FM97.5 / LIVE

მეცხრე კლასელებთან ქალზე ძალადობის თემაზე შეხვედრა გაიმართა

მთავარისიახლე, საზოგადოება 04.12.2018
ქალთა მიმართ ძალადობა, ადრეული ქორწინება და არასრულწლოვანთა განათლების უფლება – ამ საკითხებზე სამცხე–ჯავახეთის იურიდიული დახმარების ბიუროს ხელმძღვანელმა დავით ზარიძემ უფროსკლასელებთან ისაუბრა.

მეცხრე კლასელებთან ქალზე ძალადობის თემაზე შეხვედრა გაიმართა

შეხვედრა, ახალციხის „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ დღეს, ოთხ დეკემბერს გაიმართა. შეხვედრას ახალციხის პირველი საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები ესწრებოდნენ.

„ჩვენს ქვეყანაში ადრეული ქორწინება და ქალზე ძალადობა, შეიძლება ითქვას, რომ ეს აქტუალური თემებია. ამიტომ ახალგაზრდებმა უნდა იცოდნენ თავიანთი უფლებები ამ კუთხით. ეს გარკვეულ წილად პრევენციაა ასეთი დანაშაულებების“, – ამბობს ზარიძე.

მიმდინარე წელს სამცხე–ჯავახეთის იურიდიული დახმარების ბიუროში ოჯახში ქალებსა და არასრულწლოვნებზე ძალადობის 56 შემთხვევის შესახებ შევიდა შეტყობინება.

„ბევრია ისეთი შემთხვევა, როცა ძალადობის მსხვერპლები მომხდარზე არ საუბრობენ. მიზეზი ისაა ალბათ, რომ მათ თავიანთი უფლებები არ იციან და ფიქრობენ, რომ უარეს შედეგს მიიღებენ“, – ამბობს ზარიძე.

შეხვედრაზე მეცხრეკლასელებს ადრეული ქორწინებისა და არასრულწლოვანთა განათლების უფლებების შესახებ ფილმი „კოცნა მარტო კინოშია“ უჩვენეს.

შეხვედრა „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ ახალციხის ოფისის ორგანიზებით, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში გაიმართა.

მეცხრე კლასელებთან ქალზე ძალადობის თემაზე შეხვედრა გაიმართა

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.06.2020 ნიკოლ ფაშინიანს კორონავირუსი აქვს

01.06.2020 პირველი ივნისიდან ყველა სახის სავაჭრო ობიექტი გაიხსნა

01.06.2020 წაღვერში მილიონ ლარად რეაბილიტირებულ კულტურის სახლში წყალი ჩავიდა

31.05.2020 ‘ყოველი მეოთხე ადამიანი გვეღუპება თამბაქოს მოხმარებით, აქედან 300 ბავშვია’ - სტურუა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში გენდერული ძალადობის შესახებ შეხვედრა გაიმართა
დავით ზარიძე:  სამცხე–ჯავახეთში ოჯახში ძალადობის შემთხვევები გახშირდა
სემინარი ოჯახში ძალადობის შესახებ ახალგაზრდებთან
‘ოჯახში ქალზე ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტები ჭარბობს’ – შსს
ახალციხეში გენდერული ძალადობის შემთხვევებზე იმსჯელეს
ახალციხეში გენდერულ ძალადობაზე იმსჯელეს
ოჯახში ძალადობის თემაზე ახალგაზრდებთან შეხვედრა გაიმართა