FM97.5 / LIVE

‘სამი ტყვია მუცელში და ერთი თავში მოარტყეს’ – ფოკაში მოკლულს ექსპერტიზა ჩაუტარეს

მთავარისიახლე, სამართალი 04.12.2018
ფოკაში მოკლულ 33 წლის კაცს ნინოწმინდის პროზექტურაში ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა და სახლში გადაასვენეს. მკვლელობაში ბრალდებული მისი თანაკლასელია.

‘სამი ტყვია მუცელში და ერთი თავში მოარტყეს’ – ფოკაში მოკლულს ექსპერტიზა ჩაუტარეს

„სამი ტყვია მუცელში და ერთი თავში აქვს მოხვედრილი. წარმოიდგინეთ ერთი კვირის წინ რომ ვიღაცასთან ჩხუბი მოგივიდეს, მერე მოვიდეს და დღისით–მზისით მოგკლას“, – ამბობს გარდაცვლილის ერთ–ერთი ახლობელი.

ფოკაში მცხოვრებლების თქმით, მკვლელობაში ბრლადებული გარადცვლილთან დაპირისპირებული იყო თუმცა, კონკრეტულად რა გახდა მკვლეობის მოტივი უცნობია. ადგილობრივებს დეტალებზე საუბარი არ უსრთ: „მკვლელობისთვის ვინც დააკავეს, ეგ ადრეც დაჭერილი იყო, ბევრთან იყო დაპირისპირებული სოფელში“.

გარდაცვლილი მშობლებთან და დასთან ერთად ცხოვრობდა. მას ცეცხლსასროლი იარაღი სოფლის ცენტრში, დღეს, სამ დეკემბერს ესროლეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ განზრახ მკვლელობაში ბრალდებული მომხდარიდან ერთ საათში დააკავა. უწყების ცნობით იგი წარსულში ნასამართლევია.

„მკვლელობის მიზეზი წარსულში პირადი კონფლიქტი იყო. დაკავებული ბრალს აღიარებს“, – აცხადებენ შსს–ში.

მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტრო განზრახ მკვლელობის მუხლით იძიებს.

‘სამი ტყვია მუცელში და ერთი თავში მოარტყეს’ – ფოკაში მოკლულს ექსპერტიზა ჩაუტარეს

[sknews.ge]


10.12.2019 საფეხური: რა იცვლება საჯარო სკოლებში [აუდიო]

10.12.2019 როდის დაიწყება სკოლებში ზამთრის არდადეგები

09.12.2019 'მხიარულ სტარტებში' ახალციხის N1 საჯარო სკოლამ გაიმარჯვა

08.12.2019 არჩევანი – განათლებული და განვითარებული საქართველო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.12.2019 ‘ეს არის სპორტსმენის არდაფასება’ - ბექა ბერძენიშვილი ახალციხის მერიაზე

12.12.2019 ბორჯომსა და ბაკურიანს ევროპის ზამთრის ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა

12.12.2019 მთაში მცხოვრები პენსიონერები გაზრდილ პენსიას მიიღებენ

11.12.2019 მესხეთის ქუჩაზე დაზიანებული გზის და ცხაურების გაკეთებას ითხოვენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

მსგავს თემაზე

ფოკაში 33 წლის კაცის მკვლელობაში ბრალდებულს სახლი და მანქანები დაუწვეს
ფოკაში 33 წლის კაცის მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
ბოლო 16 საათია ფოკაში იწვის 33 წლის კაცის მკვლელობაში ბრალდებულის 2 სახლი და 4 მანქანა [Photo/Video]
ნინოწმინდაში სახლების და მანქანების დაწვიდან ერთი წლის თავზე პოლიციას არავინ დაუკავებია
ფოკაში 33 წლის კაცის მკვლელობაში ბრალდებულს მესამე სახლი დაუწვეს
შსს-მ ადიგენში მომხადრ მკვლელობაში ბრალდებული დააკავა
რა მოხდა ფოკაში 33 წლის კაცის მკვლელობამდე