FM97.5 / LIVE

Vali.ge – სესხების ჩამოწერის ვებგვერდი ამოქმედდა

მთავარისიახლე, ეკონომიკა 10.12.2018
vali.ge — ეს არის ვებგვერდი, სადაც მოქალაქეებს შეუძლიათ გადაამოწმონ ე.წ. ვალების განულების პროგრამაში მონაწილეობენ თუ არა.

Vali.ge – სესხების ჩამოწერის ვებგვერდი ამოქმედდა

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის თქმით, ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანისთვის ვადაგადაცილებული სესხის ჩამოწერასთან დაკავშირებული ვებგვერდი დღეს, 10 დეკემბერს ამოქმედდება. ვებგვერდი ამჟამად არ მუშაობს და 18:00 საათიდან გაეშვება.

ვებგვერდის დომენის მფლობელი “ქართუა”.

პრემიერი განმარტავს, რომ ფინანსურ ინსტიტუტებთან მოლაპარაკებები გრძელდება და ამ ვებგვერდზე არსებულ ბაზას ყოველდღიურად დაემატებიან ადამიანები: "განვაცხადე რომ წლის ბოლომდე მოხდებოდა ჩვენი მოქალაქეების ამოღება ე.წ შავი სიიდან. დღეს საღამოს ექვს საათზე გაეშვება ვებ-გვერდი, სადაც ჩვენი მოქალაქეების ნაწილი დარეგისტრირებას შეძლებს. ამ შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ რამდენიმე მსხვილ ორგანიზაციაზე. კერძოდ დღეს და ხვალ აიტვირთება ბაზები, სადაც წარმოდგენილი იქნებიან საქართველოს ბანკის, ლიბერთი ბანკისა და თიბისი ბანკის მომხმარებლები".

19 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ დაახლოებით 600 ათას მოქალაქეს ვადაგადაცილებული სტატუსის მქონე სესხი ჩამოეწერება. ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, რომ სესხის ჩამოწერა მხოლოდ იმ ადამიანებს შეეხებათ, ვისი კრედიტის ძირი თანხა არ აღემატება ორი ათას ლარს. ამ სესხების საერთო მოცულობა დაახლოებით 1.5 მილიარდ ლარს შეადგენს.

[sknews.ge]


10.12.2019 საფეხური: რა იცვლება საჯარო სკოლებში [აუდიო]

10.12.2019 როდის დაიწყება სკოლებში ზამთრის არდადეგები

09.12.2019 'მხიარულ სტარტებში' ახალციხის N1 საჯარო სკოლამ გაიმარჯვა

08.12.2019 არჩევანი – განათლებული და განვითარებული საქართველო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.12.2019 ბორჯომსა და ბაკურიანს ევროპის ზამთრის ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა

12.12.2019 მთაში მცხოვრები პენსიონერები გაზრდილ პენსიას მიიღებენ

11.12.2019 მესხეთის ქუჩაზე დაზიანებული გზის და ცხაურების გაკეთებას ითხოვენ

11.12.2019 სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტს ახალი დირექტორი ჰყავს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

მსგავს თემაზე

'სერვერმა ვერ გაუძლო' - სესხების ჩამოწერის ვებ-გვერდი ჯერ არ მუშაობს
პრემიერი: 'შავ სიაში' დაფიქსირებულ ნახევარ მილიონზე მეტ პირს ვალები გაუნულდება
სესხების განულების პროექტში კიდევ 14 ორგანიზაცია ჩაერთო
vali.ge-ს ერთიან ბაზას კიდევ 2 საფინანსო ორგანიზაციის მონაცემები დაემატა
დღეიდან სესხების 'გალარების ერთჯერადი აქცია იწყება
ვალების განულების ვებ–გვერდი ჩაირთო
vali.ge-ს მონაცემებს ახალი საფინანსო ორგანიზაციები დაემატა