FM97.5 / LIVE

ვის უკავშირებენ რელიგიური კონფლიქტის გაღვივების მცდელობას?

მთავარისაზოგადოება 25.07.2013
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭელაში მინარეთის დადგმის შემდეგ სიტუაციის დაძაბვაში მუსლიმებიცა და მართლმადიდებლებიც ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს ადანაშაულებენ;

ვის უკავშირებენ რელიგიური კონფლიქტის გაღვივების მცდელობას?
ადგილობრივი მართლმადიდებლებიცა და მუსლიმებიც აცხადებენ, რომ მათ ათეული წლების განმავლობაში ერთმანეთთან კარგი მეზობლური დამოკიდებულება აქვთ, ახლა კი მათ შორის კონფლიქტის გაღვივებას ქვეყნის არევით დაინტერესებული პირები ცდილობენ.

იმამის მოადგილე დავით ჩოგაძე მიიჩნევს, რომ მინარეთის დემონტაჟის სურვილი არათუ ადგილობრივებს, არამედ ვიღაცა სხვას აქვს. იგი ფიქრობს, რომ მდგომარეობის დაძაბვას ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები ცდილობენ, რადგან მათ ქვეყანაში ქაოსური ვითარების შექმნა სურთ.

ჭელაში მართლმადიდებლური ტაძრის მშენებელი ბერდია ქაფიანიძე კი აცხადებს, რომ ამ საქმესთან კავშირი ადიგენის მაჟორიტარ კანდიდატს „ნაციონალებიდან“ , ზურაბ ჩილინგარაშვილს აქვს: „აქ სულ ორი კაცის გამო ხდება ეს ყველაფერი, ერთ-ერთი ასეთი მაჟორიტარი ჩილინგარაშვილი გახლავთ. ალბათ აწყობს, რომ ასე მოხდეს ყველაფერი“.

კონკრეტულად ჩილინგარაშვილს არ ადანაშაულებს ადიგენში მოქმედი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი დარბაზის“ თავმჯდომარე გოდერძი კუბლაშვილი, თუმცა, იგი დარწმუნებულია, რომ აქ არის მიზანმიმართული პროვოკაცა სახელმწიფოს მიმართ.
„ვის აწყობს ეს, სამართალდამცავებმა უნდა გამოიძიონ. თუ არ აქვთ ამის უნარი, მაშინ სახლში წავიდნენ და სხვას, უფრო მცოდნეს და განათლებულს დაუთმონ ადგილი“, - ამბობს კუბლაშვილი.

ვის უკავშირებენ რელიგიური კონფლიქტის გაღვივების მცდელობას?

შეგახსენებთ,ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭელაში მდებარე მეჩეთს გვერდით მინარეთი მიადგეს. მომხდარის შემდეგ სოფელში დაიწყო ხელმოწერების შეგროვება მინარეთის დემონტაჟის მოთხოვნით. ადგილობრივები ამბობენ, რომ სოფელში მუსლიმები და მართლმადიდებლები კეთილმეზობლურად ცხოვრობენ და სიტუაციას ვიღაც ხელოვნურად ძაბავს. მათი ნაწილი ირწმუნება, რომ განცხადებას მათ ნაცვლად ხელი სხვამ მოაწერა. ის ადამიანები, ვინც ხელმოწერებს აგროვებენ, ამბობენ, რომ ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტის მეუფე თეოდორე ჭუაძის კურთხევა აქვთ. ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიასა და არც საპატრიარქოში კი ამბობენ, რომ მომხდარზე არაფერი იციან.

[თამუნა უჩიძე, ადიგენი]


18.09.2019 ლევან ბერძენიშვილი ახალციხეში საჯარო ლექციას გამართავს

18.09.2019 ახალქალაქის სკოლებში ოთხ მანდატურს დაამატებენ

17.09.2019 წითელი ყელსახვევების საქმეზე აუდიტმა დასკვნა დადო, თუმცა სკოლებისთვის ცნობილი არ არის

16.09.2019 ‘თავისუფლებაზე ორიენტირებული სწავლება’ - ახალი სკოლის მოდელი

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.09.2019 დღეს მესხეთის თეატრში წარმოდგენას მარჯანიშვილის თეატრი გამართავს

19.09.2019 ახალციხის ცენტრში ნაცემ ქალს ტვინის შერყევა აქვს

19.09.2019 ახალციხეში სოციალურად დაუცველ ოჯახს ადგილობრივები დაეხმარნენ

18.09.2019 ნაცემ ქალს გამოკვლევები უტარდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

19.09.2019 მზეთამზიელი გულნაზი

17.09.2019 სოფელი გულსუნდა – 'წინ კლდეები, უკან მტკვარი' [ფოტო]

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

მსგავს თემაზე

მინარეთის ნგრევის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებაზე საპატრიარქოში არაფერი იციან
‘საზოგადოებრივი დარბაზი’-  მინარეთის დადგმის საქმე უნდა გამოიძიონ
ვის უკავშირებს ჭელაში ვითარების დაძაბვას მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე
ვინ და რატომ გეგმავს ადიგენში აქციის გამართვას?
ჭელის მეჩეთის წინამძღვარი: მინარეთიდან მოლა მრევლს არ მიმართავს
ზარზმის წინამძღვარი მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარეს პასუხობს
ჭელაში მცხოვრები - მინარეთის დასანგრევად ხელი ჩემს ნაცვლად მოაწერეს