FM97.5 / LIVE

კატასტროფის ცენტრის მანქანა, რომელსაც პაციენტი გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა

მთავარისიახლე, სამართალი 22.11.2018
კატასტროფის ცენტრის მანქანა, რომელსაც ადიგენიდან თბილისში თირკმლის უკმარისობით პაციენტი გადაჰყავდა, ახალციხეში ავარიაში მოყვა. შემთხვევის შედეგად კატასტროფის მანქანაში მყოფი ექიმი მსუბუქად დაშავდა.

კატასტროფის ცენტრის მანქანა, რომელსაც პაციენტი გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა

შემთხვევა, დღეს, 22 ნოემბერს, დაახლოებით, 17:30 საათზე მოხდა. ადიგენიდან თბილისის მიმართულებით მიმავალი მანქანა ქალაქის გასასვლელში, „გალფის“ ბენზინგასამართ სადგურთან ახლოს, საპირისპირო მიმართულებით მოძრავ „მერსედესს“ შეეჯახა.

თვითმხილველების თქმით, მიზეზი მანქანების გადაჭარბებული სიჩქარე იყო, რის გამოც „მერსედესის“ მძღოლმა საჭე ვეღარ დაიმორჩილა.

კატასტროფის მანქანაში მყოფი პაციენტის თბილისში გადასაყვანად შემთხვევის ადგილზე მეორე მანქანა მივიდა. დაშავებული ექიმი კი ამბობს, რომ შეჯახების დროს მხოლოდ შუბლი დაარტყა და საკუთარ თავს პირველადი დახმარება თავად აღმოუჩინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ მომხდარის შესწავლა ადმინისტრაციული წესით დაიწყეს და სამართალდამრღვევი მძღოლი დაჯარიმდება.

კატასტროფის ცენტრის მანქანა, რომელსაც პაციენტი გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა

კატასტროფის ცენტრის მანქანა, რომელსაც პაციენტი გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა

კატასტროფის ცენტრის მანქანა, რომელსაც პაციენტი გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა

[sknews.ge]


21.02.2019 სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები 8 მარტიდან იწყება

20.02.2019 ახალციხელ წარჩინებულ სტუდენტებს მერია სემესტრში 500 ლარიან სტიპენდიას მისცემს

19.02.2019 ‘მომავლის თაობამ’ ტექნიკის კონკურსში გამარჯვებული სკოლები გამოავლინა

17.02.2019 ახალციხეში 'ევერესტის' მონაწილეები დააჯილდოეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.02.2019 23 თებერვალს ‘ტაო’ ქუთაისის ‘არესს’ შეხვდება

20.02.2019 დირექტორებმა ახალციხის მერს სკოლების ინფრასტრუქტურული პრობლემები გააცნეს

20.02.2019 უწყლობა და ანტისანიტარია სამცხე–ჯავახეთის სკოლების ტუალეტებში – რას გეგმავენ მერიები

20.02.2019 მძღოლები ტექინსპექტირებისთვის ახალქალაქიდან ახალციხეში ჩამოდიან

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

მსგავს თემაზე

სატყეო სამსახურის მანქანა ავარიაში მოყვა
ახალციხეში ავტოავარია მოხდა
ახალციხეში სასწრაფოს მანქანა ავარიაში მოყვა
ახალციხეში ერთმანეთს სამი მანქანა შეეჯახა
ახალციხეში ავარიის შედეგად ორი მანქანა და მაღალი ძაბვის ბოძი დაზიანდა
ახალციხეში მანქანა ხევში გადავარდა
ასპინძაში 6 წლის ბიჭს მანქანა დაეჯახა