FM97.5 / LIVE

ვისთვის შენდება აბასთუმანში სამსართულიანი კორპუსი

მთავარისიახლე, ეკონომიკა, საზოგადოება 22.11.2018
აბასთუმანში მცხოვრებლები ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილი სანატორიუმ „ზეკარის“ და ამჟამად მოქმედი ტუბსაავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიას ათავისუფლებს, ამიტომ აქ მცხოვრებლების გადასაყვანად კურორტზე სამსართულიანი კორპუსის მშენებლობა დაიწყო.

ვისთვის შენდება აბასთუმანში სამსართულიანი კორპუსი

აბასთუმანში მშენებარე კორპუსი 15 ოჯახისთვისაა განკუთვნილი. კურორტზე ამბობენ, რომ აქ იმ ოჯახებს შეასახლებენ, რომლებსაც ავარიული სახლები აქვთ.

„აბასთუმანში ავარიულ სახლებს რა დალევს, მაგრამ მე როგორც გავიგე, ტუბის უკან 15–მდე ოჯახი ცხოვრობს და ისინი უნდა გადმოიყვანონ მანდ. თან იმ ადგილს მთლიანად აცარიელებენ და რაში სჭირდებათ არ ვიცი“,– გვითხრა აბასთუმანში მცხოვრებმა ნუგზარ ხოსიტაშვილმა.

წიწვოვან ტყეში მდებარე ტუბსაავადმყოფოს, ანუ ყოფილი „ზეკარის“ სანატორიუმის უკან 12 ოჯახი ცხოვრობს. მათ შორის ცხრა კურორტზე სეზონურად მოდის, სამი კი მუდმივად აქაა, თუმცა უკვე ყველა მათგანმა იცის, რომ აბასთუმანში ახალი კორპუსი მათთვის შენდება.

„ბიძინა ივანიშვილი მოვიდა აქ აგვისტოში, სათითაოდ დაათვალიერა ყველაფერი, და გვითხრა, რომ მომავალ წელს ახალ შენობაში იცხოვრებთო და მალე მშენებლობაც დაიწყო“, – გვიყვება ციური თუთაშვილი, რომელიც სანატორიუმ „ზეკარის“ უკან უკვე 40 წელია ცხოვრობს – „ვიდრე ჩვენთვის კორპუსის აშენებას დაიწყებდნენ აქ მოვიდნენ ინჟინრები და იურისტები და გვკითხეს როგორი სახლი გვინდოდა რომ გვქონოდა. მშენებლობის პროცესშიც მივდივართ და ვნახულობთ ხოლმე რა კეთდება და როგორ“.

აქ მცხოვრებლების თქმით, როგორც კი გაზაფხულზე ამინდი გამოდის, ეზო ბავშვებით ივსება: „ახლოს ვართ ტუბერკულოზით დაავადებულებთან და ეს პატარებისთვის საშიშია. თან ჩვენი სახლებიც ავარიულია“.

რატომ გადაწყდა მხოლოდ ტუბსაავადმყოფოს მიმდებარედ მცხოვრებლებისთვის ახალი კორპუსის აშენება, მაშინ როცა კურორტზე ბევრი ავარიული სახლია, ამაზე არც ადიგენის თვითმმართველობაში და არც ფონდ „ქართუში“ გვპასუხობენ. კორპუსის მშენებლობას აქ სწორედ „ქართუ“ აფინანსებს.
„გადაწყვეტილი ჯერ არაფერია და ვერ გეტყვით“, – ამბობს აბასთუმანში მერის წარმომადგენელი გიორგი გედევანიძე.

აბასთუმანში ტუბსაავადმყოფოს კურორტიდან მოშორებით გადატანა და აქ მცხოვრებლების სხვაგან გადაყვანა ერთდრულად დაიგეგმა. ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მან აბასთუმანში, აგვისტოში, ოჯახთან ერთად ორ კვირაზე მეტი გაატარა.

შემოდგომიდან აბასთუმანში ფონდმა „ქართუმ“ ექვსი პროექტის განხორციელება დაიწყო და მათ შორის ერთ–ერთი ფილტვით დაავადებულთა სარეაბილიტაციო ცენტრია. აბასთუმანში სახლსა და ხუთვარსკვლავიან სასტუმროს აშენებს ივანიშვილიც.

ფონდი „ქართუ“ კურორტზე მიმდინარე პროექტებისთვის ოთხ მილიონ ლარს ხარჯავს.

ვისთვის შენდება აბასთუმანში სამსართულიანი კორპუსი

ვისთვის შენდება აბასთუმანში სამსართულიანი კორპუსი

[ლუბა გიორგაძე, ადიგენი]


23.09.2020 საფეხური: ბორჯომის ბაღებში სწავლის დაწყების ნებართვას ელოდებიან [აუდიო]

21.09.2020 სამცხე-ჯავახეთის 20 სკოლაში 25 ვაკანტური ადგილია

21.09.2020 ახალქალაქის 8 სოფელში მცირე ბიბლიოთეკები მოეწყო

18.09.2020 1046 სტუდენტი სწავლის გასაგრძელებლად სომხეთში დაბრუნდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.09.2020 1 აშშ დოლარის ღირებულება 3.25 ლარი გახდა

22.09.2020 სამცხე–ჯავახეთში წვიმა და ელჭექია ნავარაუდევი – კვირის პროგნოზი

22.09.2020 GMPP–ის შესარჩევი კონკურსი რეგიონული ონლაინ მედიისთვის

21.09.2020 როცა პანდემიაა და სამცხე-ჯავახეთში ჯანდაცვის რგოლი დუმს - ვინ და რატომ არ აკეთებს კომენტარს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

23.09.2020 SKამბები: 'მრავალგვაროვანი' კლდე [აუდიო]

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

10.09.2020 SKამბები: უშახტოდ დარჩენილი მეორე შახტა [აუდიო]

03.09.2020 SKამბები: თუთუნიდან – სოფლის დაცლამდე [აუდიო]

მსგავს თემაზე

აბასთუმანში  მიმდინარე პროექტები [Video]
ბიძინა ივანიშვილი აბასთუმანში სახლს იშენებს
აბასთუმანის ტუბსაავადმყოფო ისე დაკეტეს, რომ ჯერ ახალი არ გაუხსნიათ
აბასთუმანში ივანიშვილთან დაკავშირებული ოფშორული კომპანია სასტუმროს  აშენებს
‘აბასთუმანში ჰაერი მინდა, წამლით თბილისშიც ვიმკურნალებ’ – პაციენტები კურორტიდან ტუბის გადატანაზე
ივანიშვილის სტუმრობის შემდეგ აბასთუმანში შვიდი პროექტის განხორციელება დაიწყო
აბასთუმანში მშენებარე ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო დამსვენებლებს 2020 წლიდან მიიღებს