FM97.5 / LIVE

ანსამბლი ‘მესხეთი’ 70–წლიანი ისტორიით [Photo/Video]

მთავარისიახლე, საზოგადოება 21.11.2018
ანსამბლ „მესხეთის“ გარეშე ახალციხეში თითქმის 70 წელია არცერთი ღონისძიება არ გამართულა. ფოლკლორული ანსამბლის რეპერტუარში კი წლების განმავლობაში აღდგენილი არა ერთი ძველი მესხური სიმღერა შედის.

ანსამბლი ‘მესხეთი’ 70–წლიანი ისტორიით [Photo/Video]

ფოლკლორული ანსამბლი „მესხეთი“ 1949 წელს ჩამოყალიბდა. მისი პირველი ლოტბარი ნოკო ხურცია იყო. დღეს „მესხეთი“ 12 წევრისგან შედგება. მათ შორის სამი, ათეული წლებია ანსამბლში მღერის და ამ ხნის განმავლობაში ქალაქში ღონისძიება არ გამართულა ისე, რომ მათ ხალხური სიმღერები არ შეესრულებინათ.

ანსამბლი ‘მესხეთი’ 70–წლიანი ისტორიით [Photo/Video]„ძველი ქართული ანდაზის არ იყოს „ქათამს უთქვამს ცხვარი დაკლეს მე წამაკლეს, ღორი დაკლეს და მე წამაკლეს, ძროხა დაკლეს და ისევ მე წამაკლესო“, ისეა ჩვენი საქმეც, ქალაქში თუ რამე ხდება ყველგან ჩვენ გვიწვევენ სამღერლად“ – ამბობს ხუმრობით ანსამბლის უხუცესი წევრი ტარიელ ზუმბაძე, რომელიც „მესხეთში“ 60 წელია მღერის. იხსენებ, რომ 18 წლის იყო, როცა ანსამბლის მაშინდელმა ხელმძღვანელთან ქეთევან ღოღობერიძესთან სინჯებზე მივიდა. – „ძალიან მცხვენოდა და ვნერვიულობდი, სოფლელი ბიჭი ვიყავი. მითხრა, კარგი შვილი ხარ დედაო, სულ ყველა ხმას როგორ ფლობო. აირჩიე რომელ ხმაში დადგები გუნდშიო. მეორე ხმაში დავდექი. ეს იყო 1959 წელს“.

დღევანდელისგან განსხვავებით, 1980–1990–იან წლებში ანსამბლში 80 წევრი იყო. მაშინ რეპეტიციის გაცდენისთვის გუნდის წევრი მკაცრად ისჯებოდა.

„გუნდზე მომაგრებული იყო რაიკომიდან პირი, რომელსაც ვეძახდით „სტაროსტას“, მას ჰქონდა აღრიცხვის ჟურნალი, თუ ვინმე გააცდენდა, მეორე დღეს რაიკომის პირველი მდივნის მაგიდაზე იდო მათი სია. იმ პერიოდში ანსამბლში სულ ხელმძღვანელი პირები მღეროდნენ და ვაი იმათი ტყავის ბრალი, თუ გაცდენების სიაში მათი სახელები და გვარები აღმოჩნდებოდა“, – იხსენებს ტარიელ ზუმბაძე.



ახლა ანსამბლ „მესხეთის“ წევრები ახალციხის კულტურის სახლში, ერთ პატარა ოთახში, კვირაში ორჯერ იკრიბებიან. აქ გუნდის წევრები ძველი, მივიწყებული მესხური სიმღერების აღდგენაზეც მუშაობენ.

„ჩვენი ანსამბლის რეპერტუარი ძირითადად ქართული ხალხური სიმღერებისაგან შედგება, მაგრამ ჩვენთვის პრიორიტეტი მესხური სიმღერებია. ჩვენ ორიენტირებულები ვართ იმაზე, რომ სწორედ მესხურ სიმღერებს გავუწიოთ პოპულარიზაცია, რადგან ისინი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი არაა“, –ამბობს ზაზა თამარაშვილი, რომელიც ანსამბლ „მესხეთს“ 2005 წლიდან ხელმძღვანელობს.

მისი თქმით, ამ დრომდე გუნდმა არა ერთი მესხური სიმღერა აღადგინა: „2010 წელს კომპაქტდისკიც ჩავწერეთ, ზედ შვიდი მესხური სიმღერაა მოთავსებული და იმის შემდეგ კიდევ დავამატეთ რამდენიმე ახალი სიმღერა“.

ანსამბლი ძველი მესხური სიმღერების აღდგენას სხვადასხვა წყაროებიდან ცდილობს. „ფერხული“, „მზეშინა“ და კიდევ სხვა უამრავი აღდგენილი სიმღერა ახლა უკვე გუნდის რეპეტუარის ნაწილია.

„იყო ასეთი მოღვაწე ვალერიან მაღრაძე და მან დაგვიტოვა მემკვიდრეობა მესხური სიმღერებისა და სწორედ მისი სანოტო სისტემებიდან ვამუშავებთ სიმღერებს“, – ამბობს თამარაშვილი.



ანსამბლის რეპერტუარში შედის საქართველოს სხვადასხვა კუთხის სიმღერები და საგალობლებიც. გუნდში ამბობენ, რომ დღეს ქართული სიმღერებით დაინტერესებული ბევრი ახალგაზრდაა.

ანსამბლი ‘მესხეთი’ 70–წლიანი ისტორიით [Photo/Video]„არიან ახალგაზრდები და სხვათაშორის არც ისე ცოტა, რომლებიც დაინტერესებულები არიან ქართული სიმღერებით, ქუჩაში რომ გაივლით, დაინახავთ სტუდენტებს გიტარით, ფანდურით, ან სხვა საკრავით ხელში. ეს კარგი ტენდენციაა“, – ამბობს ვასილ ბეგიშვილი, რომელიც „მესხეთში“ 2010 წლიდან მღერის.

იგი ანსამბლ „მესხეთის“ ოთხი წევრისგან შექმნილი კვარტეტის „ძმანო–ს“ წევრიცაა. გასულ თვეში კვარტეტმა ჰოლანდიის სხვადასხვა ქალაქში 14–მდე სოლო კონცერტი გამართა.

წლების განმავლობაში ანსამბლი „მესხეთი“ არაერთი ფესტივალის ლაურიატი და ნომინანტი გამხდარა, თუმცა თავად გუნდის წევრები განსაკუთრებით 2010 წელს მინიჭებულ სერტიფიკატს გამოყოფენ: „2010 წელს კულტურის სამინისტრომ ანსამბლების სერტიფიცირება დაიწყო და მათ შორის მოვხვდით ჩვენც“, – გვითხრა თამარაშვილმა. ამის შემდეგ, სამი წლის მოგვიანებით, 2014 წელს ანსამბლ „მესხეთს“ახალციხის ციხეზე ვარსკვლავი გაუხსნეს. გუნდის სავიზიტო ბარათი ხალხური სიმღერა „მამლიმუხასაა“. ისინი ხშირად ახალციხის ციხეზე მიწვეულ სტუმრებს, სწორედ ამ სიმღერით ხვდებიან.

ანსამბლი ‘მესხეთი’ 70–წლიანი ისტორიით [Photo/Video]

ანსამბლი ‘მესხეთი’ 70–წლიანი ისტორიით [Photo/Video]

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


15.10.2020 უნივერსიტეტებს შეუძლიათ ლექციები 19 ოქტომბრიდანაც დისტანიურად ჩაატარონ – გახარია

13.10.2020 საფეხური: მესხეთის თეატრი – პანდემიისგან შექმნილი პრობლემები და სამომავლო გეგმები [აუდიო]

12.10.2020 ჭეჭლასა და დიდ ზანავში სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა

12.10.2020 ახალციხის ბაღებში სწავლა განახლდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.10.2020 როგორ შეიძლება გაზის მომსახურების საფასურის გადახდა ახალციხეში

19.10.2020 momxmarebeli.ge: 15 სარეცხ საშუალებაში ფორმალდეჰიდი აღმოჩნდა, ორში ტყვია

18.10.2020 წირვა–ლოცვის შემდეგ ტაძრებში უნდა ჩატარდეს დეზინფექცია – საპატრიარქო

18.10.2020 მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გრიგოლ ხანძთელის ხსენების დღეს აღნიშნავს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

01.10.2020 SK ამბები: მინაძე [აუდიო]

მსგავს თემაზე

ანსამბლ 'მესხეთის' წევრები ჰოლანდიაში სოლო კონცერტებს მართავენ [Video]
მესხური სიმღერები ფოლკლორული ანსამბლების შესახებ გამოცემისთვის შეარჩიეს
ანსამბლ 'მესხეთს' ვარსკვლავს გაუხსნიან
‘წუნდა’ –  ანსამბლი, რომელიც მესხურ ფოლკლორს ინახავს [ფოტო/ვიდეო]
ახალციხის ციხეზე კიდევ ერთი ვარსკვლავი გაიხსნა
ანსამბლი ‘მესხეთი’ ფილარმონიაში სოლო კონცერტს გამართავს
ანსამბლმა 'თამარიონმა' 20 წლის იუბილე იზეიმა