FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთში, მეორე ტურში, ზურაბიშვილმა ყველაზე მეტი უბანი ახალციხეში წააგო

მთავარისიახლე, არჩევნები 30.11.2018
პირველი ტურისგან განსხვავებით მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილმა ყველაზე მეტი უბანი ახალციხესა და ადიგენში წააგო, ახალქალაქსა და ასპინძაში კი შედარებით მეტი უბანი მოიგო. რაც შეეხება ნინოწმინდასა და ბორჯომს აქ გრიგოლ ვაშაძე ზურაბიშვილთან ყველა უბანზე დამარცხდა.

სამცხე–ჯავახეთში, მეორე ტურში, ზურაბიშვილმა ყველაზე მეტი უბანი ახალციხეში წააგო

პირველ ტურში პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ახალციხის 35 უბნიდან რვა წააგო. აქედან შვიდი უბანი ქალაქშია: N1 ახალციხის, N5 ახალციხის, N6 ახალციხის, N7 ახალციხის, N8 ახალციხის, N30 ახალციხის, N31 ახალციხის და N34 სხვილისის.

მეორე ტურში, ახალციხის მუნიციპალიტეტში ზურაბიშვილის მიერ წაგებული უბნების რაოდენობა ერთით გაიზარდა, მათ შორის ქალაქის სამი უბანის შედეგები უცვლელი დარჩა: N1 ახალციხის, N5 ახალციხის და N30 ახალციხის. რაც შეეხება სხვა უბნებს, სადაც ვაშაძემ მოიგო, მათი ჩამონათვალი ასეთია: N4 ახალციხის, N6 ახალციხის, N8 ახალციხის, N9 ვალის, N20 სვირის, N33 ვალის.

რაც შეეხება ადიგენს, პირველ ტურში ზურაბიშვილმა ორი უბანი წააგო და ორივე ყოფილი შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის სოფელ უდეში – N12 და N16 – იყო. მეორე ტურში ზურაბიშვილის მიერ წაგებული უბნების რაოდენობა ხუთამდე გაიზარდა. მათ შორის უდეს ორივე უბანი უცვლელი დარჩა, დანარჩენი უბნებია N3 არლის N3, N15 ჭეჭლის, N17დერცელის.

პირველ ტურთან შედარებით ზურაბიშვილის მიერ წაგებული უბნების რაოდენობა შემცირებულია ახალქალაქში. პირველ ტურში აქ ზურაბიშვილმა ხუთი უბანი წააგო: N13 მაჭატიის, N42 კოთელიის, N51 ოკამის, N65 ხორენიის და N69 კუმურდოს. ამ ჩამოთვლილი უბნებიდან მეორე ტურში მან ყველა მოიგო, თუმცა წააგო ორი უბანი. ესენია: N35 კულიკამის და N37 ხულგუმოს.

ასპინძის ოლქში პირველ ტურში ზურაბიშვილმა თოკის N6 და ხერთვისის N17 უბანი წააგო, მეორე ტურში მან თოკში არჩევნები მოიგო, ხერთვისში კი ისევ დამარცხდა.

ბორჯომში პირველ ტურში „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილმა კანდიდატმა მხოლოდ N6 უბანი უბანი წააგო, მეორე ტურში კი ისიც მოიგო.
რაც შეეხება ნინოწმინდას, აქ პირველ და მეორე ტურშიც გრიგოლ ვაშაძემ ყველა უბანი წააგო.

სამცხე–ჯავახეთში არჩევნების მეორე ტურში 83 969 ამომრჩეველი მივიდა, აქედან 52 333 ხმა სალომე ზურაბიშვილმა მიიღო, 31 636 ხმა კი გრიგოლ ვაშაძემ.

[sknews.ge]


21.04.2019 კათოლიკე ეკლესია აღდგომას ზეიმობს [ფოტო]

19.04.2019 წარჩინებული მოსწავლეები მთავრობის სხდომაზე დასწრებას შეძლებენ - პრემიერი

18.04.2019 მოსწავლეების თვალით დანახული პრობლემები – კონფერენცია ახალციხეში

17.04.2019 აზავრეთის სკოლის მოსწავლეებმა სწავლა განაახლეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.04.2019 ფონდმა ‘ერთად შევძლებთ’ პირველი საქველმოქმედო აქცია გამართა

21.04.2019 სომეხთა სამოციქულო ეკლესია აღდგომას ზეიმობს

21.04.2019 ქარტია მოუწოდებს სამართალდამცავებს დაიცვან პანკისში მომუშავე ჟურნალისტების უსაფრთხოება

21.04.2019 მართლმადიდებელი ეკლესია ბზობას აღნიშნავს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

ვანო მერაბიშვილის სოფელში ზურაბიშვილმა მეორე ტურიც წააგო
სამცხე–ჯავახეთში 213 უბნიდან ზურაბიშვილმა 17–ზე წააგო
სამცხე–ჯავახეთში 213 უბნიდან ვაშაძემ ზურაბიშვილს 18 მოუგო
ვანო მერაბიშვილის სოფელში არჩევნები ვაშაძემ მოიგო
ვანო მერაბიშვილი: ჩემს მეგობარ გრიგოლ ვაშაძეს წარმატებას ვულოცავ
ახალციხე–ადიგენში მაჟორიტარული არჩევნები გიორგი კოპაძემ მოიგო
გიორგი კოპაძე /ვაჟა ჩიტაშვილი – მოგებული და წაგებული უბნები და შანსები მეორე ტურისთვის