FM97.5 / LIVE

ნახევრადგარემონტებული სპორტსკოლა

მთავარისაზოგადოება » განათლება 01.06.2012
ახალციხის კომპლექსური სასპორტო სკოლა წელს ბოლომდე არ გარემონტდება

ნახევრადგარემონტებული სპორტსკოლა

ახალციხის კომპლექსური სასპორტო სკოლის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი გასული წლის დეკემბერში დასრულდა, რისთვისაც 2011 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 240 ათასი ლარი დაიხარჯა. სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველ ეტაპზე ის პრობლემები მოგვარდა, რასაც აღნიშნული თანხა გასწვდებოდა. მოწესრიგდა გარე ფასადი და გადაიხურა სახურავი, რაც სკოლისთვის წლების განმავლობაში მოუგვარებელ პრობლემას წარმოადგენდა. გარდა ამისა, ჩაისვა ფანჯრები, გაკეთდა გასახდელი ოთახები და საშხაპეები.

თუმცა, სპორტული ვარჯიშებისთვის ყველა საჭირო ინვენტარის არ არსებობა სკოლაში დღემდე პრობლემად რჩება. სკოლას არც ელექტროენერგია აქვს, რაც სავარაუდოდ სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპზე უნდა გაკეთდეს. გარდა ამისა, გასარემონტებელია კრივისა და სპორტული თამაშების დარბაზები.

- ”ყველანაირი სპორტული ინვენტარი გვჭირდება რა მიმართულებაც გვაქვს სკოლაში: ტრენაჟორები, ძალოსნობის ხელსაწყოები, კრივის ხელთათმანები, ბალიშები და სხვა. ფაქტობრივად, ცარიელი დარბაზებია. რაც 1986 წლიდან შემოვიდა და დღემდე შემოგვრჩა მხოლოდ ისაა, მას შემდეგ არ განახლებულა”, - ამბობს ახალციხის კომპლექსური სასპორტო სკოლის დირექტორი გრიგოლ ტაბატაძე და ამატებს, რომ ამ ყველაფერს სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი ითვალისწინებს, რომელიც მისი ინფორმაციით მიმდინარე წლის ზაფხულში უნდა დასრულდეს.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, მალხაზ გიქოშვილის განმარტებით, სასპორტო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპისთვის დაახლოებით 150 ათას ლარამდეა საჭირო. მიმდინარე წლის ადგილობრივ ბიუჯეტში აღნიშნული თანხა გათვალისწინებული არაა. მალხაზ გიქოშვილი გვაიმედებს, რომ ამ თანხას 2013 წლის ბიუჯეტიდან გამოყოფენ. შესაბამისად გიქოშვილის თქმით სარეაბილიტაციო სამუშაოების მოერე ეტაპის ჩატარება წელს არ მოხდება.

ახალციხის კომპლექსური სასპორტო სკოლა მუნიციპალიტეტის ბალანსზეა. სკოლაში 14 თანამშრომელია, მათ შორის ათი მწრთვნელი და ოთხი მომსახურე პერსონალი. სასპორტო სკოლაში ამჟამად 148 მოსწავლე ირიცხება. ჯგუფები სპორტის ექვს სახეობაზეა გახსნილი. მოსწავლეები აქ ძალოსნობის, მძლეოსნობის, კრივის, ჭადრაკის, ფეხბურთისა და ჭიდაობის წრეებზე დადიან.

”ძირითადად სკოლის მოსწავლეები გვყავს, თუმცა ასაკობრივი შეზღუდვა არაა. ჩვენ სკოლას ვინც ამთავრებს, ყველას აქვს უფლება ივარჯიშოს და სკოლის სახელით გააგრძელოს ასპარეზობა”, - განმარტავს სკოლის დირექტორი.

სკოლაში სწავლა უფასოა და მოსწავლეები ახალციხის გარდა, მუნიციპალიტეტის ახლომდებარე სოფლებიდანაც დადიან. სკოლის ადმინისტრაცია ყოველი წლის დასაწყისში რაიონულ შეჯიბრებებს აწყობს, საუკეთესო შედეგის მქონე ბავშვებს კი სკოლაში სასწავლებლად იწვევენ. თუმცა, სოფლებიდან სიარულს ყველა ვერ ახერხებს.

- ”იმის საშუალება არ გვაქვს, რომ როგორმე ბავშვებს აქ სიარული გავუადვილოთ. ყველაფერი გარკვეულ თანხებთანაა დაკავშირებული, სოფლიდან აქ ჩამოსვლისთვისაც ტრანსპორტის თანხა სჭირდებათ. ადრე სკოლის მოსწავლეებს სპეციალური საშვები ჰქონდათ და ამის საშუალებით უფასოდ მგზავრობდნენ”, - იხსენებს გრიგოლ ტაბატაძე.

კრივის მწრთვნელი არტურ ამბარიანი ამბობს, რომ სპორტულ წრეებზე დაინტერესება დიდია. ამჟამად 40 მოსწავლე ჰყავს და მეცადინეობებს ორ ჯგუფში ატარებს. მისი თქმით, ყველაზე საჭირო ინვენტარი ეგრეთ წოდებული ”მსხალი” ანუ სპეციალური კრივის ბალიში და ხელთათმანებია.

- ”თუმცა, იმის გამო, რომ საჭირო ინვენტარი არ გვაქვს შეჯიბრებებში მონაწილეობის მიღებაზე ხელი არ გვეშლება, ადამიანს თუ მომზადება უნდა, ამ პირობებშიც მოემზადება. მაგრამ უკეთესი პირობები რომ იყოს სასურველია”, - ამბობს არტურ ამბარიანი.

ძალოსნობის მწრთვნელი გივი ქურდაძე ამბობს, რომ მას შემდეგ რაც სასპორტო სკოლა გარემონტდა დაინტერესებაც გაიზარდა და მოსწავლეების რაოდენობაც: ”სტადიონსაც თუ გააკეთებენ კარგი იქნება”.

გარდა იმ წრეებისა, რაც ამჟამად სკოლაში ფუნქციონირებს, სხვა სპორტული თამაშების კალათბურთის, ფრენბურთისა და ჩოგბურთის ჯგუფების გახსნასაც გეგმავენ. თუმცა, სკოლის დირექტორის თქმით ამ ეტაპზე ჯერ მზად არ არიან: ”მეორე ეტაპი რომ დასრულდება მერე უკეთესი პირობები გვექნება და გამგეობაც იფიქრებს იმაზე, რომ მეტი ჯგუფები შევქმნათ”.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


09.12.2019 'მხიარულ სტარტებში' ახალციხის N1 საჯარო სკოლამ გაიმარჯვა

08.12.2019 არჩევანი – განათლებული და განვითარებული საქართველო

05.12.2019 წიგნიერების დონით ქართველი მოსწავლეები, 79 ქვეყანას შორის ბოლოდან მერვე ადგილზე არიან

03.12.2019 'ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ' - ინკლუზიური განათლება საქართველოსა და სომხეთში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

10.12.2019 როგორ გააფართოეს საბურთალოს სასაფლაო სუს-ის მაღალჩინოსნის სიმამრისთვის

09.12.2019 ფარეხის გზაზე, სადაც ავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა კამერების დამონტაჟებას ითხოვენ

09.12.2019 ახალციხელი სპორტსმენი უკრაინის ჩემპიონია

09.12.2019 ახალქალაქის 22 სოფელს ბუნებრივი აირი არ აქვს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

20.11.2019 ‘თუ წარმატებული ვიქნები, თემსაც დავეხმარები და ქვეყანასაც’ – აქტიური ახალგაზრდა სხვილისიდან

მსგავს თემაზე

78 წელი სპორტის სამსახურში
ახალციხის სასპორტო სკოლაში შენობის კეთილმოწყობას ითხოვენ
ახალციხის სპორტსკოლაში პრობლემებზე საუბრობენ
ზარზმის რეაბილიტირებულ სკოლაში სწავლა ოქტომბერში დაიწყება
ახალციხის სასპორტო სკოლაში სპორტული კლუბები შეიქმნება
ახალციხეში კრივის მწვრთნელს აღსრულების ბიურომ დარბაზი დააცლევინა
ახალციხეში კრივის საქალაქთაშორისო ტურნირი გაიმართა [ფოტო]