FM97.5 / LIVE

ბიძინა ივანიშვილი აბასთუმანში სახლს იშენებს

მთავარისიახლე, ეკონომიკა, საზოგადოება 20.11.2018
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი კურორტ აბასთუმანში სახლს იშენებს. ორსართულიანი სახლის მშენებლობა დეკემბრის ბოლომდე დასრულდება.

ბიძინა ივანიშვილი აბასთუმანში სახლს იშენებს

ბიძინა ივანიშვილის დაკვეთით კომპანია „GTDF Solutions- მა“ საცხოვრებელი სახლის მშენებლობა სექტემბერში დაიწყო.

როგორც ობიექტზე მისულ „სამხრეთის კარიბჭეს“ სამუშაოთა მწარმოებელმა განუცხადა, აბასთუმანში სახლის გაკეთების სურვილი ბიძინა ივანიშვილს აგვისტოში, აქ დასვენების დროს გაუჩნდა: „კურორტზე რომ ისვენებდა, ძალიან მოეწონა აქაურობა და გადაწყვიტა ნაკვეთი ეყიდა სახლის ასაშენებლად. მართლა უნიკალურია აქაური კლიმატი და ვის არ უნდა, რომ აქ იცხოვროს“, – გვითხრა „GTDF Solutions–ის“ სამუშაოთა მწარმოებელმა ბადრი დოლიძემ.

მისივე თქმით, ივანიშვილმა სახლის ასაშენებლად ნაკვეთი ადგილობრივი ბიზნესმენისგან შპს „არალის“ მფლობელისგან ოთარ თათეშვილისგან იყიდა. თუმცა თავად თათეშვილი ამბობს, რომ „მსგავსი რამ არ მომხდარა და ეს ყველაფერი ჭორია“.

ივანიშვილის სახლი ორსართულიანი იქნება, სახურავზე კი დიდი ვერანდა მოეწყობა.

ივანიშვილი აბასთუმანში აგვისტოში ოჯახთან ერთად ისვენებდა. მას შემდეგ მან აქ ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს და საკუთარი სახლის მშენებლობა გადაწყვიტა. ასევე, ივანიშვილის მითითებით აბასთუმნის ცენტრიდან მოშორებით გადააქვთ ტუბსაავადმყოფო. გარდა აღნიშნულისა, „ქართუ ფონდის“ დაფინანსებით კურორტზე საცხოვრებელი კორპუსი და პოლიკლინიკა შენდება. ასევე რეაბილიტაცია უტარდება დედათა მონასტერს მამათა მონასტრის ეზოს. „ქართუ ფონდში“ ამბობენ, რომ აბასთმანში მიმდინარე წელს სტადიონიც მოეწყობა.

[ლუბა გიორგაძე, ადიგენი]


30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.06.2020 ნიკოლ ფაშინიანს კორონავირუსი აქვს

01.06.2020 პირველი ივნისიდან ყველა სახის სავაჭრო ობიექტი გაიხსნა

01.06.2020 წაღვერში მილიონ ლარად რეაბილიტირებულ კულტურის სახლში წყალი ჩავიდა

31.05.2020 ‘ყოველი მეოთხე ადამიანი გვეღუპება თამბაქოს მოხმარებით, აქედან 300 ბავშვია’ - სტურუა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ივანიშვილის სტუმრობის შემდეგ აბასთუმანში შვიდი პროექტის განხორციელება დაიწყო
აბასთუმანში ივანიშვილთან დაკავშირებული ოფშორული კომპანია სასტუმროს  აშენებს
ვისთვის შენდება აბასთუმანში სამსართულიანი კორპუსი
აბასთუმანში მშენებარე ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო დამსვენებლებს 2020 წლიდან მიიღებს
აბასთუმანში  მიმდინარე პროექტები [Video]
საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი
ბიძინა ივანიშვილი:'აბასთუმნის ჯამურმა ინვესტიციამ მილიარდნახევარ ლარს მიაღწია'