FM97.5 / LIVE

შსს: ვალეს ბაღის თანამშრომლებზე ზეწოლა არ დასტურდება

მთავარისიახლე, სამართალი 24.11.2018
„სამხრეთის კარიბჭეს“ მიერ გამოქვეყნებული მასალის საფუძველზე, ახალციხის რაიონულმა სამმართველომ ვალეს საბავშვო ბაღის თანამშრომლებზე წინასაარჩევნოდ შესაძლო ზეწოლის ფაქტების შესწავლა დაიწყო.

შსს: ვალეს ბაღის თანამშრომლებზე ზეწოლა არ დასტურდება

„გავრცელებული ინფრომაციის საფუძველზე დაუყოვნებლივ დაიწყო შესწავლა. ჩატარდა გამოკითხვები. ფაქტი არ დადასტურდა. საბავშვო ბაღის არცერთი პედაგოგი გამოკითხვაში არ ადასტურებს ზეწოლის და მუქარის ფაქტს“, – გვითხრეს შინაგან სამქეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

ამის შესახებ, დღეს, 24 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათა მეზვრიშვილმა. მისი თქმით, ვალეს და სიღნაღის საბავშვო ბაღებსა და სკოლებში დასაქმებულების მიმართ ზეწოლის ფაქტები არ დასტურდება.

„მიმდინარე კვირას მედიასაშუალებებით და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებული ინფორმაციების გადასამოწმებლად უპრეცედენტო რაოდენობის (231) მოწმე გამოიკითხა ბოლო 48 საათის განმავლობაში. გამოკითხული იქნენ მათ შორის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები, საჯარო სკოლების დირექტორები და პედაგოგები, საბავშვო ბაღების აღმზრდელები, საუბრო საარჩევნო კომისიის წევრები, ადგილობრივი მოსახლეობა, მათ შორის პენსიონერი და სოციალურად დაუცველი პირები. შედეგად, გამოკითხულ პირთა მიერ ფაქტების მნიშვნელოვანი ნაწილი არ დადასტურდა, მათ შორის არ დადასტურდა ვინმეს მხრიდან დანაშაულის ჩადენა ოზურგეთში გრიგოლ ვაშაძის პლაკატის გაკვრის დროს. ასევე, არ დადასტურდა ვალეს და სიღნაღის საბავშვო ბაღებში და სკოლებში დასაქმებულების მიმართ ზეწოლა „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი კანდიდატის სასარგებლოდ ხმის მისაცემად. დადასტურებულ ფაქტებზე დაიწყება გამოძიება, ხოლო ნაწილის შესწავლა გრძელდება“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ „სამხრეთის კარიბჭესთან“ ვალის ბაღის თანამშრომლები აცხადებდნენ, რომ გათავისუფლების ბრძანებებზე ხელი მოაწერინეს და არჩევნების მეორე ტურზე ზურაბიშვილის მხარდაჭერა დაავალეს. ამას კატეგორიულად უარყოფენ ვალეს ბაღის მენეჯერი და ბაღების გაერთიანების დირექტორი. მათი თქმით, თანამშრომლებმა დოკუმენტს ხელი ნამდვილად მოაწერეს, თუმცა ის მხოლოდ შიდა ცვლილებებს ეხებოდა.

რა დოკუმენტზე მოაწერეს ხელი რეალურად ბაღის თანამშრომლებმა უცნობი, ამის შესახებ ინფორმაცია ახალციხის მერიიდან წერილობით გამოვითხოვეთ, თუმცა ვერ მივიღეთ. მერიაში გვიპასუხეს, რომ ასეთი დოკუმენტი მათთან არ ინახება.


[sknews.ge]


15.02.2019 სოფელი, რომელიც სკოლაზე ოცნებობს [Photo/Video]

14.02.2019 განათლების სამინისტრო ძირეული რეფორმისთვის ემზადება – გასვლითი სხდომა ბორჯომში

14.02.2019 სამცხე–ჯავახეთში მანდატურების ცენტრი აშენდება

13.02.2019 სოფელ ბენარაში 150 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა შენდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

15.02.2019 მართლმადიდებელი ეკლესია მირქმის დღესასწაულს აღნიშნავს

15.02.2019 სოფელი, რომელიც სკოლაზე ოცნებობს [Photo/Video]

14.02.2019 ახალციხეში ავარიის შედეგად ორი მანქანა და მაღალი ძაბვის ბოძი დაზიანდა

14.02.2019 რამდენი ბავშვი დაიბადა 2018 წელს სამცხე–ჯავახეთში

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

მსგავს თემაზე

მერიიდან დოკუმენტი, რომელზეც ვალეს ბაღში თანამშრომლებს ხელი მოაწერინეს, ვერ მივიღეთ
გაფრთხილება გათავისუფლებაზე – რაზე მოაწერინეს ვალის ბაღის თანამშრომლებს არჩევნებამდე ხელი
წინასაარჩევნოდ ახალციხის ბაღებში დაანონსებული რეორგანიზაცია ამ დრომდე არ დაწყებულა
‘გათავისუფლების ბრძანებებზე მოგვაწერინეს ხელი’ – ვალეში ბაღის თანამშრომლები ზეწოლაზე საუბრობენ
აგარის ბაღის თანამშრომლები კოლეგების გათავისუფლებას აპროტესტებენ
ვალეს საბავშვო ბაღის თანამშრომლები უხელფასო შვებულებაში გაუშვეს
ვალეში საარჩევნო უბანთან, სკოლასა და საბავშვო ბაღზე  ‘ოცნების’ პლაკატები  მოხსნეს