FM97.5 / LIVE

აწყურში მეწყერის გამო ათზე მეტ ოჯახს სახლი ენგრევა

მთავარისიახლე, ეკონომიკა, საზოგადოება 04.12.2018
ახალციხეში, სოფელ აწყურში მეწყერი ორ ადგილზეა გააქტიურებული. ე.წ. გაღმა აწყურში, მთის ფერდობზე გაჩენილი ნაპრალები და მცოცავი მიწა ადგილობრივების სახლებს ანადგურებს.

აწყურში მეწყერის გამო ათზე მეტ ოჯახს სახლი ენგრევა

დალი ლაბაძე შვილთან და მამამთილთან ერთად გაღმა აწყურში ერთსართულიან ავარიულ სახლში ცხოვრობს. სამსულიან ოჯახს სახლი მეწყერმა დაუნგრია, ამიტომ იძულებულები არიან, თავშესაფარი ეძებონ.

„სახლს ბზარები ერთი წლის წინ შევამჩნიეთ, ყოველდღიურად მატულობს, ძალიან გვეშინია, ერთი კედელი სახლს მოშორდა და ახლა ეს შეიძლება ნებისმიერ დროს ჩამოინგრეს და შიგ მოვყვეთ. მეუღლის წლისთავი მქონდა, ამას ველოდებოდით, ახლა რაც შეიძლება სწრაფად უნდა გადავიდეთ აქედან“, – ამბობს დალი ლაბაძე.

მისი თქმით, ახალციხის მერიამ მათი მდგომარეობა უკვე შეისწავლა და ყოველთვიურად ბინის ქირით, 150 ლარით დაეხმარება: „უკვე მოძებნილი გვაქვს სახლი, სადაც შევალთ და ვიცხოვრებთ. ახლა ვცდილობთ პირველი კატეგორია მოვიპოვოთ, რაც იმას ნიშნავს, რომ სახლს გვიყიდიან“.

ლაბაძეებისგან განსხვავებით, თითქმის ერთი წელია, უშედეგოდ ითხოვს დახმარებას მანანა გოგალაძე. მისი სახლის უკანა ნაწილი რამდენიმე თვის წინ ჩამოენგრა და სახურავი ერთი ხის ბოძის იმედად არის დარჩენილი. ოჯახი სოციალურად დაუცველია.

„ხუთი შვილის დედა ასეთ დღეში ვარ. მოვლენ ფოტოებს გადაიღებენ და მიდიან. სახლს კედელი ჩამოენგრა გველები და ხვლიკები შემოდიან. წინასაარჩევნოდ მომცეს ცოტა ცემენტი, მაგრამ იმას ბლოკიც უნდა, მე კი ამის ფული არ მაქვს. შვილები არსად მუშაობენ, ხანდახან სხვის მაგივრად ნახირში თუ წავლენ და ფულს მისცემენ, სულ ესაა. სოციალურად დაუცველების დახმარება 150 ლარია. ისეთი ადგილია აზრი არ აქვს აქ რამის გაკეთებას, მაინც ინგრევა“, –ამბობს მანანა გოგალაძე.

მისი თქმით, ტერიტორია გეოლოგებმა შეამოწმეს და დასკვნაც დადეს, რომ აქ ამ ტერიტორიაზე ცხოვრება სახიფათოა: „მითხრეს თირი კლდეა და იშლება, ამას არაფერი ეშველებაო. შარშან მარანი ჩამოინგრა, რომ შევედი კარტოფილი წყალში იყო, არ ვიცი საიდან გამოდის ეს წყალი. ძალიან მეშინია, რომ უცებ არ ჩამოინგრეს და ოჯახით არ მოვყვე შიგ“.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში კი აცხადებენ, რომ აღნიშნულ ოჯახს სახლი სიძველის გამო დაენგრა და არა მეწყერის.

აწყურში მეწყერის გამო ათზე მეტ ოჯახს სახლი ენგრევა

როგორც ადგილობრივები ამბობენ, გაღმა აწყურში ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე მეწყერი ოთხი თვის წინ გააქტიურდა. ამ დასახლებაში ეს უკვე მეორე მეწყერია. პირველად მეწყერი სოფელში 2012 წელს გააქტიურდა, ახლა ეს პროცესები ფერდობის მეორე მხარესაც გაჩნდა.

„ოთხი–ხუთი მეტრი სიღრმის ნაპრალებია ჩვენს ზემოთ. მიწა შუაზე გაიყო, უხარმაზარი კაკლის ხეები წააქცია, ერთი ხე თაბაგარების სახლს დაეცა და დაანგრია, კიდევ კარგი, რომ ამ დროს სახლში არავინ იყო“, – გვიყვება მანანა გოგალაძე.

მეწყერის გამო გოგალაძეების მეზობლად ხუთი სახლი დაინგრა, ათობით სახლი კი ავარიულია.

