FM97.5 / LIVE

რაში დაიხარჯება 2019 წელს ადგილობრივი ბიუჯეტი ახალციხეში

მთავარისიახლე, ეკონომიკა 22.11.2018
ახალციხის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი 15 900 000 ლარით განისაზღვრა. აქედან 5 347 600 ლარი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის, 3 852 200 ლარი კი წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსებისთვის არის გაწერილი .

რაში დაიხარჯება 2019 წელს ადგილობრივი ბიუჯეტი ახალციხეში

დღეს, 19 ნოემბერს, ახალციხის საკრებულოში მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს. პროექტი დეპუტატებს ახალციხის მერის მოადგილემ გურამ მელიქიძემ წარუდგინა, თუმცა მანამდე მან გასული ორი წლის შესრულებული პროექტები და ბიუჯეტები მიმოიხილა. სხდომაზე, გასული წლებისგან განსხვავებით, ადგილობრივები არ აქტიურობდნენ, თუმცა, ის ვინც განხილვას ესწრებოდა, ვიდრე მელიქიძე ახალი პორექტის წარდგენას დაიწყებდა, დარბაზი მანამდე დატოვეს.

2019 წლის ბიუჯეტის მთავარი პრიორიტეტი ინფრასტრუქტურული პროექტებია. ამისთვის გაწერილი 5 347 600 ლარიდან საგზაო ინფრასტრუქტურის მოვლა–შენახვისთვის 923 800 ლარია გაწერილი, კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა–რეაბილიტაციისათვის – 2 425 000 ლარი, დასუფთავების ღონისძიებებისთვის – 1 165 000 ლარი, გარეგანათების რეაბილიტაცია–ექსპლოატაციისათვის – 580 000 ლარი, წყალსადენისა და საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაციისათვის – 420 000 ლარი, ნაპირსამაგრი სამუშაოებისთვის – 20 000 ლარი, ააიპ ახალციხის მელიორაციისათვის – 240 000 ლარი, პარკების და სკვერების მშენებლობა რეაბილიტაციისათვის – 165 000 ლარი, სპორტული მოედნების მოწყობისათვის – 150 000 ლარი, სახლების და სახურავების მოწყობა–რეაბილიტაციისათვის – 1 100 000 ლარი.

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისთვის ბიუჯეტის პროექტში 3 476 500 ლარია გაწერილი. კულტურული და სპორტული ღონისძებებისთვის კი 2 023 500 ლარი, ამ თანხაში შედის კულტურის დაწესებულებთა გაერთაინებაში შემავალი ორგანიზაციების დაფინანსებაც.

მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფისათვის მომავალ წელს 1 100 000 ლარი დაიხარჯება. ამ მუხლიდან თანხა სხვადასხვა მიმართულებებით ასე გაიწერება: ჯანდაცვის პროგრამები – 166 700 ლარი, ააიპ ჯანდაცვის მუნიციპალური პროგრამები – 166 700 ლარი, სოციალური პროგრამები – 933 300 ლარი, შშმ პირთა სოციალური დახმარება – 90 600 ლარი, ააიპ–ახალციხის სათნოების სახლი – 129 200 ლარი, ხანძრით დაზარალებული ოჯახების ერთჯერადი დახმარება – 18 000 ლარი, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა და უკიდურესად გაჭირვებულთა დახმარება – 133 500 ლარი, ახალციხეში მგზავრთა გადაყვანის შეღავათის პროგრამა – 22 000 ლარი, ერთჯერადი დახმარება ყოველ ახალშობილზე – 61 000 ლარი, აწყურში მეწყერის შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარება – 18 000 ლარი, სახელოვნებო სკოლებში სოციალური შეღავათების მქონე პირთა შვილებისთვის სოციალური დახმარება – 48 000 ლარი, მოსახლეობის საოპერაციო და სოციალურად დაუცველთა სამედიცინო გამოკვლევების დახმარება – 390 000 ლარი.

ბიუჯეტის პროექტი განხილვის შემდეგ საკრებულოდან მერიაში დაბრუნდება. საკრებულოს კი დასამტკიცებლად 25 დეკემბრამდე გადაეცემა.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


29.09.2020 საფეხური: როგორ დავიცვათ მოსწავლეები კორონავირუსთან დაკავშირებული სტრესისგან [აუდიო]

28.09.2020 საბავშვო ბაღებში სწავლის დაწყება 12 ოქტომბრამდე გადაიდო

23.09.2020 საფეხური: ბორჯომის ბაღებში სწავლის დაწყების ნებართვას ელოდებიან [აუდიო]

21.09.2020 სამცხე-ჯავახეთის 20 სკოლაში 25 ვაკანტური ადგილია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

29.09.2020 სომხურ თემს ახალციხიდან ყარაბაღში ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნა სურს

29.09.2020 ‘ვმსჯელობთ, როგორ დავეხმაროთ სომხეთს’ - ახალციხეში სომხური თემი იკრიბება [ფოტო]

29.09.2020 სავაჭრო ობიექტებსა და ტრანსპორტში მონიტორინგი გამკაცრდება – ბესიკ ამირანაშვილი

29.09.2020 სურსათით დატვირთულ მანქანებს საზღვრის გადაკვეთის უფლება მისცეს [ვიდეო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

26.09.2020 ორი კრისტინას ამბავი - დუხობორების მომავალი საქართველოში

23.09.2020 SKამბები: 'მრავალგვაროვანი' კლდე [აუდიო]

22.09.2020 როცა მუდმივად ეძებ - ახალგაზრდა არქეოლოგი ახალციხიდან [ვიდეო]

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ცვლილებები ახალციხის 2019 წლის ბიუჯეტში
4.6 მლნ ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან  ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის
ბორჯომის ბიუჯეტი 20 მილიონი ლარით დაიგეგმა
ახალციხის გამგებელმა 2015 წლის ანგარიში წარადგინა
ადიგენის საკრებულომ მოქალაქეების მკურნალობის დაფინანსებისთვის 15 000 ლარი გამოყო
ახალციხის მერია ააიპ–ების დაფინანსებას ზრდის
რაში დახარჯეს მერიებმა 2018 წელს სარეზერვო ფონდის თანხები