FM97.5 / LIVE

ფოკაში 33 წლის კაცის მკვლელობაში ბრალდებულს მესამე სახლი დაუწვეს

მთავარისიახლე, საზოგადოება, სამართალი 05.12.2018
ფოკაში 33 წლის კაცის მკვლელობაში ბრალდებულს კიდევ ერთი სახლი სოფელ ასფარაში დაუწვეს. ეს სახლი წლების განმავლობაში დაკეტილი იყო, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ფოკაში 33 წლის კაცის მკვლელობაში ბრალდებულს მესამე სახლი დაუწვეს

ნინოწმინდაში, ფოკას მეზობლად მდებარე სოფელ ასფარაში, ბრალდებულის საკუთრებაში არსებულ სახლს ცეცხლი დღეს, ხუთ დეკემბერს, დაახლოებით, 16:30 საათზე წაუკიდეს.

ასფარაში მერის წარმომადგენელი მასი აგასიანი „სამხრეთის კარიბჭესთან“ სატელეფონო საუბარში ამბობს, რომ დამწვარი სახლი ნამდვილად ბრალდებულს ეკუთვნოდა, თუმცა მან ჩვენ სხვა შეკითხვებზე პასუხის გაცემა არ იუსრვა და მობილური ტელეფონი გათიშა.

„ასფარაში რა მოხდა არ ვიცი, ერთი რაც დავინახე ისაა, რომ მაგ სოფლისკენ სახანძრო მანქანა მიდიოდა“, – გვითხრა სოფელ ფოკაში მერის წარმომადგენელმა გიორგი ჩაპანიანმა.

საგანგებო სიტუაციების მართივის სამსახურში ამბობენ, რომ ხანძარი ლოკალიზებულია და მეხანძრეები მის ჩაქრობას ამ დრომდე ცდილობენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროდან მომხდარზე კომენტარს ამ დრომდე ველოდებით.

"ბრალდებულის ოჯახი პოლიციამ უსაფრთხო ადგიზლე მკვლელობის დღესვე გამოიყვანა. მათი სოფელში დარჩენა არ შეიძლება. მე სხვა ინფორმაცია არ მაქვს", – გვითხრა მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატმა ავთანდილ თელიაშვილმა.

ნინოწმინდაში, სოფელ ფოკაში, სამ დეკემბერს 33 წლის კაცი, როგორც ადგილობრივები ამბობენ, თანაკლასელმა მოკლა. გარდაცვლილს სამი ტყვია მუცელში, ერთი კი თავში აქვს მორტყმული. პოლიციამ განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ამავე დღეს, მომხდარიდან ერთ საათში დააკავა. პოლიცია ამ ფაქტს მკვლელობის მუხლით იძიებს.

ამავე დღეს, სოფელში ბრალდებულის ორი სახლი და ოთხი მანქანა გადაწვეს. "ეს სოფლის კანონია", – ამბობენ ადგილობრივები და ამატებენ, რომ "ასეთ დროს სოფელი ერთ მუშტადაა შეკრული". ამ ფაქტს შსს სხვისი ქონების დაზიანების მუხლით იძიებს.

მკვლეობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა, დღეს, ხუთ დეკემბერს შეეფარდა.

[მარიამ ბარძიმაძე, ნინოწმინდა]


14.08.2020 სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება

14.08.2020 ჯანდაცვის სამინისტრომ სკოლებისთვის ახალი რეკომენდაციები შეიმუშავა

13.08.2020 სად და რომელ ფაკულტეტებზე შეძლებთ სწავლას უფასოდ

12.08.2020 ნინოწმინდაში 3 მლნ ლარად სკოლის რეაბილიტაცია იგეგმება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

14.08.2020 რეგიონ ლიგაში სამცხე–ჯავახეთიდან 4 გუნდი იასპარეზებს – სეზონი იწყება

13.08.2020 ‘დავიღალეთ ასე ცხოვრებით’ - ნინოწმინდის 8 დასახლებაში გასხვისებულ საძოვრებს აპროტესტებენ

13.08.2020 რომელ კონფესიებს აფინანსებენ სამცხე-ჯავახეთში ადგილობრივი თვითმმართველობები

13.08.2020 მგფ სამცხე–ჯავახეთში 3 საჯარო სკოლას გაარემონტებს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.08.2020 სიმტკიცე და სიმაგრე ციხე–ქალაქ თმოგვისა [აუდიო]

03.08.2020 სამი ციხის ისტორია

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

მსგავს თემაზე

ფოკაში 33 წლის კაცის მკვლელობაში ბრალდებულს სახლი და მანქანები დაუწვეს
ბოლო 16 საათია ფოკაში იწვის 33 წლის კაცის მკვლელობაში ბრალდებულის 2 სახლი და 4 მანქანა [Photo/Video]
რა მოხდა ფოკაში 33 წლის კაცის მკვლელობამდე
ფოკაში 33 წლის კაცის მკვლელობაში ბრალდებულს 8 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
ნინოწმინდაში სახლების და მანქანების დაწვიდან ერთი წლის თავზე პოლიციას არავინ დაუკავებია
ფოკაში 33 წლის კაცის მკვლელობაში ბრალდებულის საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართა
ფოკაში მკვლელობის საქმეზე ბრალდებულის მამა დაკითხეს