FM97.5 / LIVE

ადიგენის მერთან შეხვედრის გამო სოფელ აბასთუმნის სკოლაში გაკვეთილები გაცდა

მთავარისიახლე, პოლიტიკა 20.11.2018
დღეს, 20 ნოემბერს, სოფელ ვარხანში ადიგენის მერი ადგილობრივებს შეხვდა. ამ შეხვედრას სოფელ აბასთუმნის სკოლის პედაგოგებიც დაესწრნენ, რის გამოც სკოლაში მეექვსე და მეშვიდე გაკვეთილები გაცდა.

ადიგენის მერთან შეხვედრის გამო სოფელ აბასთუმნის სკოლაში გაკვეთილები გაცდა

დღეს, სოფელ აბასთუმნის სკოლა ხუთი გაკვეთილის შემდეგ, დაახლოებით, 13:40 საათზე, პედაგოგებმა, ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა და მოსწავლეებმა ერთდროულად დატოვეს. ბავშვები სახლში, თანამშრომლები კი მეზობელ სოფელში ადიგენის მერთან ზაქარია ენდელაძესთან შეხვედრაზე წავიდნენ.

„მეექვსე გაკვეთილი გაგვიცდა, მასწავლებელმა გამოგივშვა, ასე თქვა გამგებელთან მივდივართ შეხვედრაზეო“, – გვითხრეს სკოლიდან გამოსულმა უფროსკლასელებმა.

ადიგენის მერთან შეხვედრის გამო სოფელ აბასთუმნის სკოლაში გაკვეთილები გაცდა

ამ დროისთვის სკოლის ეზოსთან იმყოფებოდა სოფელ აბასთუმანში მერის წარმომადგენელი ვიქტორ მინაძე. ორი მასწავლებელი სწორედ მის მანქანაში დაჯდა: „ეს მასწავლებლები სახლში მიმყავს, არანაირი შეხვედრაზე არ მივდივართ“, – განუცხადა მან „სამხრეთის კარიბჭეს“, თუმცა მოგვიანებით, მინაძის მანქანაში მსხდომი მასწავლებლები სოფელ ვარხანში მერთან გამართულ შეხვედრაზე გადავიღეთ.

მეექვსე გაკვეთილი სკოლაში 13:50 საათზე იწყება, თუმცა ამ დროისთვის „სამხრეთის კარიბჭეს“ სკოლა ცარიელი დახვდა. დაკეტილი იყო სამასწავლებლოც.

„ცხრილის მიხედვით, დღეს სკოლაში როგორც მეექვსე ასევე, მეშვიდე გაკვეთილიც უნდა ჩატარებულიყო. საგაკვეთილო პროცესი კი 15:35 საათზე სრულდებოდა“, – ამბობენ პედაგოგები რომლებსაც ვინაობის გამჟღავნება არ უნდათ.

საპირისპიროს ამტკიცებს სოფელ აბასთუმნის სკოლის დირექტორი ქეთევან ობოლაშვილი „სამხრეთის კარიბჭესთან“ სატელეფონო საუბარში: „გაკვეთილები დასრულებული იყო და მასწავლებლები იმიტომ წავიდნენ. არ ვიცი თქვენი ჟურნალისტი სკოლაში რა დროს იყო. პირადად მე ადიგენში ვარ და სკოლის საქმეს ვაკეთებ“.

ადიგენის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის ინგა ბოჭორიშვილი ამბობს, რომ ვარხანში მერთან დაგეგმილი შეხვედრის შესახებ ინფორმაცია „სამხრეთის კარიბჭედან“ შეიტყო: „დირექტორთან გადავამოწმე გაცდა თუ არა გაკვეთილები და მითხრა, რომ ამ დროისთვის გაკვეთილები დასრულებული იყო“.

ადიგენის მერთან შეხვედრის გამო სოფელ აბასთუმნის სკოლაში გაკვეთილები გაცდა

შეკითხვაზე, რა რეაგირებას მოახდენს რესურსცენტრი სკოლაში გაცდენილ გაკვეთილებზე, ბოჭორიშვილი გვპასუხობს: „გამოძიებას ხომარ დავიწყებ, დირექტორს ვკითხე და მიპასუხა, რომ გაკვეთილები არ გაცდენილა“.

სოფელ ვარხანში ადიგენის მერმა და „ქართული ოცნების“ საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარემ ზაქარია ენდელაძემ ადგილობრივებთან შეხვედრა, დაახლოებით, 14:00 საათზე დაიწყო. ერთი საათით ადრე კი მან ანალოგიური შეხვედრა კურორტ აბასთუმანში გამართა. ენდელაძემ კურორტზე მცხოვრებლებთან წინასაარჩევნო საკითხებზე ისაუბრა. სოფელ აბასთუმანში კი თქვა, რომ „ეს შეხვედრა არჩევნებს არ ეხება“ და დღეს მან ადგილობრივები ანგარიშის ჩასაბარებლად შეკრიბა. მერი აქ მცხოვრებლებს წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტების შესახებ ესაუბრა.

ადიგენის მერთან შეხვედრის გამო სოფელ აბასთუმნის სკოლაში გაკვეთილები გაცდა

სოფელ აბასთუმნის სკოლის მასწავლებლებმა, რომლებიც შეხვედრას ესწრებოდნენ, გვითხრეს, რომ ვარხნის ცენტრში მაღაზიაში ჩამოვიდნენ და სკოლიდან შეხვედრაზე დასასწრებად არ წამოსულან.

„აქ სკოლის პედაგოგების საარჩევნო აგიტაციაში იძულებით ჩართვის ნიშნები იკვეთება. ალბათ მათ ამ შეხვედრაზე დასწრებასთან დაკავშირებით, ინფორმაცია მიიღეს ისეთი პირისგან, რომლეზეც სამსახურეობრივად არიან დამოკიდებულები. ეს საკთხი გასარკვევია. გარდა ამისა, რადგან გაცდა გაკვეთილები, დაზიანდა ბავშვების ინტერესი და დაირღვა მათი სასწავლო პროცესი“, – ამბობს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ იურისტი გიგი ჩიხლაძე.

ადიგენის მერთან შეხვედრის გამო სოფელ აბასთუმნის სკოლაში გაკვეთილები გაცდა

[sknews.ge]


23.08.2019 პირველკლასელებისთვის ჯავახეთის სკოლებს 950 კომპიუტერი გადაეცათ

23.08.2019 ვინ მოამზადებს ქართული ენის სწავლის მსურველ არაქართულენოვან პედაგოგებს

23.08.2019 აბიტურიენტებისთვის პროგრამების შეცვლის ვადა 26 აგვისტოს იწურება

23.08.2019 მასწავლებლობის მაძიებელთა პროგრამა ამოქმედდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.08.2019 ადიგენში ბავშვი ცხენიდან გადმოვარდა და დაშავდა

23.08.2019 დაავადებათა კონტროლის ცენტრი სიცხეებთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს

23.08.2019 ახალციხის ციხიდან გათავისუფლებული თანამშრომლის სარჩელი არ დაკმაყოფილდა

23.08.2019 ‘ვგრძნობ, რომ ტვირთად ვიქეცი და თითქოს გამირბიან’ – გარემო, რომელიც გთრგუნავს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

05.08.2019 ბუნების დაცვა და ‘რობოტიზაცია’ - ახალციხელი გამომგონებლების მიზნები

05.08.2019 ‘წუნდა’ – ანსამბლი, რომელიც მესხურ ფოლკლორს ინახავს [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

სოფელ ღორთუბანში გაკვეთილები საცხოვრებელ სახლში ტარდება
ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლაში, პროტესტის ნიშნად, გაკვეთილები არ ტარდება
ღორთუბნელ მოსწავლეებს გაკვეთილები ზედუბნის ადმინისტრაციულ შენობაში ჩაუტარდებათ
გასვლითი გაკვეთილები სკოლის მოსწავლეებისთვის
რამდენი იქნება აბასთუმნის სკოლის შენობის ქირა, ჯერ უცნობია
ახალციხეში კომაროვის საშაბათო სკოლა იხსნება
„უმართავი პედაგოგები დირექტორს არ სჭირდება“ – ხმაური აბასთუმნის სკოლაში