FM97.5 / LIVE

ახალციხეში, მარდის დასახლებაში მცხოვრებლები ‘ოცნების’ მხარდამჭერებს ზეწოლაში ადანაშაულებენ

მთავარისიახლე, პოლიტიკა, სამართალი 24.11.2018
ახალციხეში, მარდის დასახლებაში ამბობენ, რომ „ოცნების“ მხარდამჭერები ადგილობრივებს ეკითხებიან, თუ ვის აძლევენ ისინი მეორე ტურში ხმას და ის ვინც პოზიციას არ აფიქსირებს, სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრებიან.

ახალციხეში, მარდის დასახლებაში მცხოვრებლები ‘ოცნების’ მხარდამჭერებს ზეწოლაში ადანაშაულებენ

„ქართული ოცნება“ ახალციხეში გამოკითხვას ატარებს იმის შესახებ, თუ ვის უჭერენ ადგილობრივები მხარს. 23 ნოემბერს, დღის მეორე ნახევარში, პარტიის მხარდამჭერებმა გამოკითხვა მარდის დასახლებაში ჩაატარეს.

„სამი ქალი მოვიდა, მათ შორის ერთ–ერთი, მაჟორიტარის ბიუროში დასაქმებული ნაირა სამსონიძის დედა იყო. სალომე ზურაბიშვილის სარეკლამო ჟურნალი მომცა და მკითხა, ვის აძლევ ხმასო. ვუთხარი, რომ არჩევანს უბანზე გავაკეთებ და ღიად ამაზე საუბარი არ მინდა. მერე მკითხა, ის მაინც გვითხარი შენი ქმარი ვის აძლევს ხმასო. არც ამაზე ვუპასუხე და დამემუქრა, ვიცი სადაც მუშაობთ შენ და შენი ქმარი, დავიმახსოვრებ ამასო“, – გვიყვება მარდაში ერთ–ერთი მცხოვრები, რომელსაც ვინაობის გამხელა არ სრუს – "ხელისუფლების სათავეში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ ერთი სამსახური უკვე დავკარგე. საბიუჯეტო ორგანიზაციაში ვმუშაობდი. აღარ მინდა, რომ ისევ ასე მოხდეს".

მუქარაზე საუბრობენ, მის მეზობლად მცხოვრებლებიც: „ჩვენთანც იყვნენ, გვითხარით ვის აძლევთ ხმას, თორემ დაგიმახსოვრებთო. მე ვუთხარი, მაგრამ ვიღაცეებმა არ უთხრეს“.

პარლამენტში ახალციხე–ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატის გიორგი კოპაძის ბიუროს წარმომადგენელი ნაირა სამსონიძე ამბობს, რომ „დედას ნეკნი აქვს გატეხილი და ერთი კვირაა ცუდადაა“.

შეკითხვაზე, იყო თუ არა იგი გუშინ მარდის დასახლებაში გამოკითხვაზე გვიპასუხა, რომ – არა: „დანარჩენი მისი საქმეა და მე ამაზე საუბარი არ მინდა. დედას თქვენ ვერ დაუკავშირდებით, რადგან მას მობილური ტელეფონი არ აქვს“.

„ქართული ოცნების“ ახალციხის საოლქო ორგანიზაციის მდივანი გიორგი გვარამაძე ამბობს, რომ გამოკითხვას მათი წარმომადგენლები ნამდვილად აწარმოებენ, თუმცა, როდის რომელ უბანზე ვინ იყო მისული ამის შესახებ არ იცის. მიუხედავად ამისა დარწმუნებულია, რომ მათი წარმომადგენლების მხრიდან მუქარას ადგილი არ ექნებოდა: „მიდიან და ეკითხებიან ვის უჭერენ მხარს, ვისაც უნდა ამბობს და ვისაც უნდა არა. რომელ უბანზე ვინ იყო გასული, ეს არ ვიცი ნამდვილად“.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ოთხ დღეში, 28 ნოემბერს გაიმართება. ამომრჩევლებმა არჩევანი ორ, „ოცნების“ მხარდაჭერილ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილსა და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს შორის უნდა გააკეთონ. პირველ ტურაში ვაშაძემ ახალციხეში ზურაბიშვილს 35 უბნიდან რვა მოუგო.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.11.2019 სეს-მა ახალციხეში მუსლიმური სკოლა-პანსიონი დააჯარიმა

18.11.2019 'პოლიციამ გამოიჩინა პროფესიონალიზმი და იმოქმედა კვალიფიციურად'– კახა კალაძე

18.11.2019 პარლამენტთან აქციის დაშლის შემდეგ საავადმყოფოში სამი პირი გადაიყვანეს

18.11.2019 არასამთავრობო ორგანიზაციების საგანგებო განცხადება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

'ოცნება': საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება
‘ოცნების’ რაიონული შტაბები მითითებებს ცენტრიდან ელიან
"ოცნების" ორი წარმომადგენელი უბანზე
სამცხე–ჯავახეთი მეორე ტურამდე – რის შეცვლას გეგმავენ პარტიები
ახალციხეში, მარდის დასახლებაში ცხაურები ისევ დაზიანებულია
'ქართული ოცნება' არჩევნებში მხარს სალომე ზურაბიშვილს უჭერს
სამცხე–ჯავახეთში 213 უბნიდან ვაშაძემ ზურაბიშვილს 18 მოუგო