FM97.5 / LIVE

კეცხოველის ქუჩაზე პანდუსი, რომლის შუაშიც გარეგანათების ბოძი იყო, მოანგრიეს

მთავარისიახლე, ეკონომიკა, საზოგადოება 06.12.2018
პანდუსი ახალციხეში, კეცხოველის ქუჩზე მდებარე სილამაზის სალონის მესაკუთრემ გააკეთა, გარე განათების ბოძი კი მის შუაში ახალციხის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ჩადგა. „სამხრეთის კარიბჭეს“ მიერ ფოტოს გამოქვეყნების შემდეგ, პანდუსი მოანგრიეს.

კეცხოველის ქუჩაზე პანდუსი, რომლის შუაშიც გარეგანათების ბოძი იყო, მოანგრიეს

„ეს პანდუსი ჩემი ხარჯებით მოვაწყვე, მერე მერიის ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ გარეგანათების ბოძები დადგა და ერთი ზუსტად პანდუსის ბოლოში ჩააგდეს. ამის გამო პანდუსი მოსანგრევი გახდა,“ – ამბობს სილამაზის სალონის მესაკუთრე გევორქ მურადიანი.

ახალციხის მერიაში ამბობენ, პანდუსი თვითმმართველობასთან შეთანხმების გარეშე არასწორად გააკეთეს, ამიტომ სილამაზის სალონის მესაკუთრეს მისი მონგრევა სთხოვეს.

შეკითხვაზე, რატომ დადგეს გარე განათების ბოძი პანდუსის შუაში, ან განათების მოწყობის შემდეგ როცა პროექტი ჩაიბარეს, ამას ყურადღება რატომ არ მაიქციეს, ახალციხის მერიიდან პასუხი ვერ მივიღეთ.

"სამხრეთის კარიბჭემ" პანდუსის ფოტო, რომლის შუაშიც გარე განათების ბოძი იდგა, სამ დეკემბერს გამოაქვეყნა და პანდუსი ოთხ დეკემბერს მოანგრიეს.

კეცხოველის ქუჩაზე პანდუსი, რომლის შუაშიც გარეგანათების ბოძი იყო, მოანგრიეს

[ავთო ინასარიძე, ახალციხე]


19.04.2019 წარჩინებული მოსწავლეები მთავრობის სხდომაზე დასწრებას შეძლებენ - პრემიერი

18.04.2019 მოსწავლეების თვალით დანახული პრობლემები – კონფერენცია ახალციხეში

17.04.2019 აზავრეთის სკოლის მოსწავლეებმა სწავლა განაახლეს

16.04.2019 მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის თავისუფალი დასწრება გაუქმდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.04.2019 26 აპრილამდე საქართველოში უმეტესად ნალექიანი ამინდი იქნება

20.04.2019 საქმე, რომლის ფასიც ‘ღმერთმა იცის’ [ფოტო/ვიდეო]

20.04.2019 ასპინძაში 'ასპინძის ბრძოლის' დღე აღნიშნეს

19.04.2019 მეშახტეების დასახლება მეშახტეების გარეშე [ფოტო/ვიდეო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

დღის ფოტო: პანდუსი ახალციხეში, კეცხოველის ქუჩაზე [Photo]
ადიგენის ათ სოფელში გარე განათების ბოძები დამონტაჟდება
ადმინისტრაციულ შენობას პანდუსი მოანგრიეს
ახალციხის ციხეზე შშმ პირების საპირფარეშომდე მისასვლელი პანდუსი მოეწყო
ახალი ამბები – 7 დეკემბერი [Audio]
შემაჯამებელი საინფორმაციო გამოშვება – 7 დეკემბერი [Audio]
ახალციხეში გარეგანათების მეორე ეტაპი იწყება