FM97.5 / LIVE

ორი თვის წინ აწყვიტაში ჩამტვრეული ხიდი ისევ დაზიანებულია

მთავარისიახლე, ეკონომიკა 04.12.2018
ასპინძაში, სოფელ აწყვიტაში ორი თვის წინ ჩანგრეული ხიდი, რომელიც სოფელს ადმინისტრაციულ ცენტრს აკავშირებს, არ გაუკეთებიათ. ამიტომ ადგილობრივები შემოვლითი გზით სარგებლობენ.

ორი თვის წინ აწყვიტაში ჩამტვრეული ხიდი ისევ დაზიანებულია
ფოტო: არქივი. 2017 წლის 16 სექტემბერი


ასპინძის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის ანზორ ალელიშვილის განმარტებით, ხიდის რეაბილიტაციისათვის პროექტი უკვე მზად არის: „არჩევნების მეორე ტური დაემთხვა და ვერ გამოვაცხადებდით ტენდერს, ახლა უკვე მალე დაიდება ტენდერზე“.
ხიდის რეაბილიტაციისთვის მერია 81 000 ლარს დახარჯავს.

„პროექტის მიხედვით ხიდს ორი ბეტონის ბურჯი დაემატება, გამაგრდება უკვე არსებული ჯებირებიც. რეაბილიტაციის შემდეგ ის გათვლილი იქნება მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებისა და სასწრაფო დახმარების მანქანებისთვის“, – ამბობს ალელიშვილი.

რაც შეეხება მძიმეწონიან მანქანებს, ისინი აწყვიტაში ისევ შემოვლითი გზით გადაადგილდებიან. ალელიშვილი ამბობს, რომ აღნიშნული გზის მონაკვეთი, რომელიც სოფელ ტოლოშზე გადის, 2019 წელს აღდგება.

სოფელ აწყვიტაში, ახლადრეაბილიტირებული ხიდი, მიმდინარე წლის 16 სექტემბერს ჩაინგრა. ამ დროს ხიდზე ერთ–ერთი ადგილობრივი მიკროავტობუსით გადადიოდა. მას შემდეგ მერიამ ეს ხიდი დაკეტა.

შეგახსენებთ, რომ აწყვიტის ხიდზე სარეაბილიტაციო სამუშაოები 2017 წელს განხორციელდა. ასპინძის მერიაში ამბობენ, რომ ხიდი მხოლოდ მსუბუქი მანქანებისთვისაა გათვლილი და მისი ჩანგრევა მძიმეწონიანი მანქანების მოძრაობამ გამოიწვია.

ამავე ხიდს კაპიტალური რემონტი 2015 წელს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ჩაუტარდა.

[ლუბა გიორგაძე, ასპინძა]


06.04.2020 ‘ეროვნული გამოცდის ფორმატი ან თარიღი არ შეიცვლება’ - მინისტრი

30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

07.04.2020 დაიხურება თუ არა ახალციხის ბაზარი

07.04.2020 ‘დემოკრატ ქალთა საზოგადოების’ ექიმები პერსონალური დაცვის საშუალებებით აღიჭურვნენ

07.04.2020 ახალციხელი ახალგაზრდა, რომელიც უმუშევარი დარჩა დახმარებას ითხოვს [ვიდეო]

07.04.2020 ‘აგრარული ბაზრები მითითებული სტანდარტების მიხედვით შეძლებენ ფუნქციონირებას' – ლევან დავითაშვილი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

აწყვიტაში ჩამტვრეული ხიდის რეაბილიტაციისთვის 80 000 ლარზე მეტი დაიხარჯება
'წინა საბურავებით ჩავვარდი' – სოფელ აწყვიტაში ხიდი ჩაინგრა
შვიდთვიანი ლოდინის შემდეგ აწყვიტის ხიდის რეაბილიტაცია დაიწყო
ადიგენში 11 სოფელთან დამაკავშირებელი ხიდი ისევ ჩაინგრა
აწყვიტაში შიდა გზების რეაბილიტაციას ითხოვენ
მესამე წელია ადიგენში 11 სოფელთან დამაკავშირებელი ხიდი დაზიანებულია
სოფელ გიორგიწმინდასთან ახალი ხიდი აშენდება