FM97.5 / LIVE

ოპოზიცია არჩევნების შედეგების გასაჩივრებას გეგმავს

მთავარისიახლე, საზოგადოება, არჩევნები 02.12.2018
საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაბათილების მოთხოვნით, ოპოზიცია სასამართლოში სარჩელს შეიტანს. ამის შესახებ რუსთაველზე შეკრებილ მხარდამჭერებს გრიგოლ ვაშაძემ განუცხადა.

ოპოზიცია არჩევნების შედეგების გასაჩივრებას გეგმავს

გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ისინი არჩევნების ლეგიტიმურობას არ სცნობენ და ამიტომ სასამართლოს მიმართავენ: "ჩვენი იურისტები ამზადებენ სარჩელს, რომელსაც შევიტანთ ჩვენ სასამართლოში. ჩემი მოთხოვნაა არჩევნები იქნეს ცნობილი ბათილად. ამას არ შევურიგდებით", – განაცხადა აქციაზე გრიგოლ ვაშაძემ.

გარდა ამისა, გაერთიანებული ოპოზიცია ხელისუფლებას სამუშაო ჯგუფის შექმნას სთავაზობს და ვადას 16 დეკემბრამდე აძლევს.

"ჩვენ ხელისუფლებას ვთავაზობთ: შექმენით სამუშაო ჯგუფი, თუნდაც ხუთი კაცის შემადგენლობით. ჩვენც ზუსტად ამავე რაოდენობით შევქმნით ჩვენს დელეგაციას და სამოქალაქო საზოგადოების დაკვირვების ქვეშ, ცივილიზებულად, სამართლებრივად დავჯდეთ და ერთად გამოვიდეთ ამ პოლიტიკური კრიზისიდან. ვადას გაძლევთ 16 დეკემბრამდე. სწორედ ამ პასუხზე იქნება დამოკიდებული ჩვენი შემდეგი ნაბიჯები", – აღნიშნა ვაშაძემ.

რუსთაველზე შეკრებილ ხალხს ვიდეო ჩართვის საშუალებით მიმართა ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.

"მე ვარ ერთ-ერთი თქვენთაგანი. არ მაქვს განსაკუთრებულობაზე პრეტენზია. მაგრამ მინდა იცოდეთ: იმ წამს, როგორც კი დაგჭირდებით და დამიძახებთ, იმ წამს ფიზიკურად გავჩნდები თქვენს გვერდით, ჩვენი ლიდერების, ახალგაზრდობის გვერდით, რადგან თითოეულმა უნდა ჩავდოთ ჩვენი აგური ამ გამარჯვებაში", – აღნიშნა სააკაშვილმა.

თბილისში, რუსთაველზე ოპოზიციის საპროტესტო აქცია 15:00 საათზე დაიწყო. აქციაზე სიტყვით გამოდიან ოპოზიციის ლიდერები.

შეგახსენებთ, რომ აქციაზე მხარდამჭერები ახალციხიდანაც წავიდნენ.

[sknews.ge]


22.01.2020 სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლებში 39 ვაკანტური ადგილია

20.01.2020 სამცხე-ჯავახეთში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 2 716 პედაგოგს აქვს

15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2020 გრიპის ვირუსის გამო სკოლებში სწავლის დაწყება არ გადაიდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

24.01.2020 მესხეთის ქუჩიდან სამშენებლო ნარჩენები გაიტანეს

24.01.2020 25 იანვრიდან საქართველოში უნალექო ამინდი იქნება

24.01.2020 თოვლის გამო ბორჯომში მოძრაობა შეფერხებულია

23.01.2020 საშიში სამშენებლო ნარჩენები მესხეთის ქუჩაზე [ფოტო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

მსგავს თემაზე

გრიგოლ ვაშაძე: ‘არჩევნების შედეგებს არ ვცნობთ და ვადამდელ არჩევნებს ვითხოვთ’
გაერთიანებული ოპოზიცია საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ანულირების მოთხოვნით სასამართლოს მიმართავს
გრიგოლ ვაშაძე ახალქალაქში ამომრჩევლებს  ხვდება
მიდიან თუ არა სამცხე–ჯავახეთიდან ენმ–ს წევრები ორი დეკემბერის აქციაზე
გაერთიანებული ოპოზიცია 18 დეკემბრიდან აქციების გამართვას იწყებს
გრიგოლ ვაშაძე: რეგიონებში ვიწყებთ სიარულს
ენმ–ს აქციას მხარდამჭერები ახალციხიდანაც შეუერთდებიან