ყოველდღიური საფრთხის ქვეშ ცხოვრობენ ბალახაძეებიც. მათი ორსართულიანი სახლის კედლები დახეთქილია. მცოცავი მიწის გამო, მეორე სართულზე ასასველი კიბე შენობას შორდება: „არსად წასასვლელი გვაქვს, არ ვიცით რა იქნება. ყოველდღიურად ემატება ბზარები. მცოცავი მიწაა, წვიმა და თოვლი კიდევ დააჩქარებს ამ პოცესებს“, – ამბობს ცირა ბალახაძე.

აწყურში მეწყერის გამო ათზე მეტ ოჯახს სახლი ენგრევა

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ 2012 წლიდან დღემდე მეწყერის შედეგად დაზარალებული 10 ოჯახი დანგრეული სახლებიდან გაიყვანეს. აქედან ოთხს დევნილთა სამინისტროს და ახალციხის მერიის თანადაფინანსებით ბინა უყიდეს, დანარჩენმა ექვსმა ოჯახმა კი იმის გამო, რომ ჯერ შესაბამისი ბინა ვერ ნახა, ქირით ცხოვრობს.

„ამ ოჯახებმა ვერ მოძებნეს ბინები, ზოგს ხაშურში უნდოდა, ზოგს გორში, ზოგს ახალციხეში. სახელმწიფოს მოთხოვნა კი არის ერთი, მეწყერით დაზარალებულმა ოჯახმა ბინა უნდა იყიდოს ისევ სოფელში და ამ სახლს უნდა ჰქონდეს მიწის ნაკვეთიც. ამ ადამიანებს შეუძლიათ მიმდებარე სოფლებშიც იყიდონ ბინა. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ მას შემდეგ რაც ბინების გადაცემა დავიწყეთ, აწყურში სახლების ფასებმა აიწია“, – ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გურამ მელიქიძე.

დევნილთა სამინისტრო სახლის საყიდლად თითო ოჯახს 25 000 ლარს აძლევს, თვითმმართველობა კი 5 000–ს ამატებს. სამინისტროს ამ დრომდე აწყურიდან სულ 13–მა ოჯახმა მიმართა.

აწყურში მცხვორებლები ამბობენ, რომ ეს რიცხვი, უახლოეს პერიოდში, რამდენიმე ათეულით გაიზრდება, რადგან გაღმა აწყურში სახლები ყოველდღიურად ინგრევა.

აწყურში მეწყერის გამო ათზე მეტ ოჯახს სახლი ენგრევა

გურამ მელიქიძის განმარტებით, სახელმწიფოს გადაწყვეტილებით, გეოლოგიური კვლევები უფასოდ ტარდება: „ჩვენი მიმართვის შემდეგ ჩამოდიან და იწყება შესწავლა, რამ გამოიწვია სახლის დანგრევა, მეწყერმა თუ სიძველის გამო დაინგრა“.

მისი თქმით, მეწყერის გააქტიურებას გაზაფხულზეც ელოდებიან: „რამდენი ოჯახის გაყვანაც გახდება საჭირო გავიყვანთ. ჩვენ რაც შეგვიძლია გავაკეთებთ და გავცემთ სოციალურ დახმარებას თვეში 150 ლარს, ერთ ოჯახზე“.

შეკითხვაზე, რამდენ ოჯახს უყიდიან 2019 წელს სახლს, დევნილთა სამინისტროში გვპასუხობენ: „ბენეფიციარებმა სპეციალური ფორმა უნდა შეავსონ და ქულების მინიჭება ამის მერე მოხდება. თუ პირველ კატეგორიაში მოხვდებიან, მათი ბინების ყიდვის საკითხი დღის წესრიგში დადგება“.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ აწყურში დაზარალებულთა დასახმრებლად 2019 წელს განსაზღვრული 18 000 ლარია.

აწყურში მეწყერის გამო ათზე მეტ ოჯახს სახლი ენგრევა

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.11.2019 სეს-მა ახალციხეში მუსლიმური სკოლა-პანსიონი დააჯარიმა

18.11.2019 'პოლიციამ გამოიჩინა პროფესიონალიზმი და იმოქმედა კვალიფიციურად'– კახა კალაძე

18.11.2019 პარლამენტთან აქციის დაშლის შემდეგ საავადმყოფოში სამი პირი გადაიყვანეს

18.11.2019 არასამთავრობო ორგანიზაციების საგანგებო განცხადება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

აწყურში მეწყერით დაზარალებული რვა ოჯახი დევნილთა სამინისტროსგან დაფინანსებას ელოდება
რატომ ვერ უყიდა დევნილთა სამინისტრომ აწყურში მეწყერით დაზარალებულ ოჯახს ბინა
დამეწყრილი აწყური
აწყურში წვიმის და დაღამების ეშინიათ
აწყურში  მეწყერი გააქტიურდა – ათობით ოჯახს ღია ცისქვეშ დარჩენა ემუქრება [Video]
სოფელი ნაქალაქევი შესაძლოა მიწამ ჩაიტანოს
‘ავარიული ხიდის გამო კედლები  დაიბზარა’ – აწყურში ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