FM97.5 / LIVE

სამველ პეტროსიანი ორმაგი მოქალაქეობის საკანონმდებლო რეგულირების გადახედვას ითხოვს

მთავარიპოლიტიკა 31.07.2013
ორ თვეზე მეტია, ჯავახეთის მცხოვრებლები, რომელთაც ორმაგი მოქალაქეობა აქვთ, საქართველოს მოქალაქეობას კარგავენ და ქონებრივი უფლებების თემა აღელვებთ. ეს საკითხი ახალქალაქის მაჟორიტარმა დეპუტატმა სამველ პეტროსიანმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზეც დააყენა.

სამველ პეტროსიანი  ორმაგი მოქალაქეობის საკანონმდებლო რეგულირების გადახედვას ითხოვს
ივნისის დასაწყისში, საქართველოს ეროვნებით სომეხმა მოქალაქეებმა, იუსტიციის სამინისტროსგან მათთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ შეტყობინებები მიიღეს. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს აღელვებთ არამხოლოს ის, რომ საქართველოს მოქალაქეობას კარგავენ, არამედ, როგორ დარეგულირდება მათი ქონებრივი უფლებები.

როგორც საქართველოს იიუსტიციის სამინისტროდან მიღებულ ოფიციალურ წერილში განგვიმარტეს, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემდეგ ადამიანი კარგავს საქართველოს მოქალაქეობას, ხოლო თუ ამ ადამიანს საქართველოს ტერიტორიაზე უძრავი ქონება აქვს, მის ქონებრივ უფლებებს სახელმწიფო კანონმდებლობა და საერთაშორისო სამართლის ნორმები იცავს. ქონებრივი უფლებები საყოველთაოდ აღიარებული და ხელშეუხებელია.

„პიროვნება, რომელმაც მიიღო სხვა ქვეყნის მოქალაქეობა, კარგავს საქართველოს მოქალაქეობას და რომელიც აწარმოებდა ან აწარმოებს ბიზნესს ან აქვს წილი ან აქციები, მის მიმართ არ ვრცელდება არანაირი სამართლებრივი შეზღუდვები. საქართველოში ბიზნესის წარმოება თავისუფალია, როგორც საქართველოს მოქალაქეების, ისე სხვა ქვეყნის მოქალაქეებისა და ასევე მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის“, - ვკითხულობთ წერილში.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის დეპუტატმა სამველ პეტროსიანმა ეს საკითხი 24 ივლისს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დააყენა.

„ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში საქართველოს ათასობით მოქალაქე ორმაგი მოქალაქეობის გარეშე დარჩა. მათ შორის, საქართველოს მოქალაქეობა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებმაც დაკარგეს. ჩვენს ქვეყანაში ეს აკრძალულია. ჩემი აზრით, კანონი უნდა მუშაობდეს ადამიანებისთვის და არა პირიქით. ვფიქრობ, ეს კანონი ან უნდა გაუქმდეს ან უნდა ჩატარდეს შესაბამისი ამნისტია, მაგრამ პროცესი აუცილებლად უნდა შეჩერდეს. ახალქალაქში ეს ფასდება, როგორც ეროვნული უმცირესობის დისკრედიტაცია და ეს საქართველოს იმიჯს ზიანს აყენებს“, - განცხადა პეტროსიანმა პარლამენტში.

კითხვაზე, რატომ დააყენა ეს საკითხი პარლამენტში, პეტროსიანი გვპასუხობს: „დაახლოებით 2 თვის წინ, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ადამიანები, ვისაც აქვს ორმაგი მოქალაქეობა ან უნდა დარჩნენ საქართველოს მოქალაქეებად ან მოქალაქეობა დაკარგონ. კანონი დიდი ხანია მიღებულია, მაგრამ ძალაში 2 თვის წინ შევიდა. საკმაოდ ბევრმა ხალხმა მომმართა, რომლებიც ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე სხვა ქვეყნის ორმაგი მოქალაქეები არიან. ამჟამად საქართველოს სამართლებრივი კოდექსის მიხედვით, ისინი საქართველოს მოქალაქეობის გარეშე დარჩნენ. ეს არაა ერთეული შემთხვევები, ჩვენი რაიონისთვის ესაა მასობრივი პრობლემა, ხალხი მასობრივად კარგავს მოქალაქეობას. მე ქვეყნის მთავრობას მოვუწოდე, რომ ეს პროცესი შეაჩერონ. მართლაც არის კანონი, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქეს მხოლოდ ერთი მოქალაქეობის ქონის უფლება აქვს. ამის გამო მოვუწოდე, რომ ან კანონი შეცვალონ ან შესაბამისი ამნისტია განახორციელონ“.

პეტროსიანი ამბობს, რომ განცხადებაში მან ხაზგასმით აღნიშნა, რა ზიანი შეიძლება მოუტანოს ამ პროცესმა ქვეყნის იმიჯს.

„ეს საქართველოს დიდ ზიანს აყენებს, როგორც მატერიალური, ისე მორალური და სამართლებრივი თვალსაზრისით. მატერიალური კუთხით საქართველომ მართლაც დიდი დანაკარგი შეიძლება განიცადოს. ჯავახეთში მცხოვრებლები ყოველ წელს მიდიან სხვა ქვეყნებში სამუშაოდ და ჯავახეთში დიდ თანხებს აგზავნიან. ეს ფული საქართველოში იხარჯება, ამას დიდი დაბანდება შეიძლება დავარქვათ. დღეს, როდესაც ორმაგი მოქალაქე საქართველოს მოქალაქეობის გარეშე რჩება, ნელ–ნელა ფულის ამ ნაკადმაც შეიძლება იკლოს“, - ამბობს პეტროსიანი და ამატებს რომ გაცილებით მძიმეა მორალური გავლენა, - „მორალური თვალსაზრისით კი საქმე შემდეგნაირადაა, ბევრი სხვა ქვეყნებში მიდის და იქ ცხოვრობს, რომელი ქვეყნის მოქალაქეც არის. ბუნებრივია, იქ იტყვიან, რომ საქართველომ ფაქტობრივად ისინი ქვეყნიდან გამოყარა. ამ ქვეყნებში ილაპარაკებენ, რომ სომხებს მასობრივად ჩამოერთვათ მოქალაქეობა. უბრალოდ იტყვიან, რომ საქართველოში ეთნიკურ უმცირესობებზე ზეწოლაა და საქართველოს იმიჯი სხვა ქვეყნების თვალში დაზარალდება“.

პეტროსიანი გამოსავალს კანონმდებლობის შეცვლაში ხედავს.

„მთელს მსოფლიოში არსებობს კანონი ორმაგი მოქალაქეობის შესახებ. აქ რატომ არ უნდა იყოს?! პრობლემას ვერ ვხედავ, საჭიროა მხოლოდ სურვილი. შესვენების დროს ბევრი მოვიდა ჩემთან და მითხრა, რომ ჩემი განცხადება პოზიტიურად და სწორად აღიქვეს. განცხადება იუსტიციის სამინისტროში გადაიგზავნა, რადგან ისინი ამზადებენ მასალებს და გადასცემენ პრეზიდენტს შესაბამისი განკარგულებისთვის. ჩემი მოწოდება გაიგზავნა. ახლა მათ მასალა უნდა განიხილონ და რა დასკვნას გამოიტანენ, წინასწარ ვერ გეტყვით. თუ ხალხი მასობრივად რჩება მოქალაქეობის გარეშე, ეს ნიშნავს, რომ კანონში ნაკლოვანებებია“, - აცხადებს სამველ პეტროსიანი.

[აღუნიკ აივაზიანი, ახალქალაქი]


17.06.2019 17 ივნისს სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნები გაიმართება

16.06.2019 ახალციხის N1 საბავშვო ბაღს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება

13.06.2019 13 ივნისიდან საჯარო სკოლებში პირველკლასელთა საბუთების მიღება დაიწყო

12.06.2019 ახალციხეში საგამოცდო ცენტრი პირველ საჯარო სკოლაში გაიხსნება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.06.2019 როგორი ამინდი იქნება სამცხე–ჯავახეთში ერთი კვირის განმავლობაში

17.06.2019 ახალციხე–ასპინძის მაგისტრალზე, ავარიული მონაკვეთის მიმდებარედ, ალტერნატიული გზა გაკეთდება

17.06.2019 საპენსიო ასაკის პედაგოგებისთვის, ბიუჯეტიდან რამდენიმე ათეული მილიონი ლარი გაიცემა

17.06.2019 'ტურისტებს საკუთარ სახლში ვმასპინძლობთ' - როგორ ჩაერთნენ ახალციხელები ტურიზმში

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

ორმაგი მოქალაქეობა – ჩიხი თუ გამოსავალი
პრეზიდენტი მზად არის 10 000-ზე მეტ პირს საქართველოს მოქალაქეობა დაუბრუნოს
სალომე ზურაბიშვილი: უცხო ქვეყნის მოქალაქეობა საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტას არ უნდა იწვევდეს
11 წელი საქართველოს მოქალაქეობის გარეშე
ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა
ნინოწმინდის მერი: ’პრეზიდენტს მოქალაქეობის აღდგენის საკითხში დახმარება ვთხოვე’
ზურაბიშვილი ნინოწმინდელებს: ‘ელემენტარული ქართულით უნდა საუბრობდეთ’