FM97.5 / LIVE

აღარ დარჩეთ სახლებში გოგოებო!

მთავარისიახლე, ბლოგები 09.12.2018
მატასის ბლოგი

აღარ დარჩეთ სახლებში გოგოებო!
ბავშვობაში ,,ალილოზე“ სოფელში გოგო მარტო მე დავდიოდი. ჩემს ძმებთან ერთად მივდიოდი და ვმღეროდით. სხვები გოგოებს არ უშვებდნენ, ჩემს ძმებს ეს უკვირდათ. მშობლები თავს გადაქნევდნენ ხოლმე.

დიდობაში - მეგობარს ბაბუა გარდაეცვალა სოფელში და ქელეხში ფული მივიტანე.

როგორ ხდება იცით? ეზოში, სადმე ხის გადახურულში დგას პატარა, ოთკუთხედი მაგიდა თეთრსუფრა გადაფარებული, მჟავე კიტრით, ყველითა და ლავაშით გაწყობილი. მაგიდასთან ზის ორი კაცი, ერთს გადაშლილი აქვს სქელი მათემატიკის რვეული, მეორეს ჩემოდანი - ჩანთა. მიდიხარ, ეუბნები სახელს, გვარს და თანხის რაოდენობას. მათემატიკის რვეულიანი იწერს, ჩემოდნიანს კი ფულს აწვდი.

დასაფლავების მეორე დღეს, როცა ჩემი მეგობარი სამსახურში მოვიდა მითხრა, შენი სახელი შეუცვლიათ და კაცის სახელით იყავი ჩაწერილიო. დავუშვათ, ვარ გურანდა იქ ეწერა გურამი.

ანუ, სოფელში ყველა წერს კაცის სახელსა და გვარს და მე რადგან ქალის სახელი ვუთხარი, იფიქრეს მოგვესმაო და მიმსგავსებული კაცის სახელი ჩაწერეს.

ერთი შეხედვით არაფერი ისტორიაა, თუმცა ქალის მეორეხარისხოვნად მოაზრების უდიდესი მანიშნებელია. ვერ დაუშვეს, რომ ქალს შეეძლო თავისი სახელითა და გვარით ესარგებლა.

როცა ნაცნობთა წრეში ეს ისტორია მოვყევი, გაიცინეს -კარგი რა, რაებს აქცევს ყურადღებას, ასე წვრილმანებით საუბარი იმაზე რომ ქალი იჩაგრება სასაცილოა.

და იქ მდჯომმა ახალგაზრდა კაცმა, რომელიც უმუშევარია, ოჯახში მხოლოდ ცოლია დასაქმებული და ყველანაირ თანხას დაწყებული გადასახადებითა და დამთავრებული ლუდისა და სიგარეტის ჩათვლით ის აძლევს, არასდროს აზრად არ მოსვლია, ცოლის სახელი სადმე დაეფიქსირებინა, მან ამ ისტორიის მოსმენისას ყველაზე მეტი იხარხარა.

ერთხელ, ქუჩაში ჩემს გაჩერებულ მანქანას ავტომობილი დაეჯახა. ჩავედი.

- შენ რა გელაპარაკო კაბიანი ხარ, ქმარს დაუძახე იმას ვეტყვი სათქმელს, - მითხრა კაცმა, რომელმაც გაშლილ, დაახლოებით სამი მეტრის სიგანის გზაზე პირდაპირ ჩემს მანქანას დაარტყა.

- მე რატომ უნდა დაგელაპარაკოთ!, -ვუთხარი და პატრულში დავრეკე.

ბავშვობაში - ,,სახლში დარჩენილი გოგოები“ მეცოდებოდნენ, რადგან ყველა მათგანს ვიცნობდი და ვიცოდი როგორ უნდოდათ ,,ალილოზე“ წამოსვლა.

,,სახლში დარჩენილი გოგოების“ ქმრები, ძმები და მამები ამბობენ, ალბათ ახლა ქალების ისტორიებზე - რა წვრილმანებს აკვირდებით, კარგით რა, რა ქალის ჩაგვრა!

ჰოდა, აღარ დარჩეთ სახლებში გოგოებო! აღარ დარჩეთ!

[მატასი]


08.07.2020 ეროვნულ გამოცდაზე 10 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

06.07.2020 ‘საშუალო სირთულის ტესტი იყო’ - პირველი გამოცდა დასრულდა

06.07.2020 ახალციხის საგამოცდო ცენტრში 7 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

06.07.2020 ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

07.07.2020 პროტესტი სათხეში – რატომ გადაკეტეს გზა ადგილობრივებმა

06.07.2020 რატომ ვერ შენდება აბასთუმანში ავტოსადგომი - 9 მილიონიანი ტენდერი მესამედ გამოცხადდა

06.07.2020 ახალციხის 4 სოფელში სტიქიის მიერ მიყენებულ ზარალს ითვლიან

06.07.2020 'გამოსხივების გამო ცუდად ვხდებით' – ბოლაჯურში მაგთის ანძის გადატანას ითხოვენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

არის ერთი ქალი . . .
მკვლელობა თუ თვითმკვლელობა – 31 წლის ქალის გარდაცვალების საქმე
სოფელში ორღობეებმაც იციან დარდი
‘ძმებს ჩხუბი არასდროს ჰქონიათ’ – ბაკურიანში მოკლული 29 წლის კაცის დედა
,,საუბარი“ მამასთან
ახალციხეში საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი კაცი იპოვეს
'ზამთრის' ცოლები