FM97.5 / LIVE

N25 აბათხევის უბანზე რეგისტრატორსა და ნაკადის მომწესრიგებელს შენიშვნა გამოუცხადეს

მთავარისიახლე, არჩევნები 30.11.2018
ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიამ დღეს, 30 ნოემბერს, N25 აბათხევის უბნიდან შესული საჩივარი განიხილა. ახალციხის ოლქში შესული მხოლოდ ეს ერთი საჩივარი იყო.

N25 აბათხევის უბანზე რეგისტრატორსა და ნაკადის მომწესრიგებელს შენიშვნა გამოუცხადეს

ახალციხეში, აბათხევის საარჩევნო უბანზე საჩივარი სამართლიანი არჩევნების წარმომადგენელმა ნანა ყავრელიშვილმა დაწერა. საჩივრის მიხედვით ამომრჩეველი უბანზე ვადაგასული პირადობის მოწმობით მივიდა, ნაკადის მომწესრიგებელმა მას პირადობა შეუმოწმა, რეგისტრატორმა კი ჟურნალში ხელი მოაწერინა და მარკირებაც გაუკეთა. ვიდრე იგი კაბინაში შევიდოდა „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელმა მისი პირადობის მოწმობის ვადას დახედა.

„ეს პიროვნება მანამდეც იყო მისული უბანზე, თუმცა მას თან არ ჰქონდა პირადობა და ამის გამო ნაკადის მომწესრიგებელმა უკან გააბრუნა. ეჭვი სწორედ ამ პიროვნების უბანზე მეორედ დანახვამ გამიჩინა და ვთხოვე ეჩვენებინა პირადობა. მას შემდეგ რაც ძველი პირადობით უკან გავაბრუნეთ, მესამედ უკვე მოქმედი პირადობის მოწმობით მოვიდა და ხმაც მისცა“, – განაცხადა საჩივრის განხილვაზე მოწმე ალექსანდრე ბერიძემ.

მან სხდომაზე ნაკადის მომწესრიგებლის მაკა ჩიტაშვილისა და რეგისტრატორის სოფიო შილხანიანის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაყენება ითხოვა.

საოლქო კომისიის თავმჯდომარემ თეა გავაშელმა ნაკადის მომწესრიგებლისა და რეგისტრატორის ახსნა–განმარტებები წარმოადგინა.

„ამომრჩეველმა წარმოადგინა ვადაგასული პასპორტი. ვნახე იყო თუ არა ერთიან სიაში, გავუკეთე მარკირება მოვაწერინე ხელი, სანამ ამომრჩეველი მოაწერდა ხელს კიდევ ერთხელ შევამოწმე, ვნახე რომ პასპორტს ჰქონდა ვადა გასული“, – წერს სოფიო შილხანიანი.

მიუხედავად ახსნა–განმარტებითი ბარათებისა გავაშელმა განაცხადა, რომ კომისიის ორივე წევრმა შეცდომა დაუშვა: „მათ დაარღვიეს პროცედურა. პირადობის შემოწმება ნიშნავს, რომ აღნიშნული დოკუმენტი უნდა შეესაბამებოდეს ვარგისიანობას, რაც არ გააკეთა არც ნაკადის მომწესრიგებელმა და არც რეგისგტრატორმა“.

გავაშელის პოზიციას არ დაეთანხმა კომისიის წევრი „ქართული ოცნებიდან“ ნაირა სამსონიძე. მისი თქმით, აქ რეგისტრატორისა და ნაკადის მომწესრიგებლის ბრალეულობა არ იკვეთება და თან ფაქტი მალევე აღმოიფხვრა: „მოვისმინეთ, რომ ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ ერთი შემეთხვევა. მეტი არ ყოფილა. თან ეს სადღაც 17:00 საათზე მოხდა და დაღლილები იქებოდნენ“.

საოლქო კომისიის სხდომას 11 წევრი ესწრებოდა. მათ უმრავლესობამ მხარი ნაკადის მომწესრიგებლის და რეგისტრატორის დისციპლინურ პასუხისმგებლობის დაკისრებას დაუჭირა, ამიტომ ორივე მათგანს შენიშვნა მისცეს.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


21.04.2019 კათოლიკე ეკლესია აღდგომას ზეიმობს [ფოტო]

19.04.2019 წარჩინებული მოსწავლეები მთავრობის სხდომაზე დასწრებას შეძლებენ - პრემიერი

18.04.2019 მოსწავლეების თვალით დანახული პრობლემები – კონფერენცია ახალციხეში

17.04.2019 აზავრეთის სკოლის მოსწავლეებმა სწავლა განაახლეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.04.2019 ფონდმა ‘ერთად შევძლებთ’ პირველი საქველმოქმედო აქცია გამართა

21.04.2019 სომეხთა სამოციქულო ეკლესია აღდგომას ზეიმობს

21.04.2019 ქარტია მოუწოდებს სამართალდამცავებს დაიცვან პანკისში მომუშავე ჟურნალისტების უსაფრთხოება

21.04.2019 მართლმადიდებელი ეკლესია ბზობას აღნიშნავს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

ახალქალაქის საოლქო კომისიამ ათი საჩივრიდან შვიდი განიხილა
ახალციხის საოლქომ 8 საჩივრიდან 7 არ დააკმაყოფილა
წინასწარ ბეჭედდარტყმული ბიულეტენისთვის ახალქალაქში რეგისტრატორს შენიშვნა მისცეს
„სამართლიანი არჩევნები“: დარღვევები 15:00 საათის მონაცემებით
15:00 საათის მონაცემებით, ახალციხეში არჩევნებში მონაწილეობა 35,14%-მა მიიღო
N35 აწყურის უბანზე 2 შენიშვნა და 1 საჩივარი დაიწერა
რა საჩივრებია შესული ამ დროისათვის ბორჯომის საოლქო კომისიაში