FM97.5 / LIVE

ახალციხეში კულტურის სახლი ორსაუკუნოვან ავარიულ შენობაში ფუნქციონირებს

მთავარისიახლე, ეკონომიკა, საზოგადოება 23.11.2018
ახალციხეში, იაძის N1-ში, კულტურის სახლი 1978 წელს გადავიდა. შენობა, რომელიც მე–19 საუკუნეში აშენდა, ჯერ ქარვასლას, მოგვიანებით სასამართლოს ეკუთვნოდა. ახლა კი ავარიულ შენობაში ცეკვისა და მუსიკის წრეები ფუნქციონირებს.

ახალციხეში კულტურის სახლი ორსაუკუნოვან ავარიულ შენობაში ფუნქციონირებს

ერთსართულიან შენობაში ექვსი ოთახია. აქ ყოველდღიურად ცეკვის, ფანდურისა და გიტარის გაკვეთილები ტარდება. კულტურის სახლში გადის რეპეტიციებს ფოლკლორული ანსამბლი „მესხეთიც“. შენობაში შეშის ღუმელებით თბებიან, თუმცა დაზიანებული კედლების, ფანჯრებისა და ჭერის გამო, ოთახებში სითბო ნაკლებად იგრძნობა.

„ქალაქი ფაქტობრივად დარჩენილია კულტურის სახლის გარეშე. სულ დგას ეს პრობლემა დღის წესრიგში, მაგრამ ჯერ ვერ მოუხერხეს ვერაფერი“, – ამბობს სახალხო მთქმელი და ანსამბლ „მესხეთის“ წევრი ვასილ კვინცხაძე.

ისტორიკოს ცირა მესხიშვილის თქმით, შენობა ორი საუკუნის განმავლობაში სხვადასხვა ფუნქციას ასრულებდა. აქ ჯერ ქარვასლა, შემდეგ კი სასამართლო იყო. იმ პერიოდში კი როცა აქ ქარვასლა ფუნქციონირებდა, ქალაქის 12 აბანოდან ერთ–ერთი სწორედ აქ იყო.

შენობის ისტორიას გვიყვებიან ახალციხის მერიის კულტურის სამსახურში: „ეგ შენობა მე–19 საუკუნეშია აშენებული, მანდ ოდესღაც ქარვასლა იყო ე.წ. კანტორასავით. მანდვე იყო გლეხების დასასვენებელი ადგილი, ურმებით ჩერდებოდნენ–ხოლმე და ღამეს ათევდენენ. უკან, სადაც ახლა „გარაჟებია“, საწყობები იყო, იქ გლეხები ტვირთს ალაგებდნენ და მეორე დილით მიჰქონდათ. მანდვე ფუნქციონირებდა აბანოც. იმ აბანოს 1903 წლით დათარიღებულ სურათში, მოიხსენიებენ როგორც ახალციხის აბანოს“, – ამბობს ახალციხის მერიის კულტურის სამსახურის ძეგლთა დაცვის განყოფილების ხელმძღვანელი რეზო ანდღულაძე.

ახალციხეში კულტურის სახლი ორსაუკუნოვან ავარიულ შენობაში ფუნქციონირებს

ისტორიულ შენობაში ახალციხის კულტურის სახლი 1978 წელს გადავიდა. მას შემდეგ კედლები არაერთხელ გაამაგრეს. ბოლოს კი აქ კოსმეტიკური რემონტი 2017 წელს ჩატარდა, მოეწყო შესასვლელი კიბე, შეიღება კედლები.

კულტურის სახლის საკითხი ახალციხის ადგილობრივ თვითმმართველობაში წლებია დგას, თუმცა პრობლემა ამ დრომდე გადაუჭრელია.

ქალაქის ყოფილი მერის ვლადიმერ ზედგინიძის იდეა იყო, რომ ამორტიზებული შენობის ნაცვლად, ახალი კულტურის სახლი რუსთაველის ქუჩაზე ყოფილი სამხედრო დასახლების ტერიტორიაზე აეშენებინათ. ეს ადგილი შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზეა და მუნიციპალიტეტისთვის მის გადმოცემას ზედგინიძის წინამორბედებიც ითხოვდნენ.

„კულტურის სახლის შენობა ამორტიზებულია, ერთადერთი ყველაზე რეალური გამოსავალი არის ის, რომ როგორღაც დაგვიბრუნონ სამხედროების ყოფილი ტერიტორია, სადაც ძველი შენობები ინგრევა და უბედურდება. ჩემი მერობის დროს ეს საკითხი ფაქტობრივად შეთანხმებული იყო, უბრალოდ გადმოცემაღა იყო დარჩენილი და ამაზე მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე უნდა ემსჯელათ“, – ამბობს ახალციხის ყოფილი მერი ვლადიმერ ზედგინიძე.

ყოფილი სამხედრო დასახლების ტერიტორიაზე კულტურის სახლის მშენებლობის გეგმაზე ახალციხის მერია ისევ მუშაობს.

„ძალიან შეწუხებულები ვართ, რომ ქალაქში არ გვაქვს კულტურის სახლი. ჩვენ ველოდებით სასაზღვრო ნაწილის ტერიტორიის გადმოცემას, რადგან ფიზიკურად სხვა ტერიტორია არ გვაქვს. გუბერნატორის ინიციატივით აქტიური მოლაპარაკება მიმდინარეობს გადმოცემასთან დაკავშირებით“, – აცხადებს ახალციხის მერის მოადგილე გურამ მელიქიძე.

სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი ბესიკ ამირანაშვილი ამბობს, რომ იგი ყოფილი სამხედრო დასახლების ტერიტორიის გადმოცემასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს ერთდროულად აწარმოებს როგორც შინაგან სამინისტროსთან, ასევე ეკონომიკის სამინისტროსთან.

„ეს ადგილი შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე იყო და ახლა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა. ორივე უწყებიდან დასტური უკვე მაქვს, მხოლოდ ფორმალური მხარეები დარჩა მოსაგვარებელი და გადმოგვცემენ ამ ტერიტორიას. ამის შემდეგ შევძლებთ იქ კულტურის სახლის აშენებას“, – ამბობს ამირანაშვილი.

ახალციხეში კულტურის სახლი ორსაუკუნოვან ავარიულ შენობაში ფუნქციონირებს

ახალციხეში კულტურის სახლი ორსაუკუნოვან ავარიულ შენობაში ფუნქციონირებს

ახალციხეში კულტურის სახლი ორსაუკუნოვან ავარიულ შენობაში ფუნქციონირებს

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


14.10.2019 ნანა მასწავლებელი

14.10.2019 მასწავლებლობის მაძიებელთათვის რეგისტრაცია დაიწყო

11.10.2019 ბორჯომში სკოლა 58–მა მასწავლებელმა დატოვა

07.10.2019 პენსიონერი მასწავლებლები ახალციხის მერიამ დაასაჩუქრა [ფოტო]

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

15.10.2019 რამდენმა მასწავლებელმა დატოვა სკოლა სამცხე–ჯავახეთში?

15.10.2019 ცხაურის გარეშე დარჩენილი სანიაღვრე არხი ახალციხეში [ფოტო]

15.10.2019 ახალციხეში ცენტრალური ქუჩების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს ®

15.10.2019 აწყვიტაში ლოდების ჩამოცვენის საკითხს მერია სწავლობს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

30.09.2019 'ახალციხელი წიქარა' - გურამ სუდაძის ხელნაკეთი ტრაიციკლი

მსგავს თემაზე

ახალციხის კულუტრის სახლის შენობა ინგრევა
ვალის კულტურის სახლს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
ახალციხის მერიამ,  სამხედრო დასახლების საკუთრებაში გადაცემაზე უარი მიიღო
ადიგენში კულტურის სახლი აშენდება
ყოფილ სამხედრო დასახლებაში მერია პატარა ქალაქს გააშენებს
ვალეს კულტურის სახლის ყოფილი ხელმძღვანელი სამსახურში დაბრუნებას ითხოვს
ახალციხის კულტურის სახლში ქალთა დღესასწაულები აღნიშნეს