FM97.5 / LIVE

‘საზოგადოებრივი დარბაზი’- მინარეთის დადგმის საქმე უნდა გამოიძიონ

მთავარისაზოგადოება 25.07.2013
ადიგენში მოქმედ ერთადერთ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივ დარბაზში“ ამბობენ, რომ შეუძლებელია მინარეთის დადგმამდე საქმის კურსში არავინ ყოფილიყო.

‘საზოგადოებრივი დარბაზი’-  მინარეთის დადგმის საქმე უნდა გამოიძიონ
”საზოგადოებრივი დარბაზის” თავმჯდომარე გოდერძი კუბლაშვილი აცხადებს, რომ მინარეთის დადგმის შესახებ საქმე უნდა გამოიძიონ: „ყველა ის პირი, ვინც დაგეგმა, შეასრულა და ორგანიზება გაუკეთა ამ ქმედებას, უნდა დაისაჯოს. ვითხოვთ, დადგეს თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი იმ პირების, ვინც სამსახურეობრივი გულგრილობა გამოიჩინა, დაწყებული სარფის საბაჟოდან, დამთავრებული იმ ადგილით, სადაც ის დამონტაჟდა“.

კუბლაშვილი აქცენტს ადიგენის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებზე აკეთებს და ამბობს, რომ მინარეთი სოფლის რწმუნებულის სახლის წინ დამონტაჟდა, ამდენად შეუძლებელია იგი მომხდარის შესახებ საქმის კურსში არ ყოფილიყო: „მოიტანეს დიდი ტრაილერით, მთელი კვირა იმუშავეს, კრანით დაამონტაჟეს და ამის შესახებ არავინ არაფერი იცის. საბაჟოზე შემოვიდა, მთელი ქვეყანა გადმოკვეთა, მოვიდა ჭელაში და ამის შესახებ არაფერი იციან, ეს ხომ უაზრობაა?! საქათმე რომ დადგა, იმას უნდა მრავალი პროცედურის გავლა და ამხელა კონსტრუქციის შემოტანა ქვეყანაში ვიღაცას უნდა ეკითხებოდეს“.

კუბლაშვლი 2000-2002 წლებში ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იყო. ამბობს, რომ მაშინ მუნიციპალიტეტში 4 მეჩეთი და არცერთი მინარეთი არ იყო, ახლა კი 20-ზე მეტი მეჩეთია: „უნდა შევახსენოთ ევროპელებსაც და ყველას, რომ ეს არის ქრისტიანული სახელმწიფო, ქვეყანა, სადაც ერთ დღეში გვყავს 100 000 მოწამე, ქვეყანა სადაც გვყავს ქეთევან წამებული და ის ხალხი ვინც აწამებდა ჩვენ ხალხს, დღეს გვთხოვს, რომ თავიანთი რელიგია გავრცელდეს?! შვეიცარიამ არ დართო ნება მეჩეთების მშენებლობის და ჩვენ შვეიცარიაზე მეტი ევროპელები ვართ?!“

მისი თქმით, ლოცვას არავინ არავის უშლის: „უკანონოდ ააშენეს მეჩეთიც, რომელსაც ჯერ ისე აშენებდნენ როგორც სახლს და შემდეგ დადგეს გუმბათი, მაგრამ იქ ლოცულობენ და პროტესტი არავის გამოუხატავს. თუმცა დილის 6 საათზე მოლის ხმის გაგონება მიკროფონით არ არის სასიამოვნო“.

შეგახსენებთ,ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭელაში მდებარე მეჩეთს გვერდით მინარეთი მიადგეს. მომხდარის შემდეგ სოფელში დაიწყო ხელმოწერების შეგროვება მინარეთის დემონტაჟის მოთხოვნით. ადგილობრივები ამბობენ, რომ სოფელში მუსლიმები და მართლმადიდებლები კეთილმეზობლურად ცხოვრობენ და სიტუაციას ვიღაც ხელოვნურად ძაბავს. მათი ნაწილი ირწმუნება, რომ განცხადებას მათ ნაცვლად ხელი სხვამ მოაწერა. ის ადამიანები, ვინც ხელმოწერებს აგროვებენ, ამბობენ, რომ ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტის მეუფე თეოდორე ჭუაძის კურთხევა აქვთ. ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიასა და არც საპატრიარქოში კი ამბობენ, რომ მომხდარზე არაფერი იციან.

[თამუნა უჩიძე, ადიგენი]


03.06.2020 ახალციხის ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია მიმდინარეობს – რა დოკუმენტებია საჭირო

01.06.2020 'აბიტურიენტებისთვის გამოცდები სრულიად უსაფრთხოდ ჩატარდება' – ტიკარაძე

30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.06.2020 ‘სოფელი არ ჩაიკეტება, იგეგმება მოსახლეობის თერმოსკრინინგი’ – სამხარეო ადმინისტრაცია

04.06.2020 ‘ინფიცირებული სოფელში ორ გასვენებაში იმყოფებოდა’ - ნინოწმინდის ჯანდაცვის ცენტრი

04.06.2020 ‘სოფლის ჩაკეტვა იგეგმება’ – ყაურმის რწმუნებული

04.06.2020 '44 წლის ნინოწმინდელ კაცს, რომელიც შეცდომით სახლში გაუშვეს კორონავირუსი დაუდასტურდა' – ჯანდაცვის ცენტრი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

მინარეთის ნგრევის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებაზე საპატრიარქოში არაფერი იციან
ვის უკავშირებენ რელიგიური კონფლიქტის გაღვივების მცდელობას?
დატოვებს თუ არა სამსახურს ჭელის რწმუნებული?
ჭელაში მცხოვრები - მინარეთის დასანგრევად ხელი ჩემს ნაცვლად მოაწერეს
ვინ და რატომ გეგმავს ადიგენში აქციის გამართვას?
ჭელის მეჩეთის წინამძღვარი: მინარეთიდან მოლა მრევლს არ მიმართავს
ადიგენის მაჟორიტარი ჭელაში მიმდინარე მოვლენებთან კავშირს უარყოფს