FM97.5 / LIVE

აწყურის თემში პიროპლაზმოზი გავრცელდა

მთავარი 29.07.2013
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში აწყურსა და ტყემლანაში საქონლის დაავადება პიროპლაზმოზი გავრცელდა.

აწყურის თემში პიროპლაზმოზი გავრცელდა
ამის შესახებ აწყურის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა შუქრი გოგოლაძემ ორშაბათის ტრადიციულ თათბირზე ისაუბრა. მისი თქმით, აწყურში და ტყემლანაში დაახლოებით ოცი სული საქონელი დაავადდა.

პიროპლაზმოზი განსაკუთარებით საშიშ დაავადებათა შორის არ არის. ამიტომ, აღნიშნული დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინაციას სახელმწიფო არ აფინანსებს. სახელმწიფო პროგრამით მხოლოდ განსაკუთრებით საშიში და საკარანტინო დაავადებების წინააღმდეგ პროფილაქტიკური ვაქცინაცია ფინანსდება.

„მეპატრონემ თავად უნდა იზრუნოს პირუტყვის ჯანმრთელობაზე და მიმართოს კერძო ვეტერინარს. ტყემლანაში ეს პრობლემა თითქმის აღარ არის, მოსახლეობამ ვაქცინა შეიძინა, რომელიც აგრო მაღაზიებში იყიდება და კერძო ვეტერინარმა დაიწყო აცრა. აწყურშიც დაფიქსირდა ეს დაავადება და აქაც კერძო ვეტერინარის დახმარებით ხდება აცრების ჩატარება“, - ამბობს შუქრი გოგოლაძე.

პიროპლაზმოზი მწვავე სეზონური დაავადებაა, რომელიც ვლინდება მუდმივი ტიპის ციებ-ცხელებით, ანემიით, სიყვითლით, მუქი წითელი შარდის გამოყოფით.

ეკონომიკური დანაკარგი ენზოოტიის პერიოდში წარმოიშვება დაავადებული ცხოველების დახოცვისა და ლაქტაციის პერიოდში რძის პროდუქტიულობის დაქვეითების შეჯამებით.

დაავადების მკურნალობის დაწყება აუცილებელია დროულად, პირველი კლინიკური ნიშნის გამოვლენისთანავე.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


23.03.2019 წარმატებული მასწავლებლები დამატებით ანაზღაურებას სკოლის განვითარების ფონდიდან მიიღებენ

22.03.2019 სკოლებში ვიდეოსათვალთვალო სისტემები დამონტაჟდება

22.03.2019 ახალციხელი მოსწავლე ‘გურული დღიურების’ სტიპენდიანტი გახდა

21.03.2019 ‘კატის’ გამოცდებმა არ გაამართლა’– სოფო გორგოძე სკოლის გამოცდების გაუქმებაზე

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.03.2019 საქართველოში 100 000 მოსახლეს 7 სოცმუშაკი ემსახურება

22.03.2019 სკოლაში ბულინგის გამო 11 წლის ბიჭს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა

22.03.2019 სკოლებში ვიდეოსათვალთვალო სისტემები დამონტაჟდება

22.03.2019 ანდის სკოლიდან, სადაც წირვა–ლოცვა ტარდებოდა, ხატები გამოიტანეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

წყრუთში პიროპლაზმოზი გავრცელდა
სოფლებში – უდესა და არალში პიროპლაზმოზია გავრცელებული
ტყემლანაში პირუტყვის დაავადება ‘ემკარის’ შემთხვევა  დაფიქსირდა
ანდრიაწმინდაში თურქულის საწინააღმდეგო აცრებს ითხოვენ
სამცხე–ჯავახეთში წვრილფეხა პირუტყვის ვაქცინაცია მიმდინარეობს
აწყურის ციხის პრობლემას სპეციალისტები სწავლობენ
ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო