FM97.5 / LIVE

ზურაბიშვილის მხარდამჭერ კონცერტზე ადგილობრივები მიკროავტობუსებით ჩამოიყვანეს

მთავარისიახლე, პოლიტიკა, საზოგადოება 20.11.2018
ახლციხეში, საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერ კონცერტზე ადგილობრივები რეგიონის მუნიციპალიტეტებიდან მიკროავტობუსებით ჩამოიყვანეს. მათ შორის არიან საბიუჯეტო სასამხურებში დასაქმებულებიც.

ზურაბიშვილის მხარდამჭერ კონცერტზე ადგილობრივები მიკროავტობუსებით ჩამოიყვანეს

თამარ მეფის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე კონცერტი 19:00 საათზე დაიწყო. სხვადასხვა სიმღერებს ბექა ჩხაიძე, სალომე ბაკურაძე, სალომე გოგიაშვილი, ჯემალ სეფიაშვილი, აჩი ფურცელაძე, ჯგუფი „ალილო“ და ანსამბლი "ფორტე" ასრულებენ.

კონცერტის მიმდებარედ გიორგიწმინდის, კლდის, ხიზაბავრის, ახალდაბის, ხეოთის, სხვილისის და სხვა სოფლების მიკროავტობუსები დგას.

„სამი მარშუტკით და პატარა მანქანებით წამოვედით სხვილისიდან. ზურაბიშვილს ვუჭერთ ყველა მხარს. გახსოვთ როგორი გაბრწყინებული იყო საქართველო როცა ქალი მეფე თამარი გვყავდა?! ისე აყვავდება ქვეყანა ზურაბიშვილს თუ ავირჩევთ“, – ამბობს სხვილისში მცხოვრები როზა სარქისიანი.

ზურაბიშვილს უჭერს მხარს ახალდაბიდან ჩამოსული ნუნუ ლომსაძეც: „სალომეს მხარდასაჭერად მოვედი აქ. დარწმუნებული ვარ, თუ მას ავირჩევთ, ქვეყანა წინ წავა“.

ზურაბიშვილის გამარჯვებაში და ქვეყნის წინსვლაში დარწმუნებულია სოფელ ხეოთის სკოლის თანამშრომელი ნანა მოთიაშვილიც: „25 კაცი ვართ ხეოთიდან, სკოლის მთელი ტექნიკური პერსონალი წამოვედით“, – გვითხრა მან.

კონცერტზე ზურაბიშვილის მხარდამჭერი მოწოდებები კეთდება. გამომსვლელები ხალხს არჩევნებზე მისვლასა და მმართვლი გუნდის მხარდაჭერილი კანდიდატის შემოხაზვას სთხოვენ.

ზურაბიშვილის მხარდამჭერ კონცერტზე ადგილობრივები მიკროავტობუსებით ჩამოიყვანეს

ზურაბიშვილის მხარდამჭერ კონცერტზე ადგილობრივები მიკროავტობუსებით ჩამოიყვანეს

[sknews.ge]


10.12.2019 როდის დაიწყება სკოლებში ზამთრის არდადეგები

09.12.2019 'მხიარულ სტარტებში' ახალციხის N1 საჯარო სკოლამ გაიმარჯვა

08.12.2019 არჩევანი – განათლებული და განვითარებული საქართველო

05.12.2019 წიგნიერების დონით ქართველი მოსწავლეები, 79 ქვეყანას შორის ბოლოდან მერვე ადგილზე არიან

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

10.12.2019 ახალციხეში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს

10.12.2019 სამცხე–ჯავახეთში უნალექო ამინდია მოსალოდნელი

10.12.2019 როგორ გააფართოეს საბურთალოს სასაფლაო სუს-ის მაღალჩინოსნის სიმამრისთვის

09.12.2019 ფარეხის გზაზე, სადაც ავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა კამერების დამონტაჟებას ითხოვენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

მსგავს თემაზე

'ქართული ოცნება' არჩევნებში მხარს სალომე ზურაბიშვილს უჭერს
ახალქალაქში სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი კონცერტი მიმდინარეობს
სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი კონცერტის გამო ახალციხეში ორი ქუჩა გადაიკეტა
ახალციხეში სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერი კონცერტი გაიმართება
გამოკითხვა: რამდენად დაუჭერენ მხარს საპრეზიდენტო არჩევნებში ზურაბიშვილს? [Video]
სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება
სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი სალომე ზურაბიშვილის განცხადებებზე