FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთის სამ ოლქში ენმ–ს წევრებმა შემაჯამებელ ოქმებს ხელი არ მოაწერეს

მთავარისიახლე, არჩევნები 07.12.2018
სამცხე–ჯავახეთის ექვსივე საოლქო საარჩევნო კომისიამ, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგების შემაჯამებელი ოქმები შეადგინა. თუმცა, ახალციხის, ადიგენისა და ახალქლაქის ოლქებში ენმ–ს წევრებმა ოქმებს ხელი არ მოაწერეს.

სამცხე–ჯავახეთის სამ ოლქში ენმ–ს წევრებმა შემაჯამებელ ოქმებს ხელი არ მოაწერეს

N37 ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგების შემაჯამებელი ოქმი დღეს, შვიდ დეკემბერს 12:00 საათზე გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტში 9 193 ხმა გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ, ხოლო 11 662 ხმა მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა მიიღო.

დღეს, შემაჯამებელი ოქმს არ დაეთანხმა ახალციხის საოლქო კომისიაში „ნაციონალური მოწრაობის“ წარმომადგენელი მანუჩარ ფანგანი: „ხელი არ მოვაწერე, თუმცა ოქმში ჩემი პრეტენზია დავაფიქსირე გაზრდილ სპეცსიებსა და გადასატან ყითებთან დაკავშირებით, ასევე იყო მოსყიდვა და ზეწოლა“.

იგივე მიზეზით თქვა უარი შემაჯამებელ ოქმზე ხელის მოწერაზე ენმ–ეს წარმომადგენელმა N38 ადიგენის საოლქო საარჩევნო კომისიაში ვასილ გიქოშვილმა: „ყველამ ძალიან კარგად იცის როგორ მიდიოდა საარჩვენო პროცესები, რამდენი ზეწოლა ხდებოდა ამომრჩეველზე. არ ვიცი როგორ შეიძლება ჩაითვალოს ეს არჩევნები სამართლიანად, ეს ჩემი პირადი გადაწყვეტილება იყო და ხელი არ მოვაწერე“.

შემაჯამებელი ოქმის მიხედვითა ადიგენში, სალომე ზურაბიშვილმა 6 002 ხმა, ხოლო გრიგოლ ვაშაძემ 4 238 ხმა მიიღო.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგები შეაჯამა N40–ე ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიამაც. როგორ საოლქო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ პაატა ფანჯაკიძემ განაცხადა, ოქმზე ხელი არ მოაწერია „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა თეონა ჭალიძემ.
ჭალიძე კი „სამხრეთის კარიბჭესთან“ აცხადებს, იგი სხდომას, რომელაზეც შემაჯამებელი ოქმი შედგა არ დასწრებია: „სპეციალურად არ შემატყობინეს სხდიომის შესახებ და ჩემი პოზიციაც არ დაფიქსირებულა. იქ რომ ვყოფილიყავი რაღაცას მაინც ვიტყოდი“.
ახალქლაქში სალომე ზურაბიშვილმა 12 446 ხმა, ხოლო გრიგოლ ვაშაძემ 7 106 ხმა მიიღო.

შემაჯამებელი ოქმები უკვე დაიწერა ბორჯომში, ასპინძასა და ნინოწმინდაში. სამივე ოლქში შემაჯამებელ ოქმებს ხელი კომისიის ყველა წევრმა მოაწერა.

შემაჯამებელი ოქმების მიხედვით, ბორჯომში სალომე ზურაბიშვილმა – 10 403, გრიგოლ ვაშაძემ – 4 560, ასპინძაში სალომე ზურაბიშვილმა – 4 248, გრიგოლ ვაშაძემ – 2 292 ხმა მიიღო, ნინოწმინდაში კი სალომე ზურაბიშვილმა – 7 572 ხმა და გრიგოლ ვაშაძემ – 4 247 ხმა მიიღო.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს ჩატარდა, რომლის შედეგების მიხედვითაც მმართველი გუნდის მხარდამჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი გახდა. ზურაბიშვილის ინაუგურაცია 16 დეკემბერს თელავში გაიმართება.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

04.11.2019 ახალციხეში მასწავლებელთა გამოცდები მიმდინარეობს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

13.11.2019 სხვილისში შვიდსულიან ოჯახს სოციალური დახმარება მოუხსნეს

13.11.2019 რა გაკეთდება რეგფონდიდან მიღებული 4 409 036 ლარით ახალციხეში

13.11.2019 ახალციხის ციხეზე კონცერტი გაიმართება

13.11.2019 ივლიტაში მდინარეზე გადასასვლელი ხიდის მშენებლობის პროექტს საჯაროდ განიხილავენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

უბნების დათვლის პროცესი დასრულდა, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის საბოლოო შედეგები ცნობილია
სამცხე–ჯავახეთში 213 უბნიდან ზურაბიშვილმა 17–ზე წააგო
სალომე ზურაბიშვილმა გრიგოლ ვაშაძეს სამცხე-ჯავახეთში 20 697 ხმით მოუგო
სამცხე-ჯავახეთის საარჩევნო ოლქებში 1 623 ბიულეტენი გაბათილდა
ვანო მერაბიშვილის სოფელში არჩევნები ვაშაძემ მოიგო
ახალქალაქში არჩევნები სალომე ზურაბიშვილმა მოიგო
სამცხე–ჯავახეთში 213 უბნიდან ვაშაძემ ზურაბიშვილს 18 მოუგო