FM97.5 / LIVE

ენმ–ს აქციას მხარდამჭერები ახალციხიდანაც შეუერთდებიან

მთავარისიახლე, საზოგადოება 02.12.2018
რუსთაველზე დაანონსებულ აქციაზე დასასწრებად "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები ახალციხიდან რამდენიმე მანქანით წავიდნენ.

ენმ–ს აქციას მხარდამჭერები ახალციხიდანაც შეუერთდებიან

დღეს, 2 დეკემბერს, ახალციხელი მხარდამჭერები თბილისში დილის 11:00 საათიდან გავიდნენ. როგორც თავად აცხადებენ, ქალაქიდან ერთიანი ორგანიზებული კოლონა არ გასულა, თბილისში ჩასვლამდე კი ერთად ქალაქ გორთან, შეიკრიბებიან.

„ნაწილ–ნაწილ წამოვედით. რამდენი ადამიანია სულ ახალციხიდან ვერ გეტყვით. ზოგი „მარშუტკაშია“, ზოგი საკუთარი მანქანით. საბოლოოდ ყველა გორთან, „სოკარის“ ბენზინგასამართ სადგურზე შევიკრიბებით და ისე ჩავალთ თბილისში“ – ამბობს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ბარძიმაძე.

„ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივ შტაბში აცხადებენ, რომ ეს აქცია მშვიდობიანი იქნება და სწორედ ამიტომ ახალციხეში ბევრმა ადამიანმა გამოთქვა სურვილი მონაწილეობა მიიღოს.

„ველოდებოდით, რომ რამდენიმე „მარშუტკით“ წავიდოდით, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი მოვიდა ოფისში და შემოგვთავაზეს, რომ თავიანთი ნებით წამოვიდოდნენ. დაახლოებით 200 ადამიანი იქნება. ამ აქციით გვინდა ვთქვათ, რომ უნდა დამთავრდეს ძალადობა, ხალხის ნების ფეხქვეშ გათელვა“, – აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი კობა სანდროშვილი.

შეგახსენებთ, რომ გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ დღეს, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციას გამართავს. აქცია 15:00 საათზეა დაანონსებული.

აქციის გამართვის შესახებ გაერთიანების საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ 29 ნოემბერს, ფილარმონიაში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, გაერთიანებული ოპოზიცია ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვს და სურს, რომ ეს არჩევნები პროპორციული ან პროპორციულ რეგიონული პრინციპით ჩატარდეს.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


18.09.2019 ლევან ბერძენიშვილი ახალციხეში საჯარო ლექციას გამართავს

18.09.2019 ახალქალაქის სკოლებში ოთხ მანდატურს დაამატებენ

17.09.2019 წითელი ყელსახვევების საქმეზე აუდიტმა დასკვნა დადო, თუმცა სკოლებისთვის ცნობილი არ არის

16.09.2019 ‘თავისუფლებაზე ორიენტირებული სწავლება’ - ახალი სკოლის მოდელი

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.09.2019 დღეს მესხეთის თეატრში წარმოდგენას მარჯანიშვილის თეატრი გამართავს

19.09.2019 ახალციხის ცენტრში ნაცემ ქალს ტვინის შერყევა აქვს

19.09.2019 ახალციხეში სოციალურად დაუცველ ოჯახს ადგილობრივები დაეხმარნენ

18.09.2019 ნაცემ ქალს გამოკვლევები უტარდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

19.09.2019 მზეთამზიელი გულნაზი

17.09.2019 სოფელი გულსუნდა – 'წინ კლდეები, უკან მტკვარი' [ფოტო]

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

მსგავს თემაზე

გრიგოლ ვაშაძე: ‘არჩევნების შედეგებს არ ვცნობთ და ვადამდელ არჩევნებს ვითხოვთ’
თბილისში 'ნაციონალური მოძრაობის' შემაჯამებელი წინასაარჩევნო შეკრება გაიმართება
თბილისში საპროტესტო აქცია დაიწყო
გელა დემეტრაძე: 21 მარტს ახალციხიდან 2.000 კაცი წავა
საპროტესტო აქციას ახალციხიდან ‘ნაციონალები’ უერთდებიან
მიდიან თუ არა სამცხე–ჯავახეთიდან ენმ–ს წევრები ორი დეკემბერის აქციაზე
ოპოზიციამ მორიგი აქცია 19 საათზე ჩანიშნა