FM97.5 / LIVE

რას ფიქრობენ სამცხე–ჯავახეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაზე

მთავარისიახლე, საზოგადოება, არჩევნები 30.11.2018
გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნას დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები სამცხე–ჯავახეთში პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები სხვადასხვაგვარად აფასებენ.

რას ფიქრობენ სამცხე–ჯავახეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაზე

„დემოკრატ მესხთა კავშირის“ დირექტორისთვის გიორგი ანდღულაძისათვის გაერთიანებული ოპოზციის მოთხოვნა ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გაუგებარია: „თუ პრეტენზიები აქვთ საპრეზიდენტო არჩევნებთან და არ აღიარებენ, ამაზე უნდა იდავონ სამართლებრივი გზით, გაასაჩივრონ გარკვეული ოლქები, წარმოადგინონ დარღვევები და არგუმენტები მოიყვანონ, რატომ არ ეთანხმებიან არჩევნებს. ამ ყველაფერთან რა შუაშია საპარლამეტო არჩევნები არ ვიცი“.

„ტოლერანტის“ თავმჯდომარე ცირა მესხიშვილი ფიქრობს, რომ გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნა არასწორია, რადგან ახლა ქვეყანა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის მზად არ არის: „იქნებ ორ წელიწადში გამოჩნდეს ძალა, რომელიც სერიოზულ ოპონირებას გაუწევს გაერთიანებულ ოპოზიციასაც და „ქართულ ოცნებასაც“. ამიტომ სჯობს დაველოდოთ იმ დროს, როცა ისეც გაიმართება საპარლამენტო არჩევნები“.

„ქართული ოცნების“ ახალციხის საოლქო ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი გიორგი გვარამაძე აცხადებს, რომ ოპოზიციის მოთოხვნა ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით არ უნდა დაკმაყოფილდეს: „დიდი რეიტინგი არასოდეს ჰქონია „ნაციონალურ მოძრაობას“ და ეს არჩევნების შედეგებმაც აჩვენა, რაღა აქვთ სალაპარაკო არ ვიცი, მათ უბრალოდ სხვა გზა აღარ დარჩენიათ და ხან რა მოთხოვნებით გამოდიან და ხან რა. მათი მოთხოვნები რომ სამართლიანი ყოფილიყო და ხალხის ნდობა ჰქონოდათ, ასეთი შედეგები არ ექნებოდათ“.

გაერთიანებული ოპოზციის განცხადებებზე კომენტარის გაკეთება არ სურს ასპინძაში „ქართული ოცნების“ საოლქო ორგანიზაციის ხელმძღვანელს როსტომ მაგრაქველიძეს: „ვისაც რა უნდა ის თქვას, ეს მათი კონსტიტუციური უფლებაა“.

სამცხე–ჯავახეთში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩენვების დანიშვნა აცილებელია:

„ქვეყნის დემოკრატიისთვის ვადამდელი არჩევნების ჩატარებას დიდი მნიშვნელობა აქვს, ამ ყველაფრის დასტურია ისიც, რომ ფაქტიურად ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნები არ ჩატარებულა და ჩვენ პრეზიდენტი არ გვყვავს“, – ამბობს ბორჯომში ენმ–ს შტაბის ხელმძღვანელი ბაკურ გელაშვილი, თუმცა შესრულდება თუ არა ეს მოთხოვნა არ იცის.

„ევროპული საქართველოს“ ახალციხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გელა დემეტრაძე აცხადებს, რომ ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნა ახალი ამბავი არ არის და ამას მისი პარტიის ლიდერები თვეების წინაც ითხოვდნენ: „ქვეყნის იმიჯის, მომავლისა და სახელმწიფოებრიობისთვის აუციელებელია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს. ახლა ეს მოთხოვნა რა შედეგს გამოიღებს, ამას დრო გვიჩვენებს“.

განსხვავებულია ახალციხეში ადგილობრივების მოსაზრებები ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით.



შეგახსენებთ, რომ გუშინ 29 ნოემებრს ფილარმონიაში მხარდამჭერებთან შეხვედრისას გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა და პრეზიდენტობის უკვე ყოფილმა კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებს არ აღიარებს და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვას ითხოვს. ვაშაძემ ამისთვის კვირას, ორ დეკემბერს თბილისში აქციაც დაანონსა.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

16.03.2020 განათლების სამინისტროს რეკომენდაციები სასწავლო დაწესებულებებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.04.2020 ვის გადაუხდის სახელმწიფო სამი თვის კომუნალურებს

01.04.2020 'გვაქვს 4 000 ანტისხეულზე და 2 000 ანტიგენზე დამყარებული ტესტი' – თამარ გაბუნია

01.04.2020 რა პროცედურები ტარდება საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე

01.04.2020 რა სანქცია დაეკისრებათ 'კომენდანტის საათის' დამრღვევ პირებს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

გამოკითხვა: უნდა დაინიშნოს თუ არა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები? [Video]
სააკაშვილი: არ ვაღიარებ არჩევნების შედეგებს, მოვითხოვოთ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები
გრიგოლ ვაშაძე: ‘არჩევნების შედეგებს არ ვცნობთ და ვადამდელ არჩევნებს ვითხოვთ’
„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება
დღეს სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იმართება
მიდიან თუ არა სამცხე–ჯავახეთიდან ენმ–ს წევრები ორი დეკემბერის აქციაზე
რუსთაველზე დაგეგმილ აქციას სამცხე–ჯავახეთიდან ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები შეუერთდებიან