FM97.5 / LIVE

ახალციხის რომელ სკოლაში ასწავლიან სამხედროები

მთავარისიახლე, განათლება 10.12.2018
საქართველოს მასშტაბით, საპილოტე რეჟიმში ახალი საგანის „თავდაცვა და უსაფრთხოება“ სასწავლებლად 17 სკოლა შეირჩა. მათ შორის ერთ–ერთი ახალციხის სკოლაა.

ახალციხის რომელ სკოლაში ასწავლიან სამხედროები

ქართული ჯარის პოპულარიზაციის ხელშეწყობისა და საზოგადოებაში პატრიოტული სულისკვეთების გაზრდისთვის, მომავალი სემესტრიდან საჯარო სკოლებში საპილოტე რეჟიმში ახალი საგანი „თავდაცვა და უსაფრთხოება“ დაინერგება.

ახალ საგანს საპილოტე რეჟიმში ქვეყნის მასშტაბით 17 სკოლაში ასწავლიან. მათ შორის ერთ–ერთი ახალციხის N2 საჯარო სკოლაა. აქ სამხედროები გაკვეთილებს მეათე კლასის მოსწავლეებთან ჩაატარებენ.

სასწავლო მასალის დახვეწაზე თავდაცვისა და კულტურის სამინისტროები, ასევე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ერთობლივად მუშაობენ. სასწავლო პროცესში გამოსაყენებლი მასალა ელექტრონული ფორმით მუშავდება და დასრულების შემდეგ ის რეკომენდაციებისთვის საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს გადაეგზავნება.

„ეს არ არის ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის შეფასება და ანალიზი. ბუნებრივია სახელმძღვანელოში იქნება გმირობის მაგალითები, რათა პატრიოტობის სულისკვეთება ჩავუნერგოთ ახალგაზრდებს. სახელმძღვანელოს ძირითადი მიზანი გახლავთ მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროზე. ჩვენი მიზანია მათში ამავდროულად განვავითაროთ პრაქიტკული უნარები“, – განაცხადა დღეს, 10 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნუკრი გელაშვილმა.

მისი თქმით, სახელმძღვანელოში მცირე ნაწილი დაეთმობა სამხედრო საფრთხეებსაც: „სამხედრო საფრთხეების ჭრილში წარმოდგენილია როგორც 2008 წლის, ასევე 1992 –93 წლების ომი, სირიის ომი მთიანი ყარაბაღის კონფლიტქი“.

„თავდაცვისა და უსაფრთხოების“ პილოტირებისთვის სკოლების შერჩევა ახალი სასწავლო წლიდან დაიწყო . ამ მიზნით, საგნის პედაგოგებად შეირჩნენ სამხედრო პირები, რომელთა გადამზადების თვენახევრიანი ტრენინგი უკვე დასრულდა და საპილოტე გაკვეთილებს ისინი მეორე სემესტრიდან ჩაატარებენ.

პარალელურად იგეგმება სასწავლო პროცესზე დაკვირვება. საგნის „თავდაცვა და უსაფრთხოება“ სწავლა-სწავლება მიზნად ისახავს:

• ხელი შეუწყოს მოსწავლის პატრიოტული სულისკვეთების, სახელმწიფოებრივი აზროვნებისა და მოქალაქეობრივი თვითშეგნების ამაღლებას;

• გააცნოს მოსწავლეს საქართველოსა და მსოფლიოს წინაშე არსებული საფრთხეები და მათზე რეაგირების მექანიზმები;

• გააცნოს მოსწავლეს სამხედრო საქმის საფუძვლები;

• გამოუმუშავოს საგანგებო ვითარებაში უსაფრთხო ქცევის, თვითგადარჩენისა და სხვისი დახმარების უნარ-ჩვევები.

საგანი სამ სავალდებულო სასწავლო თემას მოიცავს: 2008 წლის ომი, საქართველო საერთაშორისო მისიებში და შეიარაღება;

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


30.06.2020 საფეხური: როგორ ჩატარდება ეროვნული გამოცდები [აუდიო]

27.06.2020 აბიტურიენტებს საგამოცდო ბარათის ამობეჭდვა დღეიდან შეუძლიათ

26.06.2020 სამცხე–ჯავახეთიდან აბიტურიენტები სომხეთში წასვლას შეძლებენ – სომხური მედია

26.06.2020 სომეხი აბიტურიენტები ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად ერევანში ვერ მიდიან

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.07.2020 პოლიციელებს ხელფასი 125 ლარით გაეზარდათ

01.07.2020 70 წელს ზემოთ პენსიონერებისთვის პენსია 30 ლარით იზრდება

01.07.2020 შშმ პირებს პენსია 30 ლარით ეზრდებათ

30.06.2020 სარო – დევების სამფლობელო

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

საფეხური: 'თავდაცვა და უსაფრთხოება' ახალი საგანი სკოლებში [Audio]
სკოლებში აგვისტოს ომის შესახებ გაკვეთილებს სამხედროები ჩაატარებენ
ახალი სასწავლო წლიდან მოსწავლეები აგვისტოს ომის გმირების ისტორიას ისწავლიან
ახალი სასწავლო წლიდან საგანის 'მე და საზოგადოებას' სწავლება დაიწყება
საფეხური: სკოლებში ახალი საგნის სწავლება იწყება [Audio]
თავდაცვის სამინისტრო სამხედრო  სავალდებულო სამსახურში აღარ გაიწვევს
ორი სამინისტროს ჩავარდნილი იდეა