FM97.5 / LIVE

როდის თხოვდები?

მთავარისიახლე, ბლოგები 25.11.2018
მატასის ბლოგი

როდის თხოვდები?

ახლა საკმაოდ დიდი ვარ იმისთვის რომ, კითხვაზე თუ როდის თხოვდები სათანადო პასუხი გავცე. ან არსებობს კი ამ კითხვის სათანადო პასუხი? ჰოდა, რა კითხვაცაა, ასევე უნდა უპასუხო. ამას ახლა ვხვდები, თუმცა იყო დროს როცა უხერხულობისგან ვიშმუშნებოდი, თითქოს რახან არ ვთხოვდები სასწაულ ცუდ რამეს ჩავდივარ. ქალი არ ვარ და თავი არსად გამომეყოფა. ჰო, ზოგიერთს ამ კითხვის დასმისას ისეთი ტონი ჰქონდათ შემშინებია კიდეც და მიფიქრია - ვაჰ, მალე უნდა გავთხოვდე!

იყო დრო როცა სოფელში ასულს, მოკლე ორღობეებით მივლია, რადგან ეზოების წინ გამოფენილი ქალებისთვის გვერდი ამევლო, თავი ამერიდებინა ამ კითხვისთვის რომელსაც შეთანხმებულებივით ყველა ჭიშკრის წინ, ხის გრძელ სკამზე ჩამომხსდარი თანასოფლელები მისვამდნენ. მათი სავარაუდო პასუხები ხომ საერთოდ მკლავდა: ასაკი გემატება, მარტო არ უნდა დარჩე, ბევრ რამეზე მოგიწევს თვალის დახუჭვა, შვილი ხომ უნდა გეყოლოს, ახალგაზრდას კარგი ვინმე გამოგიჩნდება იცოდე, მერე კიდე აღარავინ, არ ვინმე ნაცოლები ან შვილიანი.

ჰოდა, ისე მთრგუნავდა ეს საუბრები რომ მივდიოდი მუხლებამდე ბალახიან და ნახევრად ჭაობიან გზაზე. სახლში ასული ტალახის, ბალახის, დამყაყებული წყლის სუნს კარგა ხანს ვერ ვაშორებდი ფეხსაცმელს. ვრეცხავდი ბოტასს და ამ დროს საკუთარ თავზე ვბრაზდებოდი. წამოდი ნორმალურ გზაზე და ყველას უპასუხე ისე, რომ მეორედ ვეღარ გაბედონ ამ კითხვის დასმა. თუმცა ...

ამ კითხვას მისვამდნენ როცა ვიყავი 17 წლის, 27 -ის და მეტის და მეტის მეტის. მშობლების თანდასწრებით თუ მეკითხებოდნენ მამას თვალები უფართოვდებოდა, ბრაზდებოდა. დედა მორიდებით პასუხობდა -ჯერ უნდა ისწავლოს!

როცა 30 წელს გადაცდები ამ კითხვას ირონიაც ეპარება, რომლის უკან იმალება ,,თავის იმედი არ გაქვს?“ - რაც, ანუ, ქალიშვილი აღარ ხარ გულისხმობს.

მერე იწყება გარიგებაზე საუბარი - ვიღაცის მაზლიშვილის მეზობლის ძმაკაცის ახლობელზე და გრძელდება დაუსრულებლად. (გარიგებაზე ისტორიებს სხვა ბლოგში მოგიყვებით).

კითხვას როდის თხოვდები? პასუხი არც აქვს. რადგან ვინც ამ კითხვას სვამს შენეულ პასუხს ვერასდროს ვერ გაიგებს.
გათხოვილი ახლაც არ ვარ, სოფელში კი ხშირად დავდივარ. გამოსავალი ვიპოვე, უბრალოდ, მანქანა ვიყიდე და ისე ავუქროლებ ხოლმე თანასოფლელებს კითხვის დასმას კი არა, თავს როგორ აქნევენ გამარჯობის ნიშნად მაგასაც კი ვერ ვხედავ.

[მატასი]


16.09.2019 დღეს საჯარო სკოლებში სწავლა იწყება

14.09.2019 ახალციხელმა მოსწავლეებმა წიგნის კითხვის კონკურსში გაიმარჯვეს

13.09.2019 ეროვნული გამოცდებისთვის უნივერსიტეტებმა დამატებითი საგნები შეარჩიეს

13.09.2019 ზარზმის რეაბილიტირებულ სკოლაში სწავლა ოქტომბერში დაიწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

15.09.2019 ახმეტელის თეატრი ახალციხეში – ფესტივალის მესამე დღე

15.09.2019 ფარეხასთან ავარიის შედეგად დაშავებული მკურნალობას თბილისში გააგრძელებს

14.09.2019 ასპინძაში ერთი ტრაილერი მეორეს შეეჯახა

14.09.2019 რას ნახავთ დრამატურგიის ფესტივალის მეორე დღეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

მსგავს თემაზე

,,საუბარი“ მამასთან
სოფელში ორღობეებმაც იციან დარდი
აღარ დარჩეთ სახლებში გოგოებო!
გამარჯობის ქარბორბალა
არის ერთი ქალი . . .
კალაძე: გახარიას გადადგომაზე საუბარი არ ყოფილა
წამო, პალიასტომი ვნახოთ