FM97.5 / LIVE

წინასწარ ბეჭედდარტყმული ბიულეტენისთვის ახალქალაქში რეგისტრატორს შენიშვნა მისცეს

მთავარისიახლე, არჩევნები 05.12.2018
ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიაში შესული 12 საჩივრიდან ოთხი დაკმაყოფილდა, ოთხს უარი ეთქვა, დანარჩენი ოთხის განხილვა კი გადაიდო.

წინასწარ ბეჭედდარტყმული ბიულეტენისთვის ახალქალაქში რეგისტრატორს შენიშვნა მისცეს

ახალქალაქში N20 პატარა სამსარის უბანზე „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენელმა ნონა ასკილაშვილმა რეგისტრატორს ნორაერ ხაჩატურიანს საჩივარი დაუწერა. საჩივრის მიხედვით, ხაჩატურიანს ბეჭედდარტყმული და ხელმოწერილი ბიულეტენი წინასწარ ჰქონდა გამზადებული. მას ახალქალაქის საოლქო კომისიამ შენიშვნა მისცა.

ასკილაშვილმა ამავე უბანზე კიდევ ერთ საჩივარი დაწერა. საიას წარმომადგენელი ირწმუნება, რომ N20 საუბნო კომისიის თავმჯდომარე და მდივანი ალკოჰოლური სასმელის თრობის ქვეშ იმყოფებოდნენ. საოლქო კომისიამ ეს საჩივარი არ დააკმაყოფილა.

ახალქალაქში N73 N21 N28 საარჩევნო უბანზე ასკილაშვილის მიერ დაწერილი საჩივრების მიხედვით, კომისიის თითო–თითო წევრმა შემაჯამებელ ოქმებს ხელი არ მოაწერა. კომისიების იმ წევრებს, რომლების ხელმოწერაც აკლდა ოქმებს, შენიშვნები მისცეს.

ასევე, ასკილაშვილმა დაწერა საჩივარი N69 კუმურდოს უბანზე. მისი თქმით, აქ უბანი დაგვიანებთ გაიხსნა. კომისიამ აღნიშნული საჩივარი არ დააკმაყოფილა. ამავე უბანზე საჩივარი დაწერა „სამოქალაქო განვითარების საერთაშორისო ქსელის“ წარმომადგენელმა შმაგი ჩოხელმაც. მისი განცხადების მიხედვით, ამომრჩეველმა ბიულეტენი რეგისტრატორის მაგიდაზევე შემოხაზა. კომისიამ დარღვევად არც ეს შემთხვევა მიიჩნია.

„დემოკრატ კონსერვატორების“ წარმომადგენლის არტურ მკოიანის მიერ N63 ხოსპიოს უბანზე დაწერილი საჩივრის მიხედვით, კენჭისყრის ოთახში გაშლილი სუფრის გამო, საარჩევნო პროცედურები შეფერხდა. აღნიშნული არ დადასტურდა კომისიის წევრების მიერ წარმოდგენილი ახსნა–განმარტებებით, რის გამოც კომისიამ მკოიანის საჩივარი არ დააკმაყოფილა.

ასევე, არ დაკმაყოფილდა ახალქალაქში N49 და N41 ფილიპოვკას უბნებზე დაწერილი საჩივრები. N41 უბანზე დაწერილი საჩივრის მიხედვით შემაჯამებლ ოქმში თარიღი და დრო არ იყო მითითებული, ხოლო N49 უბანზე უბნის გახსნის დროს ყუთში არ ჩააგდეს საკონტროლო ფურცელი.

ახალქალაქის საოლქო კომისიას განსახილველი ოთხი საჩივარი დარჩა. ოლქში ამბობენ, რომ მათ უახლოეს დღეებში განიხილავენ.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალქალაქი]


21.04.2019 კათოლიკე ეკლესია აღდგომას ზეიმობს [ფოტო]

19.04.2019 წარჩინებული მოსწავლეები მთავრობის სხდომაზე დასწრებას შეძლებენ - პრემიერი

18.04.2019 მოსწავლეების თვალით დანახული პრობლემები – კონფერენცია ახალციხეში

17.04.2019 აზავრეთის სკოლის მოსწავლეებმა სწავლა განაახლეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.04.2019 ფონდმა ‘ერთად შევძლებთ’ პირველი საქველმოქმედო აქცია გამართა

21.04.2019 სომეხთა სამოციქულო ეკლესია აღდგომას ზეიმობს

21.04.2019 ქარტია მოუწოდებს სამართალდამცავებს დაიცვან პანკისში მომუშავე ჟურნალისტების უსაფრთხოება

21.04.2019 მართლმადიდებელი ეკლესია ბზობას აღნიშნავს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

ახალქალაქის საოლქო კომისიამ ათი საჩივრიდან შვიდი განიხილა
ახალქალაქის საოლქომ დარჩენილი ოთხი საჩივარიდან სამი დააკმაყოფილა
ბორჯომის საოლქომ რვა საჩივრიდან მხოლოდ ერთი დააკმაყოფილა
ახალციხის საოლქომ  ცხრა საჩივრიდან ერთი დააკმაყოფილა
ნინოწმინდის საოლქომ ორი საჩივრიდან ერთი დააკმაყოფილა
მე–12 აგარის უბანზე 1 შენიშვნა და 1 საჩივარი დაიწერა
წაღვერში, მე–13 უბანზე, ორი საჩივარი დაიწერა