FM97.5 / LIVE

ადიგენის მერიამ 2018 წელს სტუმრების კვებისთვის 16 000 ლარზე მეტი დახარჯა

მთავარისიახლე, ეკონომიკა 20.11.2018
2017-2018 წლებში ადიგენში ადიგილობრივი ბიუჯეტიდან სტუმრების გამასპინძლებისთვის 32 000 ლარი გაიწერა.

ადიგენის მერიამ 2018 წელს სტუმრების კვებისთვის 16 000 ლარზე მეტი დახარჯა

2018 წელს წარმომადგენლობითი ხარჯებიდან 600 ლარი სოფელი ბოლაჯურის ბაღის გახსნისადმი მიძღვნილი ღონისძიების დროს, 3 400 ლარი „ზეკარობის“, 750 ლარი შალვა კეღოშვილის იუბილესა და ხსოვნის დღესადმი მიძღვნილი ღონისძიებისთვის, 1 400 ლარი ჟვანიას სახელობის პედიატრთა აკადემიური კლინიკის ექიმების მასპინძლობისთვის, 3 705 ლარი ანთიმოზ ივერიელის ხსენების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებისთვის, ხოლო 6 240 ლარი სამუშაო ვიზიტით მყოფი სტუდენტებისა და გუბერნიის წარმომადგენლების კვებითი მომსახურეობისთვის გაიწერა. საბოლოო ჯამში თანხის ოდენობამ 16 095 ლარი შეადგინა.

მიმდინარე წელს, მუნიციპალიტეტმა წარმომადგენლობითი ხარჯების გადასარიცხად ექვსი ხელშეკრულება გააფორმა. აქედან სამი ინდივიდუალურ მეწარმესთან თამარ ოგანესიანთან 11 040 ლარზე. ასევე, ინდივიდულაურ მეწარმესთან მარინე თუმანიშვილთან ხელშეკრულება ორჯერ გააფორმეს და ჯამში 1 350 ლარი გადაურიცხე, ინდივიდუალურ მეწარმესთან სტეფანე მერაბიშვილთან კი ერთი ხელშკერულება 3 705 ლარზე დადეს.

2017 წელს ადიგენის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სტუმრების კვებისთვის 16 015 ლარი დაიხარჯა. აქედან 624 ლარი ეტალონის შემოქმედებითი ჯგუფისთვის, 1 350 ლარი რამაზანის რელიგიურ ღონისძიებაზე მოწვეული სტუმრებისთვის, 786 ლარი იაპონიის საელჩოს წარმოამდგენლებისა და მისი თანმხლები პირებისთვის, 2 650 ლარი ანთიმოზობის და 5 605 ლარი – წმინდა სერაპიონ ზარზმელის ხსენების და 5 000 ლარი ზეკარობის დღესასწაულზე მოწვეული სტუმრებისთვის.

[თორნიკე ზაზაძე, ახალციხე]


12.08.2020 ‘შეიძლება რისკი შეექმნას სექტემბერში სწავლის დაწყებას’ – ეკატერინე ტიკარაძე

06.08.2020 სამხედროებსა და მათ ოჯახის წევრებს სახელმწიფო სწავლის საფასურის ნახევარს გადაუხდის

06.08.2020 კოლეჯ ‘ოპიზარში’ ავტორიზაცია კიდევ 8 პროგრამამ გაიარა

06.08.2020 სოციალურად დაუცველი სტუდენტების გარკვეულ კატეგორიას სწავლის საფასური დაუფინანსდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

10.08.2020 როგორი ამინდია მოსალოდნელი სამცხე–ჯავახეთში 15 აგვისტომდე

10.08.2020 ‘ენზელ მკოიანს და მის ოჯახს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან, ითხოვენ 5 მლნ დოლარს’ – ადვოკატი

09.08.2020 ახალქალაქის საავადმყოფოში ჩხუბში მონაწილე სულ სამი პირი შეიყვანეს

09.08.2020 ‘ბევრ ქალაქს არ აქვს ბედნიერება, რომ თავისი სახელობის წმინდანი ჰყავდეს’ – მიტროპოლიტი თეოდორე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

03.08.2020 სამი ციხის ისტორია

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

მსგავს თემაზე

ახალქალაქის ბიუჯეტიდან 2018 წელს სტუმრების მასპინძლობისთვის 8 000–მდე ლარი გაიწერა
რა დახარჯა ახალციხის საკრებულომ ოფიციალური სადილებისთვის
2018 წელს ახალციხის მერიამ რესტორნებში 11 535 ლარი გადარიცხა
ორ წელში ასპინძის მერიამ სტუმრების ვახშმისთვის 11 000–მდე ლარი დახარჯა
ადიგენში რვა კულტურული ღონისძიებისთვის 20 000–მდე ლარი დაიხარჯა
2018 წელს ასპინძაში კულტურული ღონისძიებებისთვის 20 000 ლარზე მეტი დაიხარჯა
რა გადაიხადეს ბიუჯეტიდან ახალციხეში მოწვეული მომღერლებისთვის – მერიამ საჯარო ინფორმაცია არ გასცა