FM97.5 / LIVE

რა მოხდა ფოკაში 33 წლის კაცის მკვლელობამდე

მთავარისიახლე, სამართალი 05.12.2018
ფოკაში მოკლულსა და ბრალდებულს შორის ურთიერთობა სამი თვის წინ დაიძაბა. თანაკლასელები ერთმანეთს ფიზიკურად სასაფლაოზე დაუპირისპირდნენ. მაშინ გარდაცვლილი თანასოფლელზე ძალადობისთვის გაასამართლეს, ჯარიმა შეუფარდეს და გამოუშვეს.

რა მოხდა ფოკაში 33 წლის კაცის მკვლელობამდე

დღეს, ხუთ დეკემბერს ახალციხის რაიონულ სასამართლოში ფოკაში 33 წლის კაცის მკვლელობაში ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს.

სხდომაზე განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატმა ავთანდილ თელიაშვილმა მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიერ ჩადენილი დანაშაულის მოტივზე ისაუბრა.

„ბრალდებული და მამამისი 26 სექტემბერს ფოკის სასაფლაოზე იყვნენ და რაღაც ნაწილს აკეთებდნენ. ეს გარდაცვლილი იქ მივიდა და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა, შემდეგ კი თავზე ტრავმა მიაყენა. ბრალდებული სასაფლაოდან სასწრაფოთი წაიყვანეს, ერთი თვე მისთვის სიცოცხლის შენარჩუნებას ცდილობდნენ, ბოლო თვეების განმავლოაბში კი ამბულატორიულად მკურნალობდა“, – ყვება თელიაშვილი.

მისი თქმით, გარდაცვლილი ბრალდებულს, სასაფლაოზე მომხდარის შემდეგაც ემუქრებოდა: „ეუბნებოდა მოგკლავო. ამ ყველაფრის მერე გარდაცვლილი დააკავეს, მაგრამ 3 000–ლარიანი გირაოთი გამოუშვეს“.

სამ დეკემბერს, მკვლელობის დღეს, ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი გარდაბანში იყო: „იქ საეკლესიო ფარას მწყემსამდა. სოფელში ახალი ჩამოსული იყო, როცა გარდაცვლილს შეხვდა, იმან ისევ მუქარა დაიწყო, ამან უთხრა თავი დამანებეო, თუმცა, საბოლოოდ ყველაფერი ამ შედეგით დასრულდა“.

თელიაშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს, მას შემდეგ რაც თავზე ტრავმა მიიღო, სტრესულ სიტუაციებში დაუფიქრებლად მოქმედებდა: „ამიტომ თავი ვეღარ შეიკავა და თანასოფლელი მოკლა. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ბრალდებული არ გაქცეულა და იმ წამსვე დარეკა 112–ში, შემდეგ კი მამამისმა ჩააბარა ის პოლიციას“.

ადვოკატმა ბრალდებულისთვის გირაოს შეფარდება ითხოვა. პროკურორმა მამუკა ქომოშვილმა კი სასამართლოსთან პატიმრობის შეფარდებაზე იშუამდგომლა: „ბრალდებული პოლიციას არ ჩაბარებია, მან ადგილიდან გაქცევა სცადა და პოლიციამ გადევნების შემდეგ დაიჭირა. რაც შეეხება იმას, რომ გარდაცვლილი ბრალდებულს აშინებდა, ამ დრომდე ამის შესახებ პოლიციაში შეტყობინება არ შესულა“.
მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილმა პროკურორის შუამდგომლობა სრულად დააკამყოფილა და ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

სხდომას ბრალდებულის არცერთი ახლობელი არ დასწრებია.

მომავალი პროცესი 2019 წლის 24 იანვარს გაიმართება.

ნინოწმინდაში, სოფელ ფოკაში, სამ დეკემბერს 33 წლის კაცი, როგორც ადგილობრივები ამბობენ, თანაკლასელმა მოკლა. გარდაცვლილს სამი ტყვია მუცელში, ერთი კი თავში აქვს მორტყმული. პოლიციამ განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ამავე დღეს, მომხდარიდან ერთ საათში დააკავა. პოლიცია ამ ფაქტს მკვლელობის მუხლით იძიებს.

ამავე დღეს, სოფელში ბრალდებულის ორი სახლი და ოთხი მანქანა გადაწვეს. "ეს სოფლის კანონია", – ამბობენ ადგილობრივები და ამატებენ, რომ "ასეთ დროს სოფელი ერთ მუშტადაა შეკრული". ამ ფაქტს შსს სხვისი ქონების დაზიანების მუხლით იძიებს.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


22.01.2020 სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლებში 39 ვაკანტური ადგილია

20.01.2020 სამცხე-ჯავახეთში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 2 716 პედაგოგს აქვს

15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2020 გრიპის ვირუსის გამო სკოლებში სწავლის დაწყება არ გადაიდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

24.01.2020 მესხეთის ქუჩიდან სამშენებლო ნარჩენები გაიტანეს

24.01.2020 25 იანვრიდან საქართველოში უნალექო ამინდი იქნება

24.01.2020 თოვლის გამო ბორჯომში მოძრაობა შეფერხებულია

23.01.2020 საშიში სამშენებლო ნარჩენები მესხეთის ქუჩაზე [ფოტო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

მსგავს თემაზე

ფოკაში 33 წლის კაცის მკვლელობაში ბრალდებულს მესამე სახლი დაუწვეს
ფოკაში 33 წლის კაცის მკვლელობაში ბრალდებულის საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართა
ფოკაში 33 წლის კაცის მკვლელობაში ბრალდებულს სახლი და მანქანები დაუწვეს
ბოლო 16 საათია ფოკაში იწვის 33 წლის კაცის მკვლელობაში ბრალდებულის 2 სახლი და 4 მანქანა [Photo/Video]
ასპინძაში ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად  პატიმრობა შეუფარდეს
ფოკაში 33 წლის კაცის მკვლელობაში ბრალდებულს 8 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
‘სახლებს წვავდნენ და  თან სელფებს იღებდნენ’ – რა მოხდა ფოკაში მკვლელობამდე და მკვლელობის შემდეგ