FM97.5 / LIVE

როგორ შეიძლება იქცეს სოფელი ჭელა კარგ მაგალითად

მთავარისაზოგადოება 27.07.2013
სამთაწყარო, ნიგვზიანი და ახლა უკვე ჭელა; მუსლიმებსა და მართლმადიდებლებს შორის ურთიერთობების დაძაბვის უცნაური ხელწერა; როგორ შეიძლება იქცეს ჭელა ორი აღმსარებლობის ადამიანებს შორის საუკეთესო ურთიერთობის მაგალითად;

როგორ შეიძლება იქცეს სოფელი ჭელა კარგ მაგალითად
კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის უმცირესობების საკითხების ექსპერტი რუსუდან გოცირიძე ამბობს, რომ ბოლო დროს, სამთაწყაროსა და ნიგვზიანის შემდეგ, ჭელაში მომხდარი კიდევ უფრო აფიქრებს: „უცნაური ამბავია. თუკი სამთაწყარო არის სასაზღვრო დასახლება, ნიგვზიანი შუაგული გურიაა, ამიტომ, ვერ იტყვი, რომ მართლმადიდებლებმა ერთ მშვენიერ დღეს, ამოითვალწუნეს მუსლიმები. ძალიან უცნაური ხელწერაა“.

გოცირიძე ჭელაში მართლმადიდებლებისა და მუსლიმების მიერ გამოთქმულ მოსაზრებას, თითქოს ქვეყანაში რელიგიური კონფლიქტი ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს სურთ, არ ეთანხმება: „ძალიან მარტივია ეს ყველაფერი „ნაციონალებს“ მიაწერო იმის გამო, რომ მათ ქვეყანაში ქაოსური ვითარების შექმნა აწყობთ და ცდილობენ ახალ ხელისუფლებას ჩირქი მოსცხონ. თუ ასეა, მაშინ ახალმა ხელისუფლებამ ერთხელ მაინც გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომ ჩირქი არ მოსცხონ“.

მისი თქმით, ფაქტია, რომ ის, ვისაც ავალია რაღაცეების კეთება, არ აკეთებს: „რაღაცნაირი ორმაგი სტანდარტებია. ვიღაცას ფანჯარა რომ ჩავუმტვრიო, სადაც არ უნდა ვიყო, ირანის საზღვარზე თუ შუაგულ თბილისში, სათანადოდ დამსჯიან, მაგრამ, როდესაც რელიგიურ საკთხებს მიადგები, აქ უკვე რაღაც სხვა მანევრა იწყება. მგონია რომ აქ რაღაცა სხვა განზომილებებია, ვიდრე „ნაციონალები“ და „ოცნება“. ვფიქრობ, ამ შემთხვევაში, საქმე ეკლესიასა და ხელისუფლებას შორის ძალაუფლების გადანაწილებასთან უფრო გვაქვს“.

მეჩეთზე მინარეთის დადგმის გამო სოფელში ვითარება რომ არ დაიძაბოს, გოცირიძე გამოსავალს ამ საკითხის ლეგალურად მოგვარებაში ხედავს: „სასწრაფოდ უნდა შეიტანონ ჯარიმა, რაც იქნება გადასახდელი უნებართვო მშენებლობისთვის. პირველ რიგში, ეს, ლეგალური მხარე უნდა მოგვარდეს“.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს შესაბამისი კანონი მეჩეთებისა და ზოგადად სალოცავების რეგისტრირებისთვის, ცუდია, რომ მინარეთი უნებართვოდ დადგეს: „დაუკითხავად რომ არის აშენებული, ძალინ ცუდია, კარგი იქნებოდა, რომ ჯერ ნებართვაზე ებრძოლათ და ეს შემდეგ გაეპროტესტებინათ“.

რაც შეეხება მინარეთიდან მოძახილს, გოცირიძე ამბობს, რომ ამას მუსლიმები ბათუმშიც არ აკეთებენ: „მიუხედავად იმისა, რომ ეს რელიგიური აუცილებლობაა, ამას სამეზობლო ურთიერთობების გამო არ აკეთებენ“.

გოცირიძე ფიქრობს, რომ მიუხედავად მინარეთის დადგმის გამო შექმნილი ერთგვარი დაძაბული ვითარებისა, შესაძლოა სოფელი ჭელა მუსლიმებსა და მართლმადიდებლებს შორის ურთიერთობის კარგ მაგალითად იქცეს: „ადგილობრივი მუსლიმები სოფელში მართლმადიდებლებს ტაძრის მშენებლობაში ეხმარებიან. თუ ახლა მართლმადიდებლები მათ მინარეთის ლეგალურად დარეგისტრირებაში მიეხმარებიან, ეს სოფელი, მთელი ქვეყნისთვის, საუკეთესო მაგალითად იქცევა“.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


13.08.2019 რას მოუტანს Erasmus + სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტს

13.08.2019 ახალციხელმა თამთა პეტაშვილმა ლიეტუვის სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა

12.08.2019 ჯილდოს მსურველი პენსიონერი პედაგოგები სკოლაში ახალი კადრის შერჩევამდე დარჩებიან

10.08.2019 ახალციხელი მასწავლებელი დაჯილდოვდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.08.2019 ვინ იმღერებს 'ბორჯომობის' დღესასწაულზე

14.08.2019 დიდ პამაჯში ხანძარი ლიკვიდირებულია [ფოტო/ვიდეო]

14.08.2019 სამცხე-ჯავახეთში რაგბის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს ®

14.08.2019 ბაკურიანში სამი ახალი საბაგირო აშენდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

05.08.2019 ბუნების დაცვა და ‘რობოტიზაცია’ - ახალციხელი გამომგონებლების მიზნები

05.08.2019 ‘წუნდა’ – ანსამბლი, რომელიც მესხურ ფოლკლორს ინახავს [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

რუსუდან გოცირიძე: 'ჭელას ამბავი ძალიან გამორჩეული და განსაკუთრებულია'
ვინ და რატომ გეგმავს ადიგენში აქციის გამართვას?
ადგილობრივი: 'დამთავრდა კარგი ცხოვრება და მეზობლობა'
ჭელაში მცხოვრები - მინარეთის დასანგრევად ხელი ჩემს ნაცვლად მოაწერეს
ვის უკავშირებენ რელიგიური კონფლიქტის გაღვივების მცდელობას?
ჭელაში მცხოვრები მუსლიმები ფიქრობენ, რომ ქრისტიანები არ დაუპირისპირდებიან