FM97.5 / LIVE

10 წამში მოგებული ბრძოლა – ამირან გოგოლაძე ინგუშეთიდან გამარჯვებული დაბრუნდა [Video]

მთავარისიახლე, საზოგადოება 22.11.2018
ახალციხეში მცხოვრებმა ამირან გოგოლაძემ, რომელიც კლუბ „13 ლეგიონის“ წევრია, ფინელ მეტოქეს 14 დარტყმა 10 წამში მიაყენა და ნოკაუტით დაამარცხა.

10 წამში მოგებული ბრძოლა – ამირან გოგოლაძე ინგუშეთიდან გამარჯვებული დაბრუნდა [Video]

„ვარჯიში 14 წლისამ დავიწყე, ინტერნეტში ქართველი მებრძოლების ჩანაწერებს ვუყურებდი და ვოცნებობდი, რომ საქართველოში მეც ასე მებრძოლა. 2014 წელს ბორჯომიდან ახალციხეში გადმოვედი და დავიწყე კიკბოქსინგზე ვარჯიში, რაც ექვს თვეს გაგრძელდა. მერე გავიგე, რომ ახალციხეში MMA გაიხსნა და მირჩიეს მიშა მესხთან მივსულიყავი, მას შემდეგ „13 ლეგიონის“ მებრძოლი ვარ“, – გვიყვება ამირანი.

გოგოლაძე ინგუშეთში ფინელ მეტოქეს 17 ნოემბერს შეხვდა: „ბრძოლამდე მეტოქის ჩხუბს რომ ვუყურებდი, ფიზიკურად ჩემზე ძლიერი იყო, ძირითადად ჭიდაობით და მტკივნეული ილეთებით იგებდა. ბრძოლის დაწყებამდე ტაქტიკა მოფიქრებული მქონდა, რამდენიმე წუთი უნდა მემოძრავა და გავხურებულიყავი. ჩემი სახელი რომ გამოაცხადეს, ზურგზე ჩემი დროშა მქონდა მოკიდებული, რინგზე რომ ავდიოდი და ამ დროშას ხელით ვეხებოდი, ვგრძნობდი რომ გავიმარჯვებდი“.

ამირანმა ბრძოლამდე 10 დღით ადრე, თავის ტრავმა მიიღო, ამის გამო მეტოქესთან შეხვედრამდე განსაკუთრებით ნერვიულობდა: „თავი კედელს ჩამოვარტყი და გავითიშე, მცირე ტვინის შერყევა მქონდა. ამიტომ ოდნავ ხელის მოხვედრაზე თავბრუსხვევა მეწყებოდა, ბრძოლისას რომ მომხვედროდა თავზე ხელი, საქმე ცუდად წავიდოდა, მაგრამ თქვენც ნახეთ რაც მოხდა“.



სპორტსმენს ამ დრომდე წაგებული ერთადერთი ბრძოლა აქვს. ამბობს, რომ ყირგიზეთში პირველ რაუნდში ხელი მოიტეხა და მიზეზი ეს იყო: „ყირგიზეთიდან რომ დავბრუნდი, სულ შემეცვალა აზროვნება, ეს მარცხი რომ არ მქონოდა, ალბათ ასეთი არ ვიქნებოდი. სხვანაირად დავინახე როგორ უნდა მებრძოლა, რინგზე რა უნდა მეკეთებინა. ეს მარცხი იყო წინაპირობა, რომ მომდევნო ბრძოლებში უფრო მაგრად წარმომედგინა ჩემი თავი“.

მარცხის შემდეგ გოგოლაძემ M-1 Challenge - ის ეგიდით სამჯერ რუს მეტოქეებთან იბრძოლა და სამჯერვე გაიმარჯვა. ინგუშეთში გამარჯვება კი მისთვის მეოთხე დიდი წარმატება იყო: „ინგუშეთში მარცხი სამი ნაბიჯით უკან დახევას ნიშნავდა. ამიტომ ამ ბრძოლაში ყველაფერი ჩავდე. ახლა უკვე დიდი იმედი მაქვს, რომ მალე ქამარზე ბრძოლა მომიწევს“.

[ავთო ინასარიძე, ნანა ინასარიძე, ახალციხე]


25.02.2020 როდის დაიწყება სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები

24.02.2020 ახალციხის სამხატვრო სკოლაში ერთი დღით სწავლა შეწყდება

22.02.2020 პირველკლასელთა რეგისტრაცია მარტში დაიწყება

21.02.2020 სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტმა ავტორიზაცია გაიარა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.02.2020 ასპინძის მერიაში ექვსი ვაკანტური პოზიციაა

25.02.2020 ბაკურიანელი და–ძმა ტრამპლინიდან ხტომაში მსოფლიო პირველობისთვის იბრძოლებს

25.02.2020 ფარავნის უღელტეხილზე ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

25.02.2020 საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

15.02.2020 თისელის ამბებს გიყვებით [ფოტო]

14.02.2020 გორგული – გორებს შორის მოქცეული სოფლის ისტორია [ფოტო/ვიდეო]

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხელი სპორტსმენის, ამირან გოგოლაძის წარმატება ინგუშეთში
'13 ლეგიონის' სპორტსმენი რუსეთის წარმომადგენელს შეებრძოლება
‘გულშემატკივრების მხარდაჭერამ გამამარჯვებინა’ – მიშა მესხი გერმანიიდან IFC–ის ქამრით დაბრუნდა [Video]
ახალციხიდან ფილადელფიამდე – ჯაბა ხოსიტაშვილის 20 წელი რინგზე [Video]
ახალციხელმა ამირან გოგოლაძემ  ფინელი სპორტსმენი დაამარცხა [video]
კრივის ჩემპიონატის ქართველი გამარჯვებული ამერიკაში
'13 ლეგიონის' სპორტსმენი გერმანიაში იბრძოლებს