FM97.5 / LIVE

ვის უკავშირებს ჭელაში ვითარების დაძაბვას მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე

მთავარისაზოგადოება 26.07.2013
მართლმადიდებლური ეკლესია, ყოფილი ხელისუფლება თუ სახელმწიფო ინსტიტუტები; ვის ადანაშაულებს ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე მინარეთის დადგმის გამო ვითარების დაძაბვაში;

ვის უკავშირებს ჭელაში ვითარების დაძაბვას მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე
დღეს, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭელაში ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე ტარიელ ნაკაიძე იმყოფებოდა. მან აქ არსებულ მეჩეთში პარასკევის ლოცვა ისე აღავლინა, რომ მრევლთან მიმართვისთვის ახალდადგმული მინარეთი არ გამოუყენებია.

ნაკაიძე აცხადებს, რომ მინარეთის დადგმასთან დაკავშირებით არათუ სამართლებრივი, არამედ სხვა ტიპის პრობლემა დგას: „ვიღაცას სურს, რომ აქ აღარ დაინახოს მეჩეთი. სამწუხაროა, რომ ზოგიერთი სასულიერო პირი ამაში გარკვეულ როლს თამაშობს, რაც ძაბავს მეზობლებს შორის ურთიერობას“.

კითხვაზე თუ ვის სურს წყლის ამღვრევა სოფელში, გვპასუხობს: „ეს ცნობილია. მან ერთ დროს ფლატეში მეჩეთი დაანგრია და ახლა ცდილობს საფუძველი მოამზადოს მინარეთის დასანგრევად. ეს არის ზარზმის ეკლესიის წინამძღვარი. სამწუხაროდ, მისი სახელი და გვარი არ ვიცი. იგი ამ პროცესების პროვოცირებაში მინარეთის დადგმის პირველივე დღეებიდან ჩაერთო“.

ნაკაიძის თქმით, ხელმოწერების შეგროვებას სწორედ სასულიერო პირები ცდილობენ და ამ პროცესში ადგილობრივი მოსალხეობა მონაწილეობას არ ღებულობს: „გამიხარდება თუ ვცდები და აღმოჩნდება, რომ ზარზმის წინამძღვარი ამ ყველაფერთან კავშირში არ არის. თუ ვცდები, წინასწარ ბოდიშსაც ვიხდი. თუმცა, სწორედ მათ დაიწყეს ამ საქმის გამოძიება და არა სახელმწიფოს რომელიმე უწყებამ, რომელსაც მაგალთად ევალებოდა უკანონო მშენებლობის საკითხით დაინტერესება“.

ადგილობრივი მუსლიმები და მართლმადიდებლები „სამხრეთის კარიბჭესთან“ საუბარში აცხადებენ, რომ ვითარების დაძაბვა და ზოგადად ქვეყანაში ქაოსის შექმნა, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს სურთ. ჭელაში მართმადიდებლური ეკლესიის მშენებელი ბერდია ქაფიანიძე კი ამ კონტექსტში ადიგენის მაჟორიტარ დეპუტატს ზურაბ ჩილინგარიშვილსაც ახსენებს.

არ ეთანხმება ადგილობრივებს ნაკაიძე. იგი „ნაციონალების“ ან სხვა რომელიმე პოლიტიკური ძალის მონაწილეობას კატეგორიულად გამორიცხავს და ამბობს, რომ ცუდია თუ ვინმეს სურს ამ ყველაფერს პოლიტიკური ელფერი მიანიჭოს და ასე რომელიმე პოლიტიკური ძალის მიმართ ადგილობრივების დამოკიდებულება შეცვალოს.

„ადიგენის მაჟორიტარი რომ „ნაციონალია“, ეს არც ხელს უწყობს მინარეთის დადგმას და არც უშლის, - აცხადებს ნაკაიძე და ამატებს, რომ მინარეთის დასადმგელად ადიგენის სოფლებში თანხის შეგროვება 2006-2007 წლებიდან დაიწყო, ამდენად მისი დადგმა - არ დადგმის საკითხი მხოლოდ საკმარისი თანხის შეუგროვებლობა შეიძლება ყოფილიყო, - გამოვრიცხავ, რომ ეს „ოცნებას“ ან „ნაციონალებს“ სურდეთ. ამას ვერანაირი პოლიტიკური სარჩული ვერ ექნება. წინა ხელისუფლება რომ ყოფილიყო ქვეყნის სათავეში, თუ ფული შეგროვდებოდა, მინარეთი მაინც დაიდგმებოდა“.

რაც შეეხება კანონს და მშენებლობის ნებართვას მინარეთის დადგმასთან დაკავშირებით, ნაკაიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში მსგავსი კანონი არ არსებობს. სწორედ ამ მიზეზით, საქართველოში აშენებული 150-ზე მეტი მეჩეთიდან არცერთ მათგანს სალოცავის სტატუსი არ აქვს: „სწორედ ამიტომ არ იქნა მშენებლობის ნებართვისათვის განცხადება გაკეთებული ადიგენის გამგეობაში“.

მისი თქმით, მინარეთის დემონტაჟი გამორიცხულია, რადგან ეს გამოიწვევს ქაოსს და დაძაბავს ვითარებას სოფელში.

„ამიტომ, ჩვენ ვთხოვთ გამგეობას ნებართვას და გადავამონტაჟებთ მინარეთს მეჩეთის მეორე მხარეს. თორემ ის, რომ ჯერ დემონტაჟი მოხდეს და შემდეგ ისევ გაკეთდეს, ეს დაუშვებელია“, - აცხადებს ნაკაიძე.

შეგახსენებთ,რომ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭელაში მდებარე მეჩეთს გვერდით მინარეთი მიადგეს. ინიციტორებს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობა საქმის კურსში არ ჩაუყენებიათ. მომხდარის შემდეგ სოფელში დაიწყო ხელმოწერების შეგროვება მინარეთის დემონტაჟის მოთხოვნით.
ადგილობრივები ვითარების ხელოვნურად დაძაბვის მცდელობაში ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს ადანაშაულებენ. მათი ნაწილი ირწმუნება, რომ განცხადებას მათ ნაცვლად ხელი სხვამ მოაწერა. ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ზურაბ ჩილინგარაშვილი ადგილობრივების ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს. ის ადამიანები, ვინც ხელმოწერებს აგროვებენ, ამბობენ, რომ ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტის მეუფე თეოდორე ჭუაძის კურთხევა აქვთ. ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიასა და არც საპატრიარქოში კი ამბობენ, რომ მომხდარზე არაფერი იციან.ჭელაში მცხოვრებმა მუსლიმებმა, იმისთვის რომ ადგილობრივი მართლმადიდებლები არ შეაწუხონ, გადაწყვიტეს მინარეთი დანიშნულებისამებრ არ გამოიყენონ.

[თამუნა უჩიძე, ადიგენი]


13.08.2019 რას მოუტანს Erasmus + სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტს

13.08.2019 ახალციხელმა თამთა პეტაშვილმა ლიეტუვის სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა

12.08.2019 ჯილდოს მსურველი პენსიონერი პედაგოგები სკოლაში ახალი კადრის შერჩევამდე დარჩებიან

10.08.2019 ახალციხელი მასწავლებელი დაჯილდოვდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.08.2019 ვინ იმღერებს 'ბორჯომობის' დღესასწაულზე

14.08.2019 დიდ პამაჯში ხანძარი ლიკვიდირებულია [ფოტო/ვიდეო]

14.08.2019 სამცხე-ჯავახეთში რაგბის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს ®

14.08.2019 ბაკურიანში სამი ახალი საბაგირო აშენდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

05.08.2019 ბუნების დაცვა და ‘რობოტიზაცია’ - ახალციხელი გამომგონებლების მიზნები

05.08.2019 ‘წუნდა’ – ანსამბლი, რომელიც მესხურ ფოლკლორს ინახავს [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ზარზმის წინამძღვარი მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარეს პასუხობს
ჭელის მეჩეთის წინამძღვარი: მინარეთიდან მოლა მრევლს არ მიმართავს
ვის უკავშირებენ რელიგიური კონფლიქტის გაღვივების მცდელობას?
ვინ და რატომ გეგმავს ადიგენში აქციის გამართვას?
მინარეთის ნგრევის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებაზე საპატრიარქოში არაფერი იციან
დატოვებს თუ არა სამსახურს ჭელის რწმუნებული?
ადიგენის მაჟორიტარი ჭელაში მიმდინარე მოვლენებთან კავშირს უარყოფს