FM97.5 / LIVE

როგორ აღნიშნავენ კათოლიკურ ტაძრებში ნიკოლოზობას

მთავარისიახლე, საზოგადოება 06.12.2018
ექვს დეკემბერს, კათოლიკე ეკლესიაში წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღე აღინიშნება. ამ წმინდანს მსოფლიო სანტა კლაუსადაც იცნობს.

როგორ აღნიშნავენ კათოლიკურ ტაძრებში ნიკოლოზობას

ექვს დეკემბერს, მესხეთში არსებულ კათოლიკურ ტაძრებში სიმბოლური ტრადიცია სრულდება. ეკლესიაში შეკრებილ მორწმუნეებს წმინდა ნიკოლოზი სტუმრობს. წმინდანის როლს ზოგჯერ სასულიერო, ზოგჯერ კი საერო პირი ირგებს. წითელ სამოსში გამოწყობილი სტუმარი, მრევლს ტკბილეულობას ჩუქნის და ახსენებს, ვინ იყო წმინდა ნიკოლოზი, იგივე სანტა კლაუსი.

შობა–ახალი წლისთვის სანტა კლაუსისგან, იგივე წმინდა ნიკოლოზისგან (Santa Claus) საჩუქარს მილიონობით ბავშვი ელოდება, თუმცა რატომ უკავშირდება საჩუქრები ამ წმინდანს, ბევრისთვის უცნობია.

წმ. ნიკოლოზი მესამე–მეოთხე საუკუნეში, დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე მოღვაწეობდა. იგი ქალაქ მირას (ახლანდელი დემბრე) ეპისკოპოსი იყო. მან მდიდარი მშობლებისგან მემკვიდრეობა მიიღო, რომელსაც გაჭირვებულებს უზიარებდა. შემდგომში წმინდანი ქრისტიანული ქველმოქმედების სიმბოლოდ იქცა.

ქალაქ პეტრაში მსახურებისას, წმინდა ნიკოლოზმა ერთი ღარიბი ადამიანის შესახებ შეიტყო, რომელსაც სამი ქალიშვილი გასათხოვარი ჰყავდა. იმჟამად არსებული წესების მიხედვით, შვილის გათხოვება დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული, მას კი საამისო შესაძლებლობა არ გააჩნდა. წმინდა ნიკოლოზი სამჯერ ჩუმად ესტუმრა მის სახლს. ის ბუხრის საკვამურიდან ჩადიოდა და ყოველ ჯერზე წინდაში ჩადებულ ფულს ტოვებდა. აქედან მოდის წარმოდგენა, რომ სანტა კლაუსიც ბუხრის საკვამურში ჩადის და იქ საგანგებოდ დატოვებულ წინდებში საჩუქრებს არიგებს.

სწორედ ამიტომ, ხორვატიაში, უნგრეთში, ჰოლანდიაში, პოლონეთსა და სხვა ევროპულ ქვეყნებში საჩუქრებს შობასთან ერთად ექვს დეკემბერსაც ჩუქნიან.

წმინდა ნიკოლოზი ექვს დეკემბერს გარდაიცვალა (დაახლოებით 345–352 წწ.), როდესაც ქალაქი მირა არაბებმა აიღეს, იტალიელმა ვაჭრებმა მოახერხეს მისი ნაწილების გატანა.

[sknews.ge]


19.04.2019 წარჩინებული მოსწავლეები მთავრობის სხდომაზე დასწრებას შეძლებენ - პრემიერი

18.04.2019 მოსწავლეების თვალით დანახული პრობლემები – კონფერენცია ახალციხეში

17.04.2019 აზავრეთის სკოლის მოსწავლეებმა სწავლა განაახლეს

16.04.2019 მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის თავისუფალი დასწრება გაუქმდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.04.2019 26 აპრილამდე საქართველოში უმეტესად ნალექიანი ამინდი იქნება

20.04.2019 საქმე, რომლის ფასიც ‘ღმერთმა იცის’ [ფოტო/ვიდეო]

20.04.2019 ასპინძაში 'ასპინძის ბრძოლის' დღე აღნიშნეს

19.04.2019 მეშახტეების დასახლება მეშახტეების გარეშე [ფოტო/ვიდეო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

მესხი კათოლიკეები ნიკოლოზობას ზეიმობენ [Photo/Audio]
19 დეკემბერს მართლმადიდებელი ეკლესია ნიკოლოზობას აღნიშნავს
19 დეკემბერს მართლმადიდებელი ეკლესია ნიკოლოზობას აღნიშნავს
მართლმადიდებელი ეკლესია ნიკოლოზობას აღნიშნავს
საპატრიარქოში დღეს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება
დღეს წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღეა
ხვალ წმინდა შუშანიკის ხსენების დღეა