FM97.5 / LIVE

საქართველოში მინისტრები უკრაინას მხარდაჭერას უცხადებენ

მთავარისიახლე, პოლიტიკა 26.11.2018
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ასევე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს Twitter-ზე ეხმაურებიან.

საქართველოში მინისტრები უკრაინას მხარდაჭერას უცხადებენ

"ყურადღებით ვადევნებთ თვალ-ყურს აზოვის ზღვასა და ქერჩის სრუტეში მიმდინარე შემაშფოთებელ მოვლენებს. უკრაინის საზღვაო გემებზე იერიში და მათი დაყოვნება წარმოადგენს საერთაშორისო საზღვაო სამართლის უხეშ დარღვევას და ხელყოფს მთლიანი რეგიონის უსაფრთხოებას. საქართველო მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას", – წერს დავით ზალკალიანი.

ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, საქართველო გმობს მომხდარს და უკრაინას მხარდაჭერას უცხადებს: "ვგმობთ აზოვის ზღვაში რუსეთის აგრესიულ ქმედებებს და მხარდაჭერას ვუცხადებთ ჩვენს მეგობარს და პარტნიორს. უკრაინავ! საქართველო შენს გვერდით არის!", - წერს ციხელაშვილი Twitter-ზე.

25 ნოემბრის საღამოს რუსულმა მხარემ სამ უკრაინულ გემს ქერჩის სრუტესთან ახლოს, შავ ზღვაში, ცეცხლი გაუხსნა, ხომალდები კი დააკავა. ინციდენტის შედეგად, რუსეთის ცნობით, სამი უკრაინელი მეზღვაური დაშავდა, კიევის ინფორმაციით კი – ექვსი.

უკრაინული მხარის ცნობით, 23 მეზღვაური რუსეთს ტყვედ ჰყავს აყვანილი.

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მხარი დაუჭირა უკრაინაში საომარი მდგომარეობის გამოცხადებას.

[sknews.ge]


10.12.2019 საფეხური: რა იცვლება საჯარო სკოლებში [აუდიო]

10.12.2019 როდის დაიწყება სკოლებში ზამთრის არდადეგები

09.12.2019 'მხიარულ სტარტებში' ახალციხის N1 საჯარო სკოლამ გაიმარჯვა

08.12.2019 არჩევანი – განათლებული და განვითარებული საქართველო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

11.12.2019 სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტს ახალი დირექტორი ჰყავს

10.12.2019 ახალციხეში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს

10.12.2019 სამცხე–ჯავახეთში უნალექო ამინდია მოსალოდნელი

10.12.2019 როგორ გააფართოეს საბურთალოს სასაფლაო სუს-ის მაღალჩინოსნის სიმამრისთვის

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

მსგავს თემაზე

რუსულმა მხარემ უკრაინულ გემებს ცეცხლი გაუხსნა - უკრაინის საზღვაო ძალები
შავ ზღვაში სატვირთო გემი ჩაიძირა, დაკარგულებს შორის ერთ-ერთი საქართველოს მოქალაქეა
უკრაინის პრეზიდენტი ქვეყანაში სამხედრო მდგომარეობის გამოცხადებას მხარს უჭერს
უკრაინის მხარდასაჭერად ახალციხეში აქცია გამართეს [Photo]
უკრაინის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი გაათავისუფლა
ქართული და უკრაინული კულტურის საღამო ბორჯომში
‘ზღვაში შემთხვევით აღმოვჩნდი, ახლა მის გარეშე არ შემიძლია’ - ასპინძელი მეზღვაური