ .

სამლოცველო ოთახი ახალციხის N5 სკოლაში – 'ეს მოსწავლეების მოტივირებულობას უწყობს ხელს’ [Video]

„როცა სალოცავში შევდივარ და ვლოცულობ მათემატიკაში და ფიზიკაში კარგ ნიშნებს ვიღებ“, – ამბობს მეექვსე კლასის მოსწავლე ნუგი გოხაძე.

შესვენებების დროს სალოცავში ხშირად შედის მერვე კლასის მოსწავლე ნინო მოთიაშვილი: „ვისაც გვინდა დასვენებების დროს შევდივართ და სანთლებს ვანთებთ“.

თანასკოლელებისგან განსხვავებით, სამლოცველოში არასდროს შედის მეცხრეკლასელი თიკო ანდღულაძე: „ვიცი, რომ სკოლაში გავქვს ეს ოთახი. არ მაქვს სურვილი შევიდე. ვისაც უნდა დადის“.

სამლოცველო ოთახი სკოლაში ხუთ წელზე მეტია არსებობს. კონკრეტულად როდის და ვისი ინიციატივით მოეწყო, ამაზე სკოლის მასწავლებლები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები არ საუბრობენ.

„სამლოცველო“ მანამდე ფუნქციონირებდა ვიდრე მე დირექტორი გავხდი. როდის გაიხსნა არ ვიცი“, – გვითხრა მეხუთე საჯარო სკოლის დირექტორმა ინგა ვარდიძემ.

მან ჩვენი შეკითხვები, იმასთან დაკავშირებით არის თუ არა ეს კანონიერი, ან გეგმავს თუ არა სამომავლოდ სამლოცველოს გაუქმებას, უპასუხოდ დატოვა: „სამეურვეო საბჭოს სხდომაზე მაგვიანდება“.

მასწავლებლები კი აცხადებენ, რომ სკოლაში სამლოცველო ოთახის ფუნქციონირება მოსწავლეების მოტივირებულობას უწყობს ხელს.

„მეტი ენთუზიაზმით ეკიდებიან ბავშვები სხვადასხვა საგანს. მგონია, რომ თუ სამლოცველოდან რომელიმე მოსწავლე ჰუმანური გრძნობით დატვირთული გამოვა და იფიქრებს, დღეს ყველაფერი კარგად მექნებაო, დამერწმუნეთ ასე ის სხვა მოსწავლეებთანაც დააბალანსებს ურთიერთობას, ყოველ შემთხვევაში თვითონ არავის ძალადობას არ ეცდება და ხელსაც არ შეუშლის სასწავლო პროცესს“, – ამბობს ქართული ენისა და ლიტეტრატურის პედაგოგი თეა ზაზაშვილი და ამატებს, რომ თავად პირჯვარს ყოველდღე იწერს, თუმცა ამ სამლოცველოში არასდროს შესულა.

ფიზიკის მასწავლებელი მაია თათეშვილი ამბობს, რომ სამლოცველო კუთხეები ბევრ ორგანიზაციაში არსებობს და ამ კუთხით გამონაკლისი არც საჯარო სკოლა უნდა იყოს: „ყველგან არსებობს სამლოცველო კუთხე, სახლშიც შეიძლება ყველას ჰქონდეს ასეთი, საავადმყოფოებშიც კი არის და ვფიქრობ სკოლა გამონაკლისი არაა. ეს არის შესაძლებლობა ადამიანმა უფალს რაღაცა შესთხოვოს. ოთახი არის ნაკურთხი და ამაზე არავის არასოდეს წინააღმდეგობა არ გამოუთქვამს, ეს კუთხე არავის არაფერს უშლის. თუ ვინმეს არ უნდა, ნუ შევა“.



„ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის“ მე–13 და მე–18 მუხლების მიხედვით „დაუშვებელია საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესის რელიგიური ინდოქტრინაციის, პროზელიტიზმის, ან იძულებითი ასიმილაციის მიზნებისათვის გამოყევენა“, ასევე, „საჯარო სკოლის ტერიტორიაზე რელიგიური სიმბოლიკის განთავსება არ უნდა ემსახურებოდეს არააკადემიურ მიზნებს“.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში რელიგიური სიმბოლოების არააკადემიური მიზნებისთვის გამოყენება რომ იკრძალება, ამაზე „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი“ გიორგი გოცირიძეც საუბრობს: „სანთლის დანთება და ლოცვა რელიგიური რიტუალია. ამიტომ თუ ამას არ იყენებენ აკადემიური მიზნებისთვის, კანონდარღვევა“.

განსხვავებული იდენტობის მქონე ბავშვებთან მიმართებაში დისკრიმინაციაზე ამახვილებს ყურადღება „ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“ იურისტის შოთა თუთბერიძე: „სკოლებში აკრძალულია რელიგიური ქადაგება, ან პროზელიტიზმი. კანონი პირდაპირ კრძალავს მსგავსი კუთხეებისა და სალოცავების მოწყობას. გარდა ამისა აქ განსხვავებული იდენტობის მქონე ბავშვებთან მიმართებაში დისკრიმინაციაცაა გამოხატული, რადგან იმ ბავშვების ნაწილი, რომლებსაც იქ ლოცვის სურვილი არ აქვთ, არასასურველ მდგომარეობაში ვარდებიან. თუმცა, ყველა რელიგიური მიმდინარეობისთვის რომ იყოს მსგავსი კუთხე გახსნილი და ლოცვის საშუალება ყველა აღმსარებლობის ადამიანს თანაბრად ეძლეოდეს, ეს მაინც დარღვევა იქნებოდა“.

არ იზიარებენ იურისტების მოსაზრებებს მეხუთე საჯარო სკოლის მასწავლებლები.

„გაკვეთილზე არ უნდა მოხდეს ბავშვების დისკრიმინაცია რელიგიური კუთხით, თორემ სამლოცველოს არსებობა სკოლაში არავის არ უშლის ხელს“, – ამბობს ფიზიკის მასწავლებელი მაია თათეშვილი.

„მე კათოლიკე ვარ და არ ვფიქრობ, რომ რადგან სკოლაში მართლმადიდებლური სალოცავია, ამით ჩემი დისკრიმინაცია ხდება. ჩემი მოძღვარი მეუბნება, სადაც გინდა შედი და ილოცე, მთავარია ღმერთის სახელი ახსენოო“, – აცხადებს მასწავლებელი ია თათოშვილი.

იურისტები მიიჩნევენ, რომ ამ ფაქტზე რეაგირება განათლების სამინისტრომ უნდა მოახდინოს. თუმცა, აღნიშნულ უწყებაში, მეხუთე სკოლაში მოწყობილ სალოცავზე კომენტარს არ აკეთებენ. სამინისტრო მხოლოდ „ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის“ მე–13 და მე–18 მუხლებზე გვითითებს.

ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ხათუნა ხმალაძე კი ამბობს, რომ მას მეხუთე საჯარო სკოლაში მოწყობილი სამლოცველოს შესახებ ინფორმაცია არ აქვს: „არ გამიგია, რომ სადმე იყოს ასეთი ოთახი“.

[თორნიკე ზაზაძე, ახალციხე]


03.12.2019 'ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ' - ინკლუზიური განათლება საქართველოსა და სომხეთში

02.12.2019 ეროვნული გამოცდების უცხოური ენების ტესტებში ცვლილებებია

14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.12.2019 5 დეკემბერს ახალციხეში დენი აღარ გაითიშება – 'ენერგო–პრო ჯორჯია'

04.12.2019 ახალციხის ცხრა სოფელს ახალი ამბულატორია ექნება

04.12.2019 მართლმადიდებლები ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას აღნიშნავენ

04.12.2019 5 დეკემბერს ახალციხეში დენი გაითიშება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

20.11.2019 ‘თუ წარმატებული ვიქნები, თემსაც დავეხმარები და ქვეყანასაც’ – აქტიური ახალგაზრდა სხვილისიდან

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

მსგავს თემაზე

ახალციხის N5 სკოლაში სამლოცველო ოთახი დაკეტეს
ახალციხის N5 სკოლის სამლოცველო ოთახიდან ხატები გაიტანეს
'ტაძარი არ გვაქვს და სხვა გზა არაა' – სოფელი სალოცავად ანდის სკოლაში დადის
ანდის სკოლიდან, სადაც წირვა–ლოცვა ტარდებოდა, ხატები გამოიტანეს
ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლაში, პროტესტის ნიშნად, გაკვეთილები არ ტარდება
ახალციხის საჯარო და კერძო სკოლებში 330 პირველკლასელი დარეგისტრირდა
სამინისტრო: ‘მეხუთე სკოლაში მოსწავლეების შესაძლო ცემის ფაქტს დისციპლინური საბჭო შეისწავლის’