FM97.5 / LIVE

მნათე, ვეტერინარი, მეწყაროვე და მოყვარული არქეოლოგი

მთავარი 27.02.2015
„სოფელს ყოველ დილით წყალს ვაწვდი, ტაძარს ვუვლი, ცუდად მყოფ ცხოველებს შეძლებისდაგვარად ვმკურნალობ, რამ უნდა მომანიჭოს ამაზე დიდი სიამოვნება?!- ამ სიტყვებს ავტორს სოფელში ყველა იცნობს. რუბრიკის სტუმარი აწყურელი თამაზ მარტინენკოა.

მნათე, ვეტერინარი, მეწყაროვე და მოყვარული არქეოლოგი
1964 წლის 5 მარტს, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში დაიბადა. სკოლა აწყურში დაამთავრა. 1981 წელს ახალციხის პროფესიულ ტექნიკუმში ტრაქტორ-მემენქანის ფაკულტეტზე ჩააბარა: „მაშინ ეს მიმართულება პოპულარული იყო და ამან განაპირობა ამ საქმიანობის შესწავლა“.

ტექნიკუმის დამთავრების შემდეგ ჯარში წავიდა: „ჯარში ორი წელი ვიყავი. 1984 წელს კი სოფელში დავბრუნდი. აღმოჩნდა, რომ სოფელში ბევრი მექანიზატორები იყვნენ და მე დაუსაქმებელი ვიყავი. მერე დავიწყე ფიქრი, რა სჭირდებოდა სოფელს ყველაზე მეტად“.
ბევრი ფიქრის შემდეგ აღმოაჩინა, რომ სოფელს ვეტერინარი სჭირდებოდა.

„ცხოველების მიმართ ინტერესი მქონდა, ამიტომ არც დავფიქრებულვარ. კვლავ კოლეჯში წავედი და ვეტერინარია შევისწავლე“, - გვიამბობ იგი.

მნათე, ვეტერინარი, მეწყაროვე და მოყვარული არქეოლოგიერთი წლის შემდეგ სოფელს ვეტერინარის ამპლუაში დაუბრუნდა. ამბობს, რომ ეს საკმაოდ რთული პროფესიაა, თუმცა საჭიროებამ და ცხოველებისადმი სიყვარულმა სოფლის ერთ-ერთ ცნობად ვეტერინარად აქცია: „ვეტერინარია საკმაოდ რთული პროფესია. ვფიქრობ, ექიმზე მეტადაც კი. ადამიანს მაინც კითხავ, რა გაწუხებსო, ცხოველს ვერ კითხავ. უყურებ რომ ცუდად არის და ვერ ამბობს სატკივარს. უამრავი კლინიკური ნიშანი არსებობს და ამით უნდა მიხვდე დაახლოებით რა აწუხებს“.

ვეტერინარიის პარალელურად სოფლის ფერმის გამგედაც მუშაობდა. ამ საქმესთან შეხება დღემდე აქვს და ამბობს, რომ ეს მიმართულება საქართველოში ფაქტობრივად არ არსებობს: „სოფელში დღემდე მთხოვენ ხოლმე ცხოველების მკურნალობას. მეც ყოველთვის ვეხმარები, რითიც შემიძლია. სამწუხარო ის არის, რომ ეს დარგი საქართველოში ცუდ მდგომარეობაშია. სოფელში არიან ვეტექიმები, თუმცა არც კაბინეტი აქვთ და არც ხელფასი. ახალციხეში მუშაობენ ამ კუთხით, სოფლებში ნაკლებად“.

დაოჯახება 30 წლის ასაკში გადაწყვიტა: „ვფიქრობდი, გამოკეთდეს ცხოვრება და მერე მოვიყვან ცოლს მეთქი, მაგრამ შენც არ მომიკვდე. უარესობისკენ წავიდა ყველაფერი“.

მეუღლე მთაში გაიცნო: „მთაში ამოვიდა ბებიასთან და ბაბუასთან და იქ მომეწონა. ასაკით ჩემზე პატარა იყო, თუმცა ეს არაფრად ჩავაგდე. მივედი და მის ბაბუას ვუთხარი თქვენი შვილიშვილი მომწონს-მეთქი. გაეცინა“.

მნათე, ვეტერინარი, მეწყაროვე და მოყვარული არქეოლოგიპატარა გოგონას სიყვარული გულში ჩაიდო და მოსვენება აღარ მისცა: „მეზობელ სოფელში ცხოვრობდა და შეხება სულ მქონდა. მას არ მოვწონდი. რომ იტყვიან, ქვა ააგდო და თავი შეიშვირა, ჩემი დანახვაც არ უნდოდა. ერთ დღესაც დავემუქრე, თუ ცოლად არ გამომყვები, თავს მოვიკლავ მეთქი“.

საუბარში მისი მეუღლე ნანა ერთვება და ღიმილით იხსენებს მათი სიყვარულის ისტორიას: „მთელი დღე წვიმაში იდგა და არ მიდიოდა. აქ ვიქნები, სანამ თანხმობას არ მეტყვიო. მერე დედამისიც მომიგზავნა. ჩემებსაც ძალიან მოსწონდათ და აღარ ვუთხარი უარი. შემეცოდა“.
1995 წლის აპრილში დაოჯახდნენ. ნანა ამბობს, რომ სიყვარული დაოჯახებიდან მალევე მოვიდა. მათ ახლა ქალ-ვაჟი ჰყავთ.
ვეტერინარიის პარალელურად არქეოლოგიითაც დაინტერესდა: „აწყურში არქიტექტორი ვახტანგ ლიჩელი ჩამოდიოდა და სტუდენტებიც ჩამოჰყავდა ხოლმე. მე როგორც დაინტერესებული, სულ დავყვებოდი მათ და რამდენიმე მნიშვნელოვანი აღმოჩენაც გავაკეთე. ეს ძალზე საინტერესო პროფესიაა. ახლაც ბატონი ვახტანგი თუ ჩამოვა, კიდევ დიდი სიამოვნებით წავყვები“.

ამაჟამად აწყურის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის მნათეა: „ტაძარს ვუვლი. ჩემი ყოველი დილა ტაძრით იწყება. ეს უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს“.

რელიგიით არქეოლოგიურ გათხრებზე სიარულია პერიოდში დაინტერესდა: „ქრისტიანი კი ვიყავი, მაგრამ მაშინ მოვიდა რწმენა და ტაძარს დავუახლოვდი. მანამდე არ დავდიოდი“.

2008 წლიდან ტაძარს ასუფთავებს, ალაგებს, სანთლებს ყიდის და ზოგჯერ წირვის დროს ზარსაც რეკავს. ამ ყველაფერს უსასყიდლოდ აკეთებს. ამბობს, რომ ყოველდღე ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატის ყურება დიდი ბედნიერებაა: „სიმოვნებას მანიჭებს ჩემი საქმე. მიყვარს როდესაც ადამიანებს ჩემი საქციელი სიხარულს ანიჭებს. სხვისი ბედნიერებით უნდა იყო ბედნიერი“.

ბოლო პერიოდში სოფლის მოსახლეობისთვის წყალს უშვებს: „დილით ავდივარ ბასეინთან, გავუშვებ წყალს და საღამოს ვკეტავ. ესეც დიდ სიამოვნებას მანიჭებს. წარმოიდგინეთ, ადამიანები ელოდებიან წყალს და შენ მიაწოდებ“.

მნათე, ვეტერინარი, მეწყაროვე და მოყვარული არქეოლოგიწყლის ავზი სოფლიდან რამდენიმე კილომეტრშია, ამიტომ ყოველდღე დიდ მანძილს გადის. წყალს 43 ოჯახთან უშვებს, თვის ბოლოს კი თითო ოჯახი სიმბოლურად ერთ ლარს აძლევს.

ამბობს, რომ ცხოვრებით კმაყოფილია: „სოფელს ყოველ დილით წყალს ვაწვდი, ტაძარს ვუვლი, ცუდად მყოფ ცხოველებს შეძლებისდაგვარად ვმკურნალობ, რამ უნდა მომანიჭოს ამაზე დიდი სიამოვნება?!“

დასასრულისკენ მისი გვარის ისტორიით ვინტერესდებით და სიამოვნებით გვიამბობს.

„მარტინენკო უკრაინული გვარია. ჩვენი დიდი პაპა მაისეი უკრაინაში მეფის კარზე მსახურობდა. იმ დროინდელი წესის მიხედვით მის შვილებსაც მეფის კარზე უნდა ემსახურათ. როგორც ჩანს, მაისეის ეს აზრი არ მოსწონდა და უკრაინიდან გამოქცევა გადაუწყვეტია. მაისეი, მისი მეუღლე ევდოტია და 7 შვილი 1854 წელს წამოსულან. საქართველოში რაც შეიძლება შუაგულში შემოსულან, რომ ვერ მოეძებნათ. ზოგჯერ ვხუმრობთ კიდეც, სოჩა გამოიარა და აწყურში რა მოარბენინებდაო. შემოსულან აბასთუმანში და მაისეის რომანოვების კარზე დაუწყია ტყის მცველად მუშაობა. ძალიან რომ მორავლდნენ, იქ ვეღარ გაჩერებულან და საბოლოოდ აწყურში გადმოსულან“, -სიამაყით ამბობს თამაზ მარტინენკო და ამატებს, რომ თავისი გვარის ისტორია ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს.

მნათე, ვეტერინარი, მეწყაროვე და მოყვარული არქეოლოგი

[ნინო ზედგინიძე, ახალციხე]


14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

20.11.2019 ‘მე ვირჩევ თანასწორობას’ - საინფორმაციო კამპანია სამცხე-ჯავახეთში

20.11.2019 ბაღინაშვილის ქუჩის მოსახლეობა გზის რეაბილიტაციას ითხოვს

20.11.2019 ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებს ორი ახალი კოტეჯი დაემატა

20.11.2019 ახალციხის მერია საახალწლოდ ტკბილეულს შეიძენს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ანონსი: პოლიციელების პოლიტიკური ანგარიშსწორება თუ ნათესაური კონფლიქტის შედეგი
‘დაბინძურებულ წყალს გველიც კი მოყოლია’ – სასმელი წყლის პრობლემა აწყურში
კარწახში ყოველი დილა წყლის ზიდვით იწყება
14 წლის ახალციხელი გიორგი შეგროვებული ფულით სარალიძის მოსანახულებლად წავიდა
პატარა ხელოვანი
ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატის ასლი აწყურში მოილოცეს [Photo]
დრო რომ უკან დაბრუნდებოდეს...