FM97.5 / LIVE

ახალქალაქში ენმ–ს წევრების ადმინისტრაციული საქმის განხილვა გადაიდო

მთავარისიახლე, სამართალი 26.11.2018
ახალქალაქში ენმ–ს წევრების აშოტ რაისიანისა და მიხეილ აგაბაბიანის ადვოკატის შუამდგომლობით სხდომა შვიდ დეკემბრამდე გადაიდო.

ახალქალაქში ენმ–ს წევრების ადმინისტრაციული საქმის განხილვა გადაიდო

ადვოკატმა ვახტანგ იაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ მას ადმინისტრაციული საქმის მასალები არ გადასცემია. ამ მიზეზით მან სხდომის გადადების მოთხოვნით მოსამართლესთან იშუამდგომლა.

გამოსაკვლევი მტკიცებულებები და ვიდეო ფაილები, სადაც პლაკატების ჩამოხევის კადრებია, იაშვილს სასამართლო პროცესზე გადასცეს.

მომავალი სხდომა შვიდ დეკემბერს 12:00 საათზე გაიმართება. საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო ექვს მოწმეს დაკითხავს.

"ჩვენ პროვოკაციაზე წამოგვაგეს, არ ვართ დამნაშავეები", – ამბობს აშოტ რაისიანი.

ახალქალაქში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის ხელმძღვანელს აშოტ რაისიანსა და ამავე პარტიის წევრს მიხეილ რაისიანს გამოძიება ბენზინ გამასამრთ სადგურებზე სალომე ზურაბიშვილის პლაკატების ჩამოხევისა და სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის ედავება. მომხდარზე ძიება წვრილმანი ხულიგნობის მუხლით მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ აშოტ რაისიანი და მიხეილ აგაბაბიანი 30 ოქტომბერს, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან, „ქართული ოცნების“ წევრებთან დაპირისპირების შედეგად დაშავდნენ. დაპირისპირება კი წინა ღამით, ახალქალაქი–ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატის ენზელ მკოიანის ძმის მარტუნ მკოიანის ბენზინ გასამართ სადგურებზე საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის პლაკატების ჩამოხევას მოჰყვა.

[sknews.ge]


24.01.2020 რა გზით შეუძლიათ პედაგოგებს გამოცდაზე დაკლებული 5 კრედიტქულის შევსება

22.01.2020 სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლებში 39 ვაკანტური ადგილია

20.01.2020 სამცხე-ჯავახეთში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 2 716 პედაგოგს აქვს

15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.01.2020 საუკუნის წინანდელი ზეიმი ახალციხეში

24.01.2020 ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

24.01.2020 ხაშური-ბორჯომის მონაკვეთზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

24.01.2020 მებაჟეებს ხელფასი გაეზრდებათ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

მსგავს თემაზე

ახალქალაქის სასამართლოში ენმ–ს წევრების საქმის განხილვა იწყება
ადვოკატი ენმ–ს წევრების მიმართ საქმის შეწყვეტას ითხოვს
ახალქალაქში ენმ–ს წევრების ადმინისტრაციული საქმის განხილვა დაიწყო
ახალქალაქში ენმ–ს წევრების საქმეზე ვიდეო–მტკიცებულებები გამოიკვლიეს
ახალქალაქში ენმ–ს წევრებს პლაკატების ჩამოხევისთვის ადმინისტრაციული წესით ედავებიან
ახალქალაქში ენმ–ს წევრების საქმეზე მოსამართლემ გადაწყვეტილება გამოაცხადა
ახალქალაქში ენმ–ს წევრების ადმინისტრაციული საქმის განხილვა დასრულდა