FM97.5 / LIVE

აბასთუმანში მიმდინარე პროექტები [Video]

მთავარიეკონომიკა, საზოგადოება, SK TV, ხმა სოფლიდან–რადიო 27.11.2018
აბასთუმანში ათამდე პროექტი ხორციელდება, მათ შორის ნაწილი მსოფლიო ბანკის, ნაწილი კი ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით კეთდება.

აბასთუმანში  მიმდინარე პროექტები [Video]

მუნიციპალური განვითარების ფონდი აბასთუმნის განაშენიანების გენერალურ გეგმაზე მუშაობს და მომავალ წელს დაასრულებს. თუმცა, ვიდრე გაიწერება აბასთუმანი როგორ უნდა განაშენიანდეს, კურორტზე არა ერთი ობიექტის მშენებლობა დაიწყო.

მთავარი ცვლილება აბასთუმანში ტუბსაავადმყოფოს შეეხო. სანატორიუმ „ზეკარის“ შენობიდან 12 წლის შემდეგ პაციენტები კურორტიდან სამი კილომეტრის მოშორებით გადაჰყავთ. აქ 100 საწოლზე გათვლილი, ფილტვით დაავადებულთა სარეაბილიტაციო ცენტრი შენდება. ამ სიახლეს პაცინეტების ნაწილი აპრიტესტებს, ნაწილი ამბობს, რომ „აბასთუმანში სად იქნება, სულ ერთია“. ადგილბორივების უმრავლესობა კი მიესალმება: „აქამდეც უნდა გაეკეთებინათ, როგორ შეიძლება დასახლებულ პუნქტში, რომ ტუბერკულუზით დაავადებული ნებისმიერი სიმძიმის პაცინეტი დადის?! ჰაერი იქაც კარგია, სადაც ახალი ცენტრი შენდება და იქაც შეძლებენ მკურნალობას“, – ამბობს აბასთუმანში მცხოვრები სოსო ცისკარიშვილი.

საცოხვრებელ მისამართს შეიცვლიან ტუბსაავადმყოფოს მიმდებარედ მცხოვრებლებიც. მათთვის აბასთუმანში სამსართულიანი კორპუსი შენდება. ადგილობრივები ამბობენ, რომ კორპუსს ავარიულ სახლებში მცხოვრებლებისთვის აშენებენ, თუმცა რის მიხედვით შეირჩა ამ თვალსაზრისით მხოლოდ ტუბსაავადმყოფოს უკან მცხოვრები 12 ოჯახი, უცნობია.

„ტუბსაც და მის მიმდებარე ტერიტორიასაც ათავისუფლებენ, ახალ კორპუსში ჩვენ გადაგვიყვანენ და ეს ადგილი რისთვის უნდათ არ ვიცით. ჩვენ იქ გადაყვანას ბიძინა ივანიშვილი დაგვპირდა“, – ამბობს ტუბსაავადმყოფოსთან მცხოვრები ციური თუთაშვილი.

ადგილბორივები ფიქრობენ, რომ შესაძლოა იმ ადგილზე, სადაც ახლა ტუბსაავადმყოფოა ივანიშვილმა სასტუმრო ააშენოს. მათი თქმით, კურორტზე ბიზნესმენმა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ერთი სასტუმროს მშენებლობა უკვე დაიწყო. სანატორიუმ „ცისარტყელას“ ტერიტორიაზე ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო „პარაგრაფ მერიოტის" ასაშენებლად 30 მილიონი დოლარი იხარჯება. აქ სასტუმროს, პანამაში რეგისტრირებული ოფშორული კომპანია აშენებს. ეს კომპანია კი ბიძინა ივანიშვილთანაა დაკავშირებული.

ივანიშვილმა აბასთუმანში სასტუმროსთან ერთად სახლის შენებაც დაიწყო. იგი „კურორტის მომავლითა და აღმშენებლობით“ რომ დაინტერესდა, ამაზე ადგილობრივებთან აგვისტოში ისაუბრა. მაშინ ივანიშვილი აქ დასასვენებლად ოჯახთან ერთად იმყოფებოდა.

კურორტზე სწორედ მისი სტუმრობის შემდეგ დაიწყო ტუბისაავამდყოფოს გადატასატანად ახალი სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობა, ასევე კურორტის ცენტრში მდებარე პოლიკლინიკის რეაბილიტაცია. ამასთან ერთად სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს აბასთუმნის მამათა მონასტრის ეზოსა და დედათა მონასტერშიც.

"მოვახერხებ, რომ წელსვე პრეცედენტი შეიქმნას და აბასთუმანში იმოძრავებენ მხოლოდ ელექტრომანქანები", - განაცხადა ივანიშვილმა ოქტომბერში ტელეიმედისთვის მიცემულ ინტერვიუში და დაამატა, რომ აბასთუმანში მცხოვრები 800 ოჯახისთვის ელექტრომანქანებს თვითონ შეიძენს.



თუმცა, ვიდრე ამ ინციატივის შესახებ გახდებოდა ცნობილი, აბასთუმანი–ბაღდათის 60–კილომეტრიანი გზის მშენებლობა შეჩერდა. მიზეზი ის არის, რომ აბასთუმანის გავლით მანქანებმა აღარ უნდა იმოძრაონ, ამიტომ შემოვლითი გზის გასაყვანად ტენდერი უკვე გამოცხადეს.

აბასთუმნელების ნაწილი ივანიშვილის ექსპერიმენტს მიესალმება, ნაწილი კი სკეპტიკურად უყურებს.



ვიდრე ივანიშვილი აბასთუმანში დასასვენებლად ჩამოვიდოდა, კურორტზე მსოფლიო ბანკის დაფინანსებით მუნიციპალური განვითარების ფონდმა 18 ისტორიული სახლისა და ობსერვატოორიის რეაბილიტაცია დაიწყო.

მუნიციპალური განვითარების ფონდში ამბობენ, რომ ამ დროისთვის სამუშაოები აქტიურ ფაზაშია, სახლების რეაბილიტაცია ერთდროულად მიმდინარეობს და შენობები პირვანდელ სახეს მომავალი 2019 წლისთვის დაიბრუნებენ.

მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს ტენდერს ოთხ მილიონ ლარზე აბასთუმანში წყლის სისტემის რეაბილიტაციისათვის. კურორტზე თითქმის ათეული წელია ადგილობრივები დაბინძურებულ წყალზე ჩივიან, ამის გამო კი ხშირად აქ დარჩენაზე უარს ამბობენ დამსვენებლები.

აბასთუმანში პორექტების ნაწილს ფონდი „ქართუ“ აფინანს და ამისთვის ოთხ მილიონ ლარს ხაჯრავს, ნაწილს კი მუნიციპალური ფონდის დაფინანსებით კეთდება. ამჟამად მიმდინარე პროექტები კურორტზე 2020 წლისთვის დასრულებული იქნება.

[ლუბა გიორგაძე, ადიგენი]


06.08.2020 სამხედროებსა და მათ ოჯახის წევრებს სახელმწიფო სწავლის საფასურის ნახევარს გადაუხდის

06.08.2020 კოლეჯ ‘ოპიზარში’ ავტორიზაცია კიდევ 8 პროგრამამ გაიარა

06.08.2020 სოციალურად დაუცველი სტუდენტების გარკვეულ კატეგორიას სწავლის საფასური დაუფინანსდება

05.08.2020 ქართულ ენასა და ლიტერატურაში ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

09.08.2020 ახალციხეში ტაძრის გახსნის ცერემონიას გიორგი გახარია ესწრება

09.08.2020 ‘არის რამდენიმე დაშავებული, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება ’ – შს მინისტრის მოადგილე ახალქალაქში მომხდარ დაპირისპირებაზე

09.08.2020 'ბენზინიან ნაჭრებს ცეცხლს უკიდებდნენ და სახლში ყრიდნენ' – ადგილობრივები ახალქალაქში მომხდარ დაპირისპირებაზე

09.08.2020 ახალციხეში შალვა ახალციხელის სახელობის ტაძარი გაიხსნა [ფოტო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

03.08.2020 სამი ციხის ისტორია

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

მსგავს თემაზე

ივანიშვილის სტუმრობის შემდეგ აბასთუმანში შვიდი პროექტის განხორციელება დაიწყო
ვისთვის შენდება აბასთუმანში სამსართულიანი კორპუსი
ბიძინა ივანიშვილი აბასთუმანში სახლს იშენებს
აბასთუმანში მშენებარე ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო დამსვენებლებს 2020 წლიდან მიიღებს
აბასთუმანში ივანიშვილთან დაკავშირებული ოფშორული კომპანია სასტუმროს  აშენებს
აბასთუმანის ტუბსაავადმყოფო ისე დაკეტეს, რომ ჯერ ახალი არ გაუხსნიათ
‘აბასთუმანში ჰაერი მინდა, წამლით თბილისშიც ვიმკურნალებ’ – პაციენტები კურორტიდან ტუბის გადატანაზე