FM97.5 / LIVE

ჭელის მეჩეთის წინამძღვარი: მინარეთიდან მოლა მრევლს არ მიმართავს

მთავარისაზოგადოება 26.07.2013
ჭელაში მცხოვრებმა მუსლიმებმა, იმისთვის რომ ადგილობრივი მართლმადიდებლები არ შეაწუხონ, გადაწყვიტეს მინარეთი დანიშნულებისამებრ არ გამოიყენონ.

ჭელის მეჩეთის წინამძღვარი: მინარეთიდან მოლა მრევლს არ მიმართავს
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭელაში მეჩეთთან აგებული მინარეთის გამო ადგილობრივ მუსლიმებსა და მართლმადიდებლებს შორის კონფლიქტი რომ არ დაიწყოს, მინარეთიდან მოლა მრევლს არ მიმართავს,ანუ მინარეთს იმ ფუნქციისთვის არ გამოიყენებენ, რისთვისაც დადგეს და მას მხოლოდ მეჩეთის ატრიბუტიკის მნიშვნელობა ექნება.

„შეგნებულად არ გავაკეთებთ ამას. ჩვენი სალოცავიდან არც აქამდე გამოსულა ხმა და შეგვიწუხებია ადგილობრივები და მით უფრო ახლა არ ვიზამთ ამას. არ გვინდა, რომ მეზობლებთან ურთიერთობა დავძაბოთ და რაიმეთი შევაწუხოთ“, - ამბობს ჭელაში მეჩეთის წინამძღვარი ჯამბულ აბულაძე.

მისი თქმით, მრევლისთვისმიკროფონისა და დინამიკების საშუალებით მიმართვა მოლას აქამდეც შეეძლო: „მიკროფონს მეჩეთის კედელზე დავამონტაჟებდით, მაგრამ ამასაც შეგნებულად არ ვაკეთებდით, ანუ ამისთვის მინარეთი სულ არ არის საჭირო. უბრალოდ მინარეთი წარმაოდგენს მეჩეთის აცულებელ ატრიბუტს და ის მის გვერდით უნდა იდგეს“.

რაც შეეხება მინარეთის უნებართვოდ დადგმას, აბულაძე მბობს, რომ აქ უკანონობას ადგილი არ ჰქონია, რადგან საქართველოში არსებული ყველა მეჩეთი და მათ შორის მინარეთიც სალოცავის ფუნქციით რეგისტრირებული არსად არაა: „არ არსებობს კანონი ამის შესახებ და იმიტომ. შენობები პიროვნებების სახელზე რეგისტრირდება და შემდეგ ვიყენებთ მას სალოცავად. შენობების პროექტები და დოკუმენტაცია არსებობს, თუმცა არა როგორც სალოცავების“.

აბულაძე დარწმუნებულია, რომ სოფელში რელიგიური კონფლიქტის გაღვივებას გარე ძალები ცდილობენ: „არ ვაპირებთ ვინმეს გაღიზიანებას. ეს არის რაღაც ძალების მიერ სპეციალურად ორგანიზებული, დადიან მოსახლეობაში და რას ეუბნებიან არ ვიცით, გამოძიება დაადგენს ალბათ თუ ვინ ცდილობს წყლის ამღვრევას“.

მინარეთის განბაჟება 3,173 ლარი დაჯდა. რაც შეეხება კონსტრუქციის დამზადებას, აბულაძე ამბობს, რომ მისი ღირებულების შესახებ არ იცის, რადგან იმ კერძო კომპანიასთან, რომელსაც მინარეთი გააკეთებინეს თურქეთში, შეხება არ ჰქონია.

შეგახსენებთ,რომ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭელაში მდებარე მეჩეთს გვერდით მინარეთი მიადგეს. ინიციტორებს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობა საქამის კურსში არ ჩაუყენებიათ. მომხდარის შემდეგ სოფელში დაიწყო ხელმოწერების შეგროვება მინარეთის დემონტაჟის მოთხოვნით.

ადგილობრივები ვითარების ხელოვნურად დაძაბვის მცდელობაში ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს ადანაშაულებენ. მათი ნაწილი ირწმუნება, რომ განცხადებას მათ ნაცვლად ხელი სხვამ მოაწერა. ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ზურაბ ჩილინგარაშვილი ადგილობრივების ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს.

ის ადამიანები, ვინც ხელმოწერებს აგროვებენ, ამბობენ, რომ ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტის მეუფე თეოდორე ჭუაძის კურთხევა აქვთ. ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიასა და არც საპატრიარქოში კი ამბობენ, რომ მომხდარზე არაფერი იციან.

[თამუნა უჩიძე, ადიგენი]


18.09.2019 ლევან ბერძენიშვილი ახალციხეში საჯარო ლექციას გამართავს

18.09.2019 ახალქალაქის სკოლებში ოთხ მანდატურს დაამატებენ

17.09.2019 წითელი ყელსახვევების საქმეზე აუდიტმა დასკვნა დადო, თუმცა სკოლებისთვის ცნობილი არ არის

16.09.2019 ‘თავისუფლებაზე ორიენტირებული სწავლება’ - ახალი სკოლის მოდელი

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.09.2019 დღეს მესხეთის თეატრში წარმოდგენას მარჯანიშვილის თეატრი გამართავს

19.09.2019 ახალციხის ცენტრში ნაცემ ქალს ტვინის შერყევა აქვს

19.09.2019 ახალციხეში სოციალურად დაუცველ ოჯახს ადგილობრივები დაეხმარნენ

18.09.2019 ნაცემ ქალს გამოკვლევები უტარდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

19.09.2019 მზეთამზიელი გულნაზი

17.09.2019 სოფელი გულსუნდა – 'წინ კლდეები, უკან მტკვარი' [ფოტო]

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

მსგავს თემაზე

ზარზმის წინამძღვარი მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარეს პასუხობს
დატოვებს თუ არა სამსახურს ჭელის რწმუნებული?
ვის უკავშირებს ჭელაში ვითარების დაძაბვას მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე
ადიგენის მაჟორიტარი ჭელაში მიმდინარე მოვლენებთან კავშირს უარყოფს
ვის უკავშირებენ რელიგიური კონფლიქტის გაღვივების მცდელობას?
მინარეთის ნგრევის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებაზე საპატრიარქოში არაფერი იციან
‘საზოგადოებრივი დარბაზი’-  მინარეთის დადგმის საქმე უნდა გამოიძიონ